მართალია, ზაფხულის ცხელი დღეები უკან მოვიტოვეთ, თუმცა, სექტემბერი შესანიშნავი დროა ახალი თავგადასვლების საძებნელად ან მშვიდი დასვენებისთვის. საქართველოს კლიმატური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არ გაგიჭირდება საშენო დასვენება მოიწყო ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მხარეში. ჩვენ შენთვის rent.myhome.ge-ზე 5 გამორჩეული სახლი შევარჩიეთ, განსაკუთრებულად ლამაზ ადგილებში, სადაც შეგიძლია დაუვიწყარი შვებულება, ან თუნდაც, „ვიქენდები“ გაატარო.
რაჭა – ჩემი, შენი და სრულიად საქართველოს სიყვარულია. აქ ულამაზეს კუსკუსა ხის კოტეჯში მეგობრებთან ერთად დასვენებას, აბა რა უნდა ჯობდეს?!
ყაზბეგის ზვიადი კლდეების ყურებას წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში არაფერი ჯობს. მთავარია, მთაში მოგზაურობას პასუხისმგებლობით მოეკიდო და ღუნღულა, თბილი ტანსაცმლის წაღება არ დაგავიწყდეს. საღამოები კი შეგიძლია ყვავილებით მორთულ ეზოში გაატარო, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი საუკეთესო დასვენებისთვის.
თელავი საქართველოს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქალაქია, რომელიც იდეალურია მშვიდი დასვენებისთვის. აქ შეგიძლია განმარტოვდე და ყოველგვარი საზრუნავი მისი მტკიცე გალავნებს მიღმა დატოვო. თუ გამორჩეულად გინდა გაატარო დრო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეგიძლია აირჩიო, რომელიც 1900 წელს არის აშენებული და განუმეორებელია ქვისა და აგურის მაშინდელი წყობით.
კურორტი ცემი ერთ-ერთი გამორჩეულია ადგილია საქართველოში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და განთქმულია სამკურნალო თვისებებით. აქ კომფორტული და კეთილმოწყობილი სასტუმროს პოვნაში, კი ჩვენ დაგეხმარებით.
ე.წ. ხავერდოვან სეზონზე ზღვა მართლაც ხავერდოვანია და სექტემბრის თბილ დღეებში შეუდარებელი სიამოვნებაა ზღვის ტალღებთან თამაში. დამსვენებლების დიდი ნაწილი, სწორედ ამ დროს არჩევს ბათუმში გასატარებლად. ხოლო, დიდი წვეულების მოსაწყობად დიდი ვილა დაგჭირდება, რომლის ვერანდაზეც განუმეორებელი შთაბეჭდილებების შექმნა შეგიძლია.
მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია, მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით, „ონლაინ“ დაჯავშნი შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, სახლი, სასტუმრო, თუ კოტეჯი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ. Visa-ს ბარათით დაჯავშნისას კი გადახდილი თანხის 20% ანგარიშზე დაგიბრუნდება.
პარტნიორის კონტენტი