in

5 ვიზუალური ინსტრუმენტი, რომელიც ინსტაგრამზე კონტენტის შექმნისას დაგეხმარებათ

Instagram-ს ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი უჭირავს. ვიზუალური ინფორმაციის მისაღებად და ჩვენთვის საინტერესო კატეგორიებში ბრენდებისა თუ კერძო პირების დასათვალიერებლად მას ხშირად ვიყენებთ და დაკვირვებული მომხმარებელი იმასაც ამჩნევს, რომ ზოგიერთი კონტენტი ნამდვილად გამორჩეულია სხვებისგან. ამასთან, Instagram ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სოციალური მედიის პლატფორმა. ეს არის სრულფასოვანი მარკეტინგული არხი, რომელიც მცირე ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ, გამოიყენონ ტრაფიკის გასამყარებლად, შემოსავლის გაზრდისა და ახალი პოტენციალის შესაქმნელად.

არსებობს ისეთი ციფრული ინსტუმენტები, რომლებიც მასალის ინსტაგრამზე გამოფენამდე შეგვიძლია, გამოვიყენოთ და ის უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ. თურმე ამისთვის იმაზე მეტი საშუალება არსებობს, ვიდრე წარმოვიდგენდით, მაგრამ დღეს მხოლოდ 5 მათგანს გაგაცნობთ, რისთვისაც დახმარება კონტენტ კრეატორსა და სოციალური მედიის მენეჯერს, ნინო მაზანიშვილს ვთხოვეთ:

M: სანამ მთავარ თემას შევეხებით, უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, ძირითადად რა ტიპის კონტენტს ვაწყდებით დღეს ქართულ ინსტაგრამ გვერდებზე და თუ განსხვავდება ის უცხოური გამოცდილებისგან?

ინსტაგრამის კონტენტი მისი მიზნის მიხედვით შეგვიძლია გამოვარჩიოთ. არსებობს გასართობი, საგანმანათლებლო, შოპს ცალკე მიმართულება აქვს, მოტივაციურს – ცალკე, არის პირადი ბლოგები, ყურადღება ეთმობა ვიზუალურ ხელოვნებას: ფოტოგრაფია, მოდა… ასევე ძალიან პოპულარულია ინფლუენსერ მარკეტინგი. ბოლო დროს უფრო პოპულარული გახდა ვიდეოების მიმართულება, რაც სხვა პლატფორმებთან კონკურენციამ განაპირობა.  

უცხოური გამოცდილებისგან განსხვავდება, რადგან მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ჩვენთან ძალიან დიდი ხანი ამ აპლიკაციას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ბოლო წლებში ბევრი მიხვდა მის სარგებელს. ეს პლატფორმა ვიზუალური ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, ვისთვისაც ფოტო და ვიდეო საინტერესო და მნიშვნელოვანია. აქვე აღვნიშნავ, რომ ბევრი ქართველია საერთაშორისო დონის ინსტაგრამერი.

M: რა ქმნის ნახვად და საინტერესო კონტენტს ინსტაგრამზე? 

ჩემი დაკვირვებით ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფიისა და მოგზაურობის თემებია. ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის ინსტაგრამის გვერდი მათი პორტფოლიოა. მოგზაურებისთვის კი ყველაზე სწორი პლატფორმა მგონია ფოტო-ვიდეო კონტენტის განსათავსებლად. ასევე პოპულარულია ინფლუენსერული მიმართულება. 

იმისათვის, რომ პოპულარულიც იყოს და საინტერესოც, მთავარია გვქონდეს მიზანი და ვიცოდეთ ინსტრუმენტები, რომლებითაც საინტერესო გვერდს შევქმნით. 

✅ გვქონდეს ბიზნეს ანგარიში;

✅ სწორად განვსაზღვროთ მიზნები;

✅ შევისწავლოთ აუდიტორია

✅ მოვაწესრიგოთ პროფილი;

✅ შევარჩიოთ კონტენტის სტილი

✅ გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი: პოსტი, სთორი, რილსი;

✅ შევქმნათ სტრატეგია.

M: გთხოვთ, ჩამოვთვალოთ 5 ვიზუალური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ინსტაგრამზე ეფექტური რილსების, სთორების და ზოგადად, კონტენტის შექმნაში…

ეს არის იმ იმ ვიზუალური ინსტრუმენტების მცირე ჩამონათვალი, რაც ყოველდღიურად მეხმარება ინსტაგრამზე მუშაობისას: 

ა) later – კონტენტის დაგეგმვისთვის.

ბ) Adobe Lightroom & Canva – ტექსტისა და ვიზუალების შაბლონებით საინტერესო ფოტოების შექმნა შეგიძლიათ.

გ) Tumblr & Pinterest – იდეებისა და შთაგონებისთვის. აქ ნახავ ფერს, ფორმასა და სხვადასხვა ვიზუალს.

დ) Inshot – ვიდეოების დასამუშავებლად და ასაწყობად

ე) Snapseed – ამ ფოტოების რედაქტირების აპლიკაციით შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც JPG, ასევე RAW ფაილებზე.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნეს ანგარიში გაქვთ ინსტაგრამზე თუ პირადი გვერდი, თუ ამ პლატფორმის მეშვეობით აუდიტორიის გაზრდა და ნახვების მოპოვება გვინდა, მაშინ ჩვენი რესპონდენტის მიერ გაზიარებული ვიზუალური ხელსაწყოები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი მაინც, საჭიროებიდან გამომდინარე. ნინო ასევე გვირჩევს, რომ ვიქონიოთ ბიზნეს ანგარიში, რომელიც მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. კერძოდ, შეგვიძლია ყოველდღიური ანალიტიკის კეთება და ე.წ insights-ებზე დაკვირვება.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ახალი „ვოლვო“ XC60 Google-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია

სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ყავს