in

ერთი ბიჭის ისტორია…

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა!

ევროკავშირი, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში აღნიშნავს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, მომზადდა ვიდეორგოლი – ერთი ბიჭის ისტორია, რომლის მთავარი მიზანიც არის ერთი ოჯახის მაგალითზე, საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/europeanunioningeorgia/videos/263871241631025/?v=263871241631025″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]

 

ვიდეორგოლში მარტივ ენაზე, ერთი ბიჭის მონაყოლით გადმოცემულია, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური ცხოვრებისას, პირად სივრცეში პატარა ნაბიჯების გადადგმით, დიდი შედეგის მიღწევა!

წელს, როგორც კამპანიის, ასევე გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კამპანიის ფარგლებში ასევე შემუშავებულია 52 რჩევა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას თითოეულმა ადამიანმა მთელი წლის განმავლობაში გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. გარდა ამისა, კამპანია გაგაცნობთ ცალკეულ ეკო-ფაქტებს და ინფორმაციას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად.

ევროკავშირის საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ტარდება. COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღონისძიებები მხოლოდ სოციალური და ტრადიციული (ტელევიზია და რადიო) მედია საშუალებებით ხორციელდება.

„დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა. საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება.

COVID-19-მა ყველას შეუქმნა სირთულე და ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწრაფი სოციალური და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისკენ. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ფინანსური ინსტიტუტები („ევროპის გუნდი“) საქართველოს მხარში დაუდგებიან ამ პროცესში. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობა მოაქვს და მომავალი აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს. შეგიძლიათ ამ წამოწყებაშიც იქონიოთ ევროკავშირის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთად მივმართავთ ძალისხმევას, გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.

გარემოს დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარ „დაინტერესებულ პირებს“ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წარმოადგენს. ახალგაზრდა თაობა კი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მაყურებლისა თუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიური მსმენელის როლში. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მოგიწოდოთ, გახდეთ აუცილებელი ცვლილებების მომტანი მამოძრავებელი ძალა და მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება თქვენი ჩართულობა უფრო მდგრადი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე საქართველოსთვის!“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ყველა ასაკზე გათვლილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ევროკავშირის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართული სააგენტო Hans & Gruber, ანუ ამბავი ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის დამეგობრებაზე

ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტრო ენერგიას ჩრდილის დახმარებით აწარმოებს