in

5 ივლისს ბათუმს პოპულარული უკრაინელი შემსრულებელი ИВАН ДОРН ეწვევა!!!

5 ივლისს 22:00–ზე ბათუმში ახალი კლუბის MANDARIN გახსნაზე ერთ–ერთი ყველაზე ტრენდული მომღერალი ИВАН ДОРН კონცერტს გამართავს.

BOG
BOG

მომღერალი ბათუმს ბენდთან ერთად ეწვევა და ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი სიმღერებით წარდგება, მათ შორისაა ყველაზე ცნობილი «Стыцамэн», «Северное сияние», «Синими Желтыми Крастными».

mandarinდორნის მუსიკა საკუთარ თავში ვოკალს, 90–იანი წლების რითმენდბლიუზის დამახასიათებელ ელემენტებს და თანამედროვე ტენდენციებს აერთიანებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დორნი დასავლურ ტენდენციებთან ერთ–ერთ ყველაზე ახლოს მყოფ მომღერლად ითვლება. სამი წლის განმავლობაში 20–მდე სხვადასხვა ჯილდოს მოპოვება შეძლო.

სოლო–კარიერა დორნმა 2010 წელს დაიწყო და პირველივე ალბომით CO’N’DORN სხვადასხვა ჯილდოების ნომინანტი გახდა. მას ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის ყველაზე ნოვატორ მომღერლად აღიარებენ.

შემდგომაზე ის ყველაზე პოპულარული უკრაინული ტელეშოუს „იქს ფაქტორის“ მენტორი იქნება ნინო ქათამაძესთან ერთად. შოუს ჩაწერები ზაფხულში იწყება, ხოლო ეთერში ის სექტემბერში გავა.

„მანდარინი“ ბათუმისთვის ახალი პროექტია. კლუბი რამდენიმე მუსიკალური მიმართულებით იმუშავებს: თბილისში პოპულარულ ანდერგრაუნდთან ერთად, ის მელომანებს შესთავაზებს მსუბუქ, იბიცური კაფე–ლეიბლის CAFÉ DEL MAR-ის არტისტებს, ასევე უკვე კარგად ნაცნობ დიჯეი–პროდიუსერებს (Pompougnac; Tesla Boy; Miguel Campbell  და სხვა).

ცალკე ხაზად არსებობს პროექტი „SGA” (SUPPORT GEORGIAN ARTISTS – მხარი დაუჭირეთ ქართველ არტისტებს), რომელიც ცნობილ და უცნობ, საქართველოში და მის ფარგლებსგარეთ მოღვაწე მუსიკოსების მოწვევას გულისხმობს. მათ შორის SOPHIE VILLY, L’ONE, GREEN ROOM, NINO KATAMADZE, ROTKRAFT.

თინათინ სტამბოლიშვილი – GPI Holding (Spotlght 2014)