in

გამოფენისთვის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ საკოლექციო ვერცხლის 5 ლარის ნომინალის მონეტა მოიჭრა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოფენისთვის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა მოჭრა. 5 ლარის ნომინალის მონეტა სულ 1500 ცალია.

bog
bog-mob

ლითონის ფულის ავერსის (წინა მხარე) მთავარ კომპოზიციას ქვევრის სქემატური გამოსახულება წარმოადგენს. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში, რომელსაც ვაზის გამოსახულება, ქვედა ნაწილში კი წარწერები: “საქართველო”, “2017”, “GEORGIE”, “5 ლარი” გასდევს. რევერსზე (უკანა მხარე) გამოსახულია „ღვინის ცივილიზაციის ცენტრის“ შენობა და წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო – ვაზის პირველი ქვეყანა, რომელიც მიწვეულია ღვინის ქალაქ ბორდოში“.

საკოლექციო მონეტა იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 60 ლარია , დიზაინი გრაფიკულ დიზაინერ ნიტა გონგაძეს ეკუთნის.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Making of ანუ როგორ იქმნებოდა “მადლობის ეკიპაჟი”

Foodpanda საქართველოში მიწოდების სერვისს აღარ განახორციელებს!