in

შეუპოვრობის 5 გაკვეთილი მსოფლიოში ცნობილი ანტრეპრენუარებისგან

თუ მსოფლიოში წამყვანი კომპანიების დამფუძნებლებს დავუჯერებთ, წარმატებისთვის, მთავარი შეუპოვრად ბრძოლაა. ამისთვის კი ყველას საკუთარი მეთოდი აქვს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„დარწმუნებული ვარ, წარმატებულ და წარუმატებელ ანტრეპრენუარებს ერთმანეთისგან მოთმინება, ჟინი, შეუპოვრობა განასხვავებთ“, – ამბობს Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი.

„ბევრ ადამიანს აქვს შესანიშნავი იდეები, მაგრამ ძალიან ცოტა ახერხებს, ახლავე დაიწყოს საქმის კეთება – ხვალ ან მომავალ კვირას კი არა, დღესვე“, -ამბობს Atari-ს დამფუძნებელი ნოლან ბუშნელი.

„ რა არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია? ის, რომ საკუთარ თავს, მუდმივად ახალ გამოწვევებს ვუწესებ. ცხოვრებას, როგორც საუნივერსიტეტო განათლებას ისე ვუყურებ, რომელიც არასოდეს მქონია“, – ამბობს Virgin-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი.

„ყველაზე შხამიანი და დამანგრეველი წარმატების განცდაა. ამის ანტიდოტი კი ყოველ საღამოს იმაზე ფიქრია, რას გააკეთებთ ხვალ უკეთესად“, – ამბობს Ikea-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი.

„მთაზე ცოცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მწვერვალზე ყოფნა“, – ამბობს Patagonia-ს დამფუძნებელი ივონ ჩუინარდი.



რომანზე “მარტოობის ასი წელიწადი” სერიალს გადაიღებენ

ხელოვნური ინტელექტის მომავალი – რას ფიქრობენ ილონ მასკი, ბილ გეითსი, ლარი პეიჯი და სხვები