14
Aug
2019

5 ახალი, ინოვაციური პროდუქტი LG-ისგან

14 Aug 2019

LG Electronics გლობალური ნოვატორია ტექნოლოგიების წარმოების კუთხით. ის 140 ლოკაციაზეა გავრცელებული და 70 000 ადამიანისთვის სამუშაო ადგილს ქმნის. 2018 წელს კი, მისი გლობალური გაყიდვები 54.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. LG ხუთი კომპანიისგან შედგება, ესენია – Home Appliance & Air Solution, Home Entertainment, Mobile Communications, Vehicle Component Solutions და Business Solutions. LG მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზორების, კონდიციონერების, სარეცხი მანქანებისა და მობილური მოწყობილობების მწარმოებელია. წარმოგიდგენთ რამდენიმე სიახლეს, რომელსაც წელს, LG სხვადასხვა მიმართულებით გვიმზადებს.

Alta
Alta

დავიწყოთ TurboWash 360-ით. ეს არის უახლესი სარეცხი მანქანა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მას შეუძლია ქსოვილის ამოცნობა და ამგვარად, რეცხვის პროცესში მისი დაზიანების რისკის შემცირება. გარდა ამისა, ის რეცხვას 39 წუთში ასრულებს, რაც 34%-ით უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე მისი წინამორბედი TurboWash-ის შემთხვევაში ფიქსირდებოდა. ის ანაწილებს წყალსა და სარეცხს ოთხი განსხვავებული მიმართულებით, რაც უფრო სწრაფ და ეფექტურ რეცხვას ხდის შესაძლებელს. სტერელიზების ციკლის მეშვეობით კი, ალერგენების ნეიტრალიზება 99.9%-ითაა შესაძლებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ისაა, რომ სარეცხი მანქანის კონტროლი თქვენი სმარტფონიდანაც შეგეძლებათ, სეციალური აპლიკაციის SmartThinQ მეშვეობით.

სხვა კუთხით, LG Electronics აწესებს ახალ სტანდარტებს მისი უახლესი ჭურჭლის სარეცხი მანქანის QuadWash-ის სახით, რომელიც იყენებს TrueSteam-ის ტექნოლოგიას. ეს უკანასკნელი გულისხმობს უნიკალურ მიდგომას, რომელიც ეფექტურ და სრულ წმენდას უზრუნველყოფს. ის იყენებს მაღალი ტემპერატურის მქონე ორთქლის ნაწილაკებს, იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის საკვების ნარჩენს – ნებისმიერი ხარისხის ცხიმს გაუმკლავდეს. ტექნოლოგიის დახმარებით, გარეცხვის შემდეგ, ჭურჭელზე არ რჩება წყლის ლაქები, რაც ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ხოლო ორთქლის ძალის გამოყენებით, ხდება რეცხვის ჰიგიენური, სანიტარული სიზუსტის შედეგის მიღება.

სხვა ტექნოლოგია, რომელსაც LG QuadWash-ში იყენებს შემსხურებელი მოწყობილობაა, რომელიც ოთხ კიდურს მოგაგონებთ და სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია წყლის შესხურება. ასევე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა იყენებს EasyRack-ს, სისტემის მორგებას, იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის ჭურჭელი სხვადასხვაგვარი რეჟიმით გაირეცხოს. მაგალითად, თეფშებსა და ღვინის ჭიქას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაშიც, აპლიკაცია SmartThinQ-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აკონტროლოს რეცხვის პროცესი და მიიღოს შეტყობინება მისი დასრულების შესახებ. QuadWash ასევე აღჭურვილია Inverter Direct Drive Motor-ით, რაც უზრუნველყოფს ენერგიის ოპტიმალურ მოხმარებასა და ჩუმი რეცხვის რეჟიმს.

LG-ის ახალი მიკროტალღური ღუმელი NeoChef სამზარეულოს დეკორის უახლეს ტრენდებთან თანხვედრაშია. მინიმალისტური დიზაინით მიღმა, ის აღჭურვილია LG-ის უნიკალური Smart Inverter-ით, რომლის წყალობითაც ამა თუ იმ საკვების გემოვნური, თუ ქიმიური თვისებების შენარჩუნებაა შესაძლებელი. მას აქვს ენერგიის კონტროლი 300-დან 1200 ვატამდე, რაც შესაძლებელს ხდის როგორც საკვების მომზადებას, ასევე, მის გაცხელებას. 1200 ვატიანი რეჟიმის წყალობით, NeoChef-ს შეუძლია იმაზე სწრაფად მოამზადოს კერძები, ვიდრე სხვა მიკროტალღურ ღუმელებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ის გვაძლევს სხვადასხვა ფუნქციას, მაგალითად, შოკოლადის, ან ყველის გადნობის საჭიროების შემთხვევაში. მისი დახმარებით იოგურტის მომზადებაც კი შეიძლება.

ანტიბაქტერიული EasyClean-ის ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მიკროტალღური ღუმელის ჰიგიენურობაში იყოს დარწმუნებული. ენერგოეფექტური Led ნათურა კი, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში აყენია მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მისი გახსნის გარეშე ადევნოს თვალი საკვების მომზადების პროცესს.

კონდიციონერი DUALCOOL 40%-ით უფრო სწრაფია და 70 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული მოდელები. მისი დიზაინი ელეგანტურია და თანამედროვე ინტერიერთან თანხვედრაშია. ამას ემატება ინსტალაციის პროცესის სიმარტივე. თუ ტრადიციულ მოდელებს მონტაჟისთვის 2 ადამიანი სჭირდებათ, DUALCOOL-ისთვის ერთიც საკმარისია. გარდა ამისა, კონდიციონერს აქვს ჭკვიანი ამოცნობის სისტემა, რომელიც ამჩნევს, როდისაა საჭირო ჰაერის გაწმენდა/გაგრილება. LG ასევე მუშაობს Wi-Fi-სთან დაკავშირებად კონდიციონერზე. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტმა 2019 Edison Awards-ზე გაიმარჯვა.

LG-ის ახალი მაცივარი კომპაქტური და ე.წ. „ფრანგული კარების“ მქონე მოდელია. ის იყენებს Linear Cooling-ისა და DoorCooling-ის ტექნოლოგიას, რაც საკვების ჯანსაღ მდგომარეობაში დარჩენას, დიდი ხნით უზრუნველყოფს. Linear Cooling-ის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება ტემპერატურის ფლუქტაცია ±0.5 გრადისით განისაზღვროს, ხოლო DoorCooling-ის მეშვეობით, მაცივრის კარის დიდი ხნით გაღების შემთხვევაშიც, დახურვის შემდეგ, ის 19.7%-ით სწრაფად გაგრილდება, ვიდრე ტრადიციულ სისტემებში. ასევე, LG-ის ახალი მაცივარი იყენებს Inverter Linear კომპრესორს, რომელიც მას ნაკლები ენერგიის მოხმარებაში ეხმარება. ის მხოლოდ 835 მილიმეტრის სიგანისაა, რაც ეხმარება სხვადასხვა ინტერიერში ადვილად მოთავსდეს. ესეც რომ არა, Slim French-Door მაცივარი მოიხმარს 32%-ით ნაკლებ დენს, ვიდრე ტრადიციული მოდელები.

[R]

განხილვა