თუ სტანდარტული მაღვიძარები თქვენთვის აღარ გამოდგება, დროა, საქმეში მძიმე არტილერია ჩავრთოთ. იმდენად შემაწუხებელ მაღვიძარებს შემოგთავაზებთ, რომლებიც გაიძულებთ, საწოლიდან დაუყოვნებლივ წამოდგეთ. ზოგი შეგაჯანჯღარებთ, ზოგი იქამდე არ გაითიშება, სანამ მათემატიკურ ამოცანას არ ამოხსნით, ზოგიც თუ ჩაგეძინებათ, ფულს ჩამოგაჭრით, ზოგიც იმ ადამიანის როლს შეითავსებს, რომლის ზარიც ყოველ დილით გაღვიძებთ… მოდით, დავიწყოთ:
1. NUJ ALARM CLOCK
როცა უფასო Nuj Alarm (iOS, Android) ჩაირთვება, თქვენ წინასწარ განსაზღვრული დრო გექნებათ, რათა თქვენ მიერ წინასწარ არჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის კოდი დაასკანეროთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მის გათიშვას და აქ სხვა ვერანაირი ღილაკი გიხსნით. და რა მოხდება, თუ არ დაასკანერებთ? ფულს წააგებთ, რომელიც შემდგომში ქველმოქმედებას მოხმარდება. ჩაძინებით კარგი საქმის კეთებაც კი გამოგივათ, მაგრამ ამასთან, ფინანსური მოტივაციაც მოგეცემათ, რომ დილით საწოლიდან ადგეთ.
2. ALARMY
შემაწუხებელი მაღვიძარების აპლიკაციებში მეფეაო, ასე ამბობენ. სანამ Alarmy-ის (iOS, Android) გააჩერებთ, მოგიწევთ გარკვეული დავალებების შესრულება, ან მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, ან ტელეფონის უხეშად გაქანება, ან რაღაცისთვის ფოტოს გადაღება. ვერც მოატყუებთ, რადგან თანამედროვე ვერიფიკაციის სისტემის წყალობით, კარგად ხვდება, შეასრულეთ თუ არა მოცემული დავალება.
უფასო ვერსია შეზღუდულ ფუნქციებს გთავაზობთ, თუმცა თუ პრემიუმზე გადასვლას მოინდომებთ, ეს თვეში 5$ დაგიჯდებათ.
3. SLEEP CYCLE
ცოტათი უფრო ნაზ მიდგომას გვთავაზობს, თუმცა მეტად ეფექტურია. Sleep Cycle app (iOS, Android) ე. წ. Wake Up Window-ს მოგცემთ, როცა მაღვიძარას დააყენებთ. იგი თქვენი ძილის რეჟიმს აკვირდება და ოპტიმალურ დროსაც ირჩევს თქვენს გასაღვიძებლად. ამას კი თქვენს ყველაზე მსუბუქ ძილის ფაზაზე დაფუძნებით აკეთებს.
ცუდი მხოლოდ ის არის, რომ შესაძლოა, იმაზე უფრო ადრეც გაგაღვიძოთ დილით, ვიდრე ეს თავად გსურდათ…
4. WAKE UP CALL: WAKE UP ON TIME!
თუ მაღვიძარასთან პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ ხშირად სატელეფონო ზარები გაღვიძებთ, ეს აპლიკაცია (iOS, Android) თქვენთვისაა. მოკლედ რომ გითხრათ, მაღვიძარა სატელეფონო ზარის დაყენებას გთავაზობთ, რობოტ ოპერატორს, რომელიც დილით ისე დაგირეკავთ, როგორც მაგალითად სასტუმროს ოპერატორი. რამდენიმე ზარი უფასოა, შემდგომ კი შეგიძლიათ, დამატებითი ზარები შეიძინოთ.
5. SONIC BOMB EXTRA LOUD ALARM CLOCK
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოცემული აპლიკაციები ვერ დაგეხმარებათ და თვლით, რომ ტრადიციული, გამოცდილი მეთოდები ყველაზე კარგად მუშაობს, მაშინ Sonic Bomb-ის მაღვიძარას შემოგთავაზებთ. 42 დოლარი ღირს და 113 დეციბელს შეუძლია, მიაღწიოს! წითელ შუქსაც გაანათებს, რითაც დილით გაღვიძებას ცოტათი შემზარავადაც აქცევს. თუ ესეც არ გეყოფათ, Bed Shaker-იც მოჰყვება, რომელიც ბალიშისა და მატრასის ვიბრაციას იწვევს. დიახ, იმ ადამიანის ფუნქციას შეითავსებს, რომელთაც დილით თქვენს გასაღვიძებლად თქვენივე შეჯანჯღარება სჭირდებოდა…
სულ ეს იყო, ტკბილი ძილი…