in

5 მილიარდი ემოჯის ყოველდღიურად გამოყენების ისტორია დასაწყისიდან დღემდე

2021 წელს 217 ახალ ემოჯის ვიხილავთ

“ემოჯი” ბევრი ჩვენგანისთვის შეტყობინებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს – ალბათ, ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, სწორედ ის გვეხმარება იმის დადგენაში, თუ ვინ როგორი განწყობითა და დამოკიდებულით გვწერს.

წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ იცვლება მათი დიზაინი და რაოდენობა… მაგალითად, 2020 წელს 117 ახალი ემოჯი შეიქმნა, 2021 კი, ამ მხრივ უფრო მრავალფეროვანი იქნება – როგორც გვპირდებიან, 217 ახალ ემოჯის უნდა ველოდეთ, მათ შორის, ალმოდებულ გულს, წვერიან ქალს და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ის, თუ რომელი ემოჯიები გამოჩნდება ჩვენს მობილურებში Unicode Consortium-თან შეთანხმებით წყდება – 1991 წლიდან ის აკონტროლებს და ადგენს სტანდარტს სიმბოლოებისა და პიქტოგრამებისთვის. 1995 წელს კი, სწორედ  არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ადაპტირდა პირველი 76 პიქტოგრამა.

1999 წელს ინტერფეისის დიზაინერმა სიგეტაკა კურიტამ იაპონელი მომხმარებლებისთვის თანამედროვე ემოჯის წინამორბედი 176 მარტივი პიქტოგრამა შექმნა. კონცეფციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა იაპონიაში, 2010 წლისთვის კი, Unicode-მა 1000-ზე მეტი ემოჯის გლობალური ჩაშვება დაიწყო, რათა მზარდი ტენდენციის კონკურენციას გამკლავებოდა.

2015 წლიდან ემოჯის ვიზუალში კანის სხვადასხვა ფერების გამოყენება დაიწყეს. ეს და მრავალი სხვა რასობრივი, გენდერული თუ ანტიბულინგის ემოჯი Ad Ad-თან თანამშრომლობას უკავშირდება.

დღეისათვის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად 5 მილიარდზე მეტ ემოჯის იყენებენ. მათ შორის კი, ფეისბუქსა და თვითერზე ყველაზე დიდი პოპულარობით “ტირილამდე მოცინარი” ემოცია სარგებლობს, ხოლო ინსტაგრამზე გულის ემოჯი “მეფობს”.

როგორ ვუყუროთ 2021 წლის სუპერმთვარის დაბნელებას პირდაპირ რეჟიმში?

რას გვიმზადებს BMW 2023 წლისთვის? – პაპარაცული ფოტოები ტესტ დრაივიდან