სტარტაპის შექმნისა და კომპანიის დაფუძნების საწყის ეტაპზე, შეიძლება, ისეთ სირთულეებს წააწყდეთ, იფიქროთ, რომ ამ საქმისთვის ხელის მოკიდება ცუდი გადაწყვეტილება იყო. სინამდვილეში ასე არ არის. ყველა დამწყები დამფუძნებელი უშვებს, თითქმის, იდენტურ შეცდომებს. დროთა განმავლობაში კი, გამოცდილებასთან ერთად, ყველაფერი „ლაგდება“.

ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებენ კომპანიის დამფუძნებლები და სტარტაპერები საწყის ეტაპზე და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს სირთულეები?!
ყველაფერს ერთდროულად ნუ „მოედებით” !
სტარტაპის, კომპანის დამფუძნებლისთვის ყველაზე დიდი მტერი დროა. განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. ათასი საქმეა, რომლის გაკეთებაც ერთად გინდათ, მაგრამ დღე – ღამის განმავლობაში მხოლოდ 24 საათია. შესაბამისად, შეუძლებელია ყველაფრის მოსწრება. ამიტომ, აუცილებელია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ეფექტურად გადანაწილება ისწავლოთ. არ არის საჭირო ყველაფერს ერთდროულად „მოედოთ“. ასე პროდუქტიულები ნამდვილად ვერ იქნებით.
გამოცდილების ნაკლებობის გამო, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ
ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა სტარტაპის, კომპანიის დამფუძნებლები, საწყის ეტაპზე, თავს „განადგურებულად“ გრძნობენ. ნებისმიერი ბიზნესის დაწყება ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ ამას პირველად აკეთებთ. ხშირია შეგრძნება, რომ გაცილებთ მეტ რამეს ვერ აკეთებთ, ვიდრე – პირიქით. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რაღაც მომენტში, თავდაჯერებულობა დაკარგოთ. ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოცდილებაა, გამოცდილებასთან ერთად კი, თქვენი თვითშეფასებაც მოიმატებს.
ცდილობთ, ყველაფერში საუკეთესო იყოთ
ძალინ კარგია, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში ერთნაირად ერკვევით, მაგალითად, გაყიდვებში, პროდუქტში, მარკეტინგში. მაგრამ შეუძლებელია, ყველაფერი თქვენ გააკეთოთ. როგორც დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, აუცილებლად უნდა მოახერხოთ საქმეების დელეგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც „გადაიწვებით“ და ვერც კომპანია წავა წინ.
არასოდეს მისცეთ თანამშრომლებს „ჩაფლავების“ უფლება !
ძნელია, ყველას ბოლომდე ენდო და დარწმუნებული იყო, რომ საქმის თითოეულ დეტალს სწორად გააკეთებენ. მეტიც, ზოგჯერ, თანამშრომლები, უბრალოდ იმედს გაგიცრუებენ. ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი. რადგან ასე თითოეული მათგანი განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერასოდეს წავლენ. ამიტომ, მიეცით ყველანაირი მოტივაცია, ხელი არ ჩაიქნიონ პირველსავე სირთულეზე ან შეცდომაზე.
გიჩნდებათ ილუზია, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება
სტარტაპის, კომპანიის დამფუძნებლები საწყის ეტაპზე ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება. ეს ორივე შემთხვევას ეხება, როგორც წინსვლას, ისე უკუსვლას. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – შეიცვალოს ბაზარი, გამოჩნდნენ ახალი კონკურენტები, შემცირდეს ინვესტიციები. წარმოუდგენელია, კომპანია სულ ერთ დონეზე იყოს და სწორ ხაზს მიჰყვებოდეს. ამიტომ, სულ უნდა იფიქროთ სად ხართ მოცემულ მომენტში, რის მიღწევა გსურთ, რა არ გამოგივიდათ და როგორ დასძლიოთ სირთულეები.
წყარო: www.inc.com













