in

დაიცავით ეს წესები ყოველ დილას და დღე უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის

აბა, დაფიქრდით, რას აკეთებთ თვალის გახელისთანავე? ალბათ, „სმარტფონს“ იღებთ და Facebook-ს „სქროლავთ“, Instagram-ს ამოწმებთ და უკეთეს შემთხვევაში, საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე შედიხართ. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი. პირიქით, დღის ასეთი დასაწყისი კატასტროფაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ უნდა დაიწყოთ დილა, რომ მთელი დღის მანძილზე სასიამოვნო განწყობა გქონდეთ?!

აუცილებლად გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად! 

Twitter-ისა და Medium-ის თანა-დამფუძნებელი ბიზ სთოუნი, ყოველ დილით, მინიმუმ, ერთ საათს, შვილთან თამაშში ატარებს. „თუ დილას შვილთან თამაშის დრო არ მრჩება, მგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოვტოვე, რასაც, მთელი დღის მანძილზე, ვერაფრით ავინაზღაურებ. დიდი ბედნიერებაა, გაღვიძებისთანავე 5 წლის ბავშვის ცნობიერებაში იყო, სანამ აღმასრულებელ ხელმძღვანელად გადაიქცევი.

არ გამოტოვოთ მედიტაცია!

ოპრა უინფრი და არიანა ჰაფინგტონი 15-20 წუთის განმავლობაში, ყოველ დილით, მეტიდაციას ატარებენ. „მხოლოდ კოსმოსიდან შეგიძლია, შექმნა საუკეთესო პროდუქტი და მოიწყო საუკეთესო ცხოვრება“, – ამბობს ოფრა უინფრი. ამ პატარა რიტუალით შესაძლებელია ფიქრის კონტროლი და შესაბამისად, მთელი დღის მანძილზე მობილიზებული და ორგანიზებული ხართ.

ვარჯიში აუცილებელია!

ბევრი ცნობილი ადამიანი იწებს დღეს ვარჯიშით. მაგალითად, ბარაკ ობამა ყოველ დილით, კარდიო, „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი კი, 7 წუთიან სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებენ.

წერეთ დღიური!

ძალიან კარგია დღიურის წერა. გაღვიძებისთანავე გეუბნებათ ქვეცნობიერი, რომ თქვენი ფიქრები და განცდები უბრალოდ, უნდა მიუშვათ ნიაღვარივით და წეროთ. როგორც ჯეკ დორსიმ აღნიშნა, თუნდაც, 5 წუთიანი წერა, მისთვის თერაპიაა და არა მარტო დილას იწყებს კარგად, არამედ ეს განწყობა მთელი დღის განმავობაში მიჰყვება.

დანიშნეთ შეხვედრები დილით!

ძალიან კარგი იქნება, თუ შეხვედრებს, თუნდაც, სამუშაო დღის დაწყებამდე დანიშნავთ. თუმცა, აქაც სიფრთხილეა საჭირო. დილით ისეთი შეხვედრა არ უნდა გქონდეთ, რომელიც უმნიშვნელოა და მარტივად შეიძლება მოგვიანებითაც ჩატარდეს. ასე თქვენი პროდუქტიულობა დაეცემა, თანამშრომლები კი მოტივაციას დაკარგავენ. ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ გადაანაწილოთ დღის განრიგი ეფექტურად და კოლეგებსაც მისცეთ მაგალითი, რაც შეიძლება ოპტიმალურად გამოიყენონ საკუთარი რესურსი.

წყარო: Inc.



ხელნაკეთი და ფერადი საწვიმრები ქართველი დედა-შვილისგან – Rainbow Design

დღის გამონათქვამები Ad Black Sea 2018-დან! – (დღე II)