in

5 ნაბიჯი საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

უკვე 5 წელია, საქართველოს ბანკი და MASE კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ. 

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო და ის 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.

სანამ განაცხადის შევსებას დაიწყებდე, გაეცანი ხუთ რჩევას, რომლებიც სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობაში დაგეხმარება:

  1. პირველ რიგში, გაეცანი Art Direction-ისა და Copywriting-ის მიმართულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას Miami Ad School Europe-ის ვებგვერდზე, რაც საშუალებას მოგცემს გაიგო, ერთი მხრივ, რა შესაძლებლობებს გთავაზობს პროგრამა; მეორე მხრივ კი, მიიღებ ინფორმაციას სკოლის მოთხოვნების შესახებ, რათა სწორად განსაზღვრო შენი ძლიერი მხარეები. 
  2. მოამზადე დასამახსოვრებელი პორტფოლიო — ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც საკუთარი თავი და შესაძლებლობები კონკურსის ჟიურის უნდა გააცნო. გახსოვდეს, პორტფოლიო სტიპენდიატების შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამიტომ ეცადე, ისეთი ნამუშევრები გაგზავნო, რომლებიც შენს იდეებსა და კრეატიულობას მაქსიმალურად ასახავს. 
  3. შექმენი მოკლე, მაგრამ სრულყოფილი СV, რომელშიც შენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მთავარ ასპექტებზე გაამახვილებ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, რომ შენი ცოდნა და გამოცდილება ასახავდეს, როგორ ერგები შენ მიერ Miami Ad School Europe-ში შერჩეულ მიმართულებას. 
  4. პორტფოლიო და СV ბმულის სახით უნდა გაგზავნო შემდეგ მეილის მისამართზე: [email protected], Subject-ში მიუთითე nika2024. გაითვალისწინე, რომ პორტფოლიო და СV ბმულის სახით უნდა გაიგზავნოს და არა მიმაგრებული ფაილების სახით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ დადებით ან უარყოფით პასუხს 2024 წლის ივნისის დასაწყისში მიიღებ.
  5. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, Miami Ad School Europe-ის მმართველ დირექტორ საბინ გეორგთან და ჟიურის სხვა წევრებთან გასაუბრებისთვის უნდა მოემზადო. ინტერვიუს შედეგად, 3 კანდიდატიდან ერთს შეარჩევენ. ამიტომ, საკუთარი თავის წარდგენა კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 4 სტუდენტი Miami Ad School Europe-ში უკვე სრული დაფინანსებით სწავლობს. შემდეგი სტიპენდიატი კი, რომელიც Miami Ad School Europe-ში 2024 წლის ოქტომბრიდან სრული დაფინანსებით ისწავლის, შეიძლება შენ გახდე.

გახსოვდეს, რომ მსოფლიოს წამყვან კრეატიულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობასთან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოპოვება პირველი ნაბიჯია, რათა მსოფლიოს წამყვან კომპანიებშიც დასაქმდე.

საქართველოს ბანკის მიერ განათლების და, ზოგადად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლია გაიგო პლატფორმაზე —  CSR.BOG.GE

[პარტნიორის კონტენტი]

Amazon-მა ქალი ფეხბურთელების წამახალისებელი კამპანია შექმნა

ბნელი ენერგიის კამერამ მკვდარი ვარსკვლავის დეტალური ფოტო გადაიღო