in

5 პერსონალური უნარი, რომლებიც ყველა სამსახურში გვჭირდება

სამსახურიდან გათავისუფლება ყველასთვის უსიამოვნო მომენტია — მაშინაც კი, თუ სამსახურში შემცირებები იწყება და ეს პირადად თქვენ არ გეხებათ. შესაძლოა, სამსახურიდან წამოსვლის სურვილი თავადაც გქონდეთ, მაგრამ ამის მიღმა ბევრი ფინანსური ვალდებულება ასრულებს, რომელთაც მარტივად ვერ უგულებელყოფთ. თუმცა თუ განსხვავებულ ინდუსტრიაში ცდით ბედს, შეიძლება, კარიერულად ახალ ეტაპზე გადახვიდეთ.

პროფესიული უნარების გამოყენება

თუ შესაძლებელია, გამონახეთ გზები, რათა საკუთარ პროფესიაში საჭირო უნარები ახალ სფეროშიც გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ტექნიკურ კომპანიაში ფინანსების მიმართულებით მუშაობდით, ახლა კი სერვერს ან ლოკალურ რესტორანს ხელმძღვანელობთ, წინა სამსახურის მიდგომების გამოყენება აქაც შეგიძლიათ: თუნდაც, შეკვეთების დაორგანიზების, მარაგების ჭკვიანურად გადანწილების და ნარჩენების შემცირების კუთხით.

ხოლო თუ ძველი პროფესიული უნარების გამოყენების საშუალება არ გეძლევათ, პიროვნულზე ფოკუსირდით. ეს უკანასკნელი ყველა ინდუსტრიის ნებისმიერ სამსახურშია საჭირო. სტატიაში კი იმ პიროვნული უნარების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ნებისმიერ ინდუსტრიაში მუშაობისას გამოგადგებათ.

1. ეფექტური კომუნიკაცია

არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობთ, კომუნიკაციასთან დაკავშირებული უნარების განვითარება ყოველთვის აუცილებელია. თავის მხრივ, ამაში იგულისხმება როგორც კომპლექსური პრობლემების ეფექტურად გადაჭრის, ისე ნებისმიერი ტიპის ადამიანთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობა. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ახალი სამსახური იმისთვის გამოიყენოთ, რომ სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან კომუნიკაცია დახვეწოთ — დააკვირდით, რა მუშაობს კარგად, რა შემთხვევაში აღწევთ საბოლოო მიზანს და ა. შ.

გახსოვდეთ, თითოეული ადამიანისთვის ისეთი კომუნიკაციის ფორმის მიწოდება, რომელიც მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს, წარმატების საწინდარია.

2. გუნდური მუშაობა

ცხადია, გუნდურ მუშაობს ყველა სამსახურში არ მოითხოვენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, არის მომენტები, როცა კოლეგებთან ერთად მუშაობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, ესეც შესაბამის მზაობას მოითხოვთ. დაფიქრდით: კონფლიქტის გადასაჭრელად ახალი მეთოდების გაზიარება შეგიძლიათ? მოახერხებთ, თქვენი ძალისხმევა იქითკენ მიმართოთ, რომ საერთო შედეგზე კონცენტრირდეთ და არა — მხოლოდ პირად წარმატებაზე?

ახალ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც პერსონალურად და პერსპექტივებით განსხვავდებიან, ინტერპერსონალური უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ.

3. პროფესიული უნარების გავლენა

თუ ახალ სამსახურს განსხვავებულ ინდუსტრიაში იწყებთ, შესაძლოა, წინა გამოცდილებებს კვლავ დიდი გავლენა ჰქონდეს თქვენზე. ამის მაგალითია გაყიდვების ერთ-ერთი პროფესიონალის გამოცდილება: მას შემდეგ, რაც მან სამსახური დაკარგა, მარკეტინგულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. პროფესიიდან გამომდინარე, აქაც იმ პრინციპებით უდგებოდა საქმეს, რომლებიც გაყიდვაში ამართლებდა —კერძოდ, რიცხობრივად ცდილობდა იმის დემონსტრაციას, რომელი მარკეტინგული მიდგომა ამართლებდა და რომელი სრულდებოდა კრახით. ხოლო უფროსი ამტკიცებდა, რომ „ისედაც იცოდა, რა იქნებოდა ეფექტური…

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გოგონამ სცადა, ყველაფერი უფროსის პერსპექტივით დაენახა და ამგვარად აეხსნა მისთვის მეთოდის ეფექტურობა. საბოლოოდ, თანხმობაც მიიღო და მალევე შემოსავალი 20%-ით გაიზარდა. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული უნარების სხვა სფეროში გამოყენება, ახალი მიდგომების შესამუშავებლად და „ჩარჩოებს გარეთ ფიქრისთვის“.

4. პრობლემის გადაჭრის უნარი

ყველა სამსახურს თავისი პრობლემები ახლავს თან. მათი მარტივად, სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი კი ძალიან სასარგებლოა — ეს მოიცავს საკითხის საფუძვლიან შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების გააზრებას და შემდგომ ალტერნატიული გადაჭრის გზების მოფიქრებას. ამ დროს ყველაზე კარგად ვლინდება ლოგიკური აზროვნების ძალა…

ასე რომ, დააკვირდით, რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს სამსახურში და ეცადეთ, მათ გადასაჭრელად კრეატიული, კონსტრუქციული გზები მოიფიქროთ. ეს დაგეხმარებათ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.

5. ლიდერობა

ლიდერობის იდეა ყველას ხიბლავს, მაგრამ რამდენადაც სასიამოვნოდ ჟღერს, იმდენად რთულია ამ უნარის სრულფასოვნად ფლობა. ეს უკანასკნელი მოიცავს სხვების ხელმძღვანელობას და მათზე გავლენის ქონას — ყველაფერი კი იმისათვის, რომ თანამშრომლებმა მიაღწიონ პირად თუ საერთო მიზნებს. შესაბამისად, თუ გსურთ, არჩეულ საქმიანობაში მენეჯერის პოზიცია დაიკავოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ სხვების მოსმენა, „ქოუჩინგი“, მათთვის სახელმძღვანელო მითითებების მიცემა… ამავდროულად, ლიდერობის უნარის გამოყენება შეგიძლიათ „ახალი თაობის აღსაზრდელად“, რათა მათაც შეძლონ ანალოგიური უნარის განვითარება და კარიერული მიზნების მიღწევა.

როგორ ვახსენოთ ეს პერსონალური უნარები რეზიუმეში?

მოსალოდნელია ისეთი მომენტიც, რომ ინდუსტრიის შეცვლის შემდეგ კვლავ ძველ სფეროში გინდათ დაბრუნება… ამ შემთხვევაში რეზიუმეში აუცილებლად უნდა ჩანდეს, რომ უწინდელ პროფესიულ უნარებს კვლავ სათანადოდ ფლობთ.

მაგალითად, თუ მთელი კარიერის განმავლობაში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდით, დროებით კი გაყიდვებზე გადაერთეთ, რეზიუმეს შედგენა ამგვარად შეგიძლიათ:

  • ვფლობ მომხმარებელთა მარტივად გაგების უნარს, რათა მარკეტინგული კამპანიებისთვის სათანადო გზავნილები შევიმუშაო;
  • ეფექტურად ვთანამშრომლობ სხვა დეპარტამენტების კოლეგებთან, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზები და წარმატებას მივაღწიოთ;
  • ადვილად შემიძლია პრიორიტეტების შეცვლა, რათა გუნდის მუშაობას ხელი არ შევუშალო.

მსგავსი მიდგომა აშკარად გამოკვეთს იმ უნარებს, რომლებიც მარკეტინგის სფეროშია საჭირო.

 

წყარო: HBR



რას ნიშნავს თანამედროვე ფერმერობა და რა არის მისი უპირატესობები?

„თბილისი მარიოტში” სალონური საუბრებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის „მაჯესტიკ ლაუნჯი“ დაგხვდებათ