in

მარტის ბოლოს ცაზე 5 პლანეტა გამოჩნდება

მარტის ბოლოს ცაზე ე. წ. „პლანეტების აღლუმი“ გამოჩნდება — იუპიტერი, მერკური, ვენერა, ურანი და მარსი მთვარის გვერდით რკალის ფორმით განლაგდებიან. უბრალოდ, აქ ისიც გასათვალისწინებელი, რომ 28 მარტის შემდეგ იუპიტერის ხედი, სავარაუდოდ, მზის სინათლეში ჩაიკარგება და ვეღარ დავინახავთ… ამიტომაც, თუ გსურთ, ხუთივე პლანეტა ერთ ღამეში დაინახოთ, გადამწყვეტს ფაქტორს დრო, სიბნელე და ჰორიზონტის მკაფიო ხაზი წარმოადგენს. 

M2
M2

როგორც ასტრონომები ირწმუნებიან, ზოგიერთი პლანეტის დანახვა დიდი ქალაქებიდანაც იქნება შესაძლებელი — მაგალითად, შეუიარაღებელი თვალით ყველაზე მარტივად აღსაქმელი იქნება ვენერა, როგორც ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ობიექტი, მზისა და მთვარის შემდეგ. რაც შეეხება ურანსა და მერკურს, მათი შემჩნევა გაცილებით რთულია, რაც განსაკუთრებულ სიბნელეს საჭიროებს.

მთლიანობაში, შეგიძლიათ, ისეთი ადგილიდან დააკვირდეთ ცას, საიდანაც დასავლეთის ჰორიზონტის ხაზს არც მთები ეფარება და არც შენობები. ხოლო იუპიტერისა და მერკურის დასანახად დაბალ ჰორიზონტს უნდა დააკვირდეთ. უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ ბინოკლს ან მინიმუმ, სამოყვარულო ტელესკოპს გამოიყენებთ.

როგორც NASA გვაფრთხილებს, პლანეტების უმეტესობა 25 მარტს იქნება ხილული, თუმცა სანახაობა 28-მდეც გაგრძელდება.

თუ თქვენი გუნდით იმედგაცრუებული ხართ, საკუთარ თავს ეს 6 კითხვა უნდა დაუსვათ

როგორ მოქმედებს შინაური ცხოველების ყოლა ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე