24
Dec
2018

5 კითხვა, რომელსაც თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა პასუხობდეს

24 Dec 2018

დღესდღეობით საზოგადოება ძალიან ბევრ პროდუქტზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს ტექნოლოგიებია, მავნე საკვები, მანქანები, თამაშები თუ სხვა. მათი მოხმარებისას ხშირად გვეუფლება მომენტალური სიამოვნების შეგრძნება, ხშირად ჩვენში ბედნიერების ჰორმონი – დოფამინიც კი გამოიყოფა. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, დავინახავთ, რომ ისინი ბედნიერს სულაც არ გვხდიან და რაც მთავარია, არ მოქმედებენ ჩვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. პირიქით, ისინი ხშირად ფიზიკურ და მენტალურ დაავადებებს იწვევენ. სწორედ ამიტომ, სანამ რაიმეს შექმნაზე იზრუნებთ, მანამდე დაფიქრდით, რამდენად სასარგებლო და ჯანსაღი იქნება თქვენი პროდუქტი, რადგან დღესდღეობით არაჯანსაღი პროდუქტით ისედაც სავსეა სამყარო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გთავაზობთ 5 კითხვას, რომელსაც თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა პასუხობდეს:

ამცირებს იგი ადამიანის მიერ მარტოდ გატარებულ დროს?

დღევანდელი რეალობის კრიტიკა ხომ მუდმივად ნაკლებ რეალურ ურთიერთობებს უკავშირდება. საზოგადოება ვირტუალურ სივრცეზე ძლიერად დამოკიდებული გახდა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია იზრუნოთ და შექმნათ ისეთი რამ, რაც ადამიანის მიერ მარტოდ გატარებულ დროს შეამცირებს.

ეხმარება იგი ადამიანებს, იმოძრაონ მეტი?

დღესდღეობით სამუშაოების დიდი ნაწილი ისეთ რუტინასთანაა დაკავშირებული, რომელიც მუდმივ ჯდომას და უძრაობას მოითხოვს. შესაბამისად, საზოგადოებას მოძრაობა, ასე თუ ისე, აკლია, განსაკუთრებით მათ, ვინც ყოველდღიური ვარჯიშისთვისაც ვერ იცლის.

კარგია იგი, როგორც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისთვის?

შეიძლება თვლით, რომ თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სასარგებლოა, თუმცა, როგორ ფიქრობთ, ეს დანარჩენ საზოგადოებაზეც ვრცელდება?

მისი გამოყენების შემთხვევაში ხალხი თავს უკეთ იგრძნობს?

აქ არ იგულისხმება ისეთი პროდუქტი, რომელიც წამიერ და არც თუ ისე ნამდვილ სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. აქ ნამდვილ სარგებელზეა საუბარი, როდესაც ადამიანები მას გამოიყენებენ, მორალურადაც უკეთ იქნებიან.

უფრო და უფრო მეტჯერ გამოყენებისას, უფრო მეტ სარგებელს მისცემს იგი მომხმარებელს?

ერთჯერად სარგებელზე ორიენტირებულ პროდუქციას არც თუ ისე დიდი ფასი აქვს. თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ ყოველ ჯერზე თქვენ მიერ შექმნილმა პროდუქტმა უფრო მეტად დაანახოს მომხმარებელს, თუ რაოდენ სასარგებლოა იგი.

ელოდო საკუთარი კომპანიისგან, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის, გარკვეულწილად, ძალიან ამბიციურია. თუმცა, მცირე ცვლილებებიდან იწყება ყველაფერი და სწორედ ამიტომ, უნდა ეცადოთ ეს მცირე ცვლილებები დაეხმაროს სამყაროს, გახდეს მეტად ჯანსაღი.

წყარო: www.inc.com

 



განხილვა