აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ოჯახებისთვის განსაკუთრებულ ტრადიციებს უკავშირდება. ტრადიციებს შორის უმთავრესი, რა თქმა უნდა, კვერცხის შეღებვაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სააღდგომო ტკბილი პურიც, რომელიც საქართველოში პასკის სახითაა წარმოდგენილი. ტკბილი დესერტი ოჯახურ შეკრებებს, რელიგიურ რიტუალებსა და სადღესასწაულო განწყობას უკავშირდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციას და მოგიყვებით, რა სხვაობაა ინგრედიენტებსა და გემოებს შორის.
უკრაინული სააღდგომო ტრადიციები, რაღაც მხრივ, ქართულსაც მოგვაგონებს. იქაც, ყველა სახლისა თუ საცხობის ფანჯრებიდან პასკის არომატი იგრძნობა. უკრაინულ პასკას, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ცომი აქვს, ფქვილის, კვერცხის, შაქრის, კარაქისა და რძის შემადგენლობით. თუმცაა ამ ცომს, ტრადიციულად, აზავებენ ვანილით, შემდეგ კი რთავენ ციტრუსის ცედრითა და თხილეულით.
პორტუგალიური ფოლარიც ტრადიციული სააღდგომო ტკბილი პურია, რომლის მთავარი ინგრედიენტები დარიჩინი და ანისის ვარსკვლავია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ პორტუგალიის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები ფორალის რეცეპტს თავიანთ განსაკუთრებულ დეტალს უმატებენ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს ჩირი, ნუში, თხილი და, ზოგ შემთხვევაში, ხორცეულიც კი.
ლიეტუვაში აღდგომის დილის მთავარი კერძი Velykos Pyragas, ანუ სააღდგომო ღვეზელია. როგორც ქართული პასკა, ლიეტუვური ღვეზელით სანელებლებითაა დატვირთული, რაც, ლიეტუველების აზრით, გაზაფხულის არომატს სძენს. ღვეზელი, უმეტესად, ქიშმიშითა და ციტრუსის დაშაქრული ქერქითაა მორთული და ლიეტუველები მას ფინჯან ჩაისთან, ან ცივ რძესთან ერთად მიირთმევენ.
რუმინული კოზონაკი რუმინელებისათვის სააღდგომო სიხარულისა და სიყვარულის სიმბოლოა. სხვა ქვეყნების მსგავსად, სააღდგომო ღვეზელი აქაც, რეალურად, ტკბილი პურია, თუმცა გემო გამდიდრებულია კაკაოს ფხვნილით, რომით დანამული ქიშმიშით, ციტრუსის ცედრით, ვანილითა და სხვა სანელებლებით.
საქართველოში უკვე წლებია, პასკა ვერაფერმა ჩაანაცვლა. კლასიკური პასკის ცომი შეზავებულია ყვითელი ყვავილით, მუსკატის კაკალით, ილით, მიხაკითა და დარიჩინით. მნიშვნელოვანია, რომ ეს სანელებლები იყოს დაბალანსებული, რათა არ ჭარბობდეს რომელიმე მათგანის გემო. კლასიკური პასკის ცომის ნაწილი, უმეტესად, ქიშმიშიც არის ხოლმე, თუმცა, დროთა განმავლობაში, დაემატა ცუკატები, შოკოლადი, კრემი და ა.შ.
პასკას ხშირად სახლშიც აცხობენ, თუმცა, მათ, ვისაც დრო არ აქვს, ან უბრალოდ ურჩევნია, მზა პასკა შეიძინოს, „გურმე“ ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ქიშმიშით, შოკოლადით, ნუთელით, ნუშის ფანტელით, ცუკატებით, განსაკუთრებული გაფორმებით – „გურმემ“ ყველანაირი გემოვნების მომხმარებელზე იზრუნა და სასაჩუქრე შეფუთვებიც გაამზადა.
„გურმეში“ ამბობენ, რომ სააღდგომო სამზადისი მათთან ყოველ წელს განსაკუთრებულად ადრე იწყება, რადგან წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა როგორც კორპორაციულ, ისე – საცალო შეკვეთებზე. ფიქრობენ, რომ მათი მთავარი საიდუმლო სწორედ სანელებლების დაბალანსებაა, რის შედეგადაც პასკის ნამდვილ გემოსა და, ასევე, მძიმე და ნოტიო სტრუქტურას იღებენ.
[პარტნიორის კონტენტი]