in

5 რამ, რაც უნდა გააკეთოთ და არ უნდა გააკეთოთ ბაზრის კვლევისას

ბაზრის კვლევის ჩატარების სარგებელი მრავალრიცხოვანია. კომპანიებს, რომლებიც კარგ კვლევის გეგმას იყენებენ, შეუძლიათ, მოსალოდნელი შედეგების მომტანი სტრატეგიები უზრუნველყონ. ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანონ არასასურველი პრეცედენტების რაოდენობა.

ამასთან, შესაძლოა, ბევრისთვის ბაზრის კვლევის პროექტის დაწყება რთულ ამოცანად ჩანდეს. სტატიაში კი 5 რჩევა და 5 თავიდან ასარიდებელი ფაქტორია მოცემული, რომელიც ბაზრის კვლევის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

1. არ გამოიკვლიოთ მონაცემები, რომლებიც უკვე გაქვთ

ზოგჯერ კომპანიებში კომუნიკაციის ნაკლებობამ, შეიძლება, ცოდნის ხარვეზები შექმნას — მაგალითად, ერთ ჯგუფს ჰქონდეს მონაცემები, რომლებიც ღირებულ ინფორმაციას შეიცავს კლიენტების რწმენისა და ქცევის შესახებ. თუმცა ეს არ არის ინტერპრეტირებული ან გადაცემული. ამ მიზეზით, ერთი და იმავე ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილება თითქმის იდენტურ კვლევებს ატარებს.

რა უნდა გააკეთოთ: მიაღწიეთ ინვენტარიზაციას და ეფექტურად გამოიყენოთ მონაცემები, რომლებიც უკვე არის კომპანიაში.

რჩევა: ბევრი კომპანია ამოწმებს ყველა წინა კვლევის შედეგებს, ჯერ გამოუყენებელი ინფორმაციის დასადგენად. რამდენიმე წლის წინანდელი კვლევაც კი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც მიმდინარე სტრატეგიისთვის გამოსადეგი იქნება.

2. არ ჩაატაროთ კვლევა, თუ არ არის შეთანხმება ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის

თუ ორგანიზაციის ძირითად მოთამაშეებს შორის არ არის შეთანხმება კვლევის მიზნებთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი რაიმე მხარდაჭერას მიიღებს პროექტის დაწყების შემდეგ. კვლევა ზოგჯერ ტარდება ჯგუფური შეხედულების, გავლენიანი მოთამაშის მოსაზრების საფუძველზე ან იმიტომ, რომ ეს კარგი იდეა ჩანდა. სხვა შემთხვევაში კვლევის საფუძველი ბიუჯეტის არსებობა ხდება. ხოლო თუ ეს თანხა მოცემულ მომენტში არ გაიხარჯა, მომავალი წლის ბიუჯეტს არ შეემატება…

რა უნდა გააკეთოთ: სრულად გაეცანით კვლევითი პროექტის მიზნებს, სანამ დაიწყებთ მას.

რჩევა: პროექტის მონაწილეებთან ახლო კომუნიკაცია დაამყარეთ. როგორც მხარდაჭერის, ამან შეიძლება გაზარდოს კვლევითი სამუშაოს გავლენა და ასევე, უფრო ინკლუზიური სტრატეგია შექმნას. კვლევის ჯვარედინი ფუნქციური ინფორმირებულობა დამატებითი დაფინანსების მოპოვების საშუალებას იძლევა, უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩასატარებლად.

3. არ დასვათ შეკითხვა, თუ პასუხის გაგება არ გსურთ

მოერიდეთ „საფრთხის შემოწმების“ კვლევებს: როდესაც კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მოქმედება, მიუხედავად ნებისმიერი ურთიერთგამომრიცხავი მონაცემისა, კვლევის ჩატარება უადგილოა. ბედის ირონიით, „ეს კატასტროფის შემოწმება ხშირად მთავრდება კატასტროფის წინასწარმეტყველებით“, მაგრამ ვერ ახერხებს მის თავიდან აცილებას, რადგან შესაბამის ქმედებებს არ ახორციელებენ.

რა უნდა გააკეთოთ: ჩადეთ რესურსები კვლევაში, რომელიც ქმედითი იქნება.

რჩევა: ისწავლეთ მოტივატორები, რომლებიც სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. ინფორმაციაზე ფოკუსირებით, რომელიც სასურველ ქცევას განაპირობებს, კვლევა გამოავლენს დრაივერებს, რომელთა გამოყენება ან გამეორებაც დადებითად აისახება შედეგებზე.

4. ნუ გააბრაზებთ რესპონდენტებს კითხვებით, რომლებზე პასუხის გაცემაც არ შეუძლიათ

თუ რესპონდენტი ღიზიანდება, ესე იგი, არასწორი შეკითხვა დაუსვით. ხშირად ეს ზედმეტად რთული ან ტექნიკური ხედვისგან მომდინარეობს, რაც რესპონდენტის ცოდნას ან გამოცდილებას სცილდება. ეს ასევე ხშირია ფოკუს ჯგუფებში, სადაც მონაწილეებს სთხოვენ კომენტარი გააკეთონ ისეთ თემებზე, როგორიცაა შეფუთვა — გრაფიკული დიზაინი, ფერის არჩევანი და ა. შ.

რა უნდა გააკეთოთ: რესპონდენტების მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინეთ და გამოიყენეთ კარგად ჩამოყალიბებული კითხვები.

რჩევა: კვლევითი პროექტები შეიძლება განმეორდეს. რთული კითხვების შექმნის ნაცვლად, გააკეთეთ ჯერ ერთი პროექტი, იდეების ერთი ნაკრების მისაღებად და შემდეგ გააკეთეთ მეორე, რათა შემდეგი ნაკრები მიიღოთ. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს და ქმედით ელემენტებს.

5. ნუ დაუშვებთ, კვლევის ხარჯებმა პოტენციური სარგებელი გადაწონოს

ზოგჯერ საჭიროა მომხმარებლის ყველა შესაძლო სეგმენტის შესწავლა ვრცელი და ძვირადღირებული კვლევის გზით, რომელიც ისეთი საკითხების გადაჭრას ემსახურება, რომლებზე პასუხის გაცემაც უფრო პირდაპირი მიდგომით შეიძლება. შესაძლო,

რა უნდა გააკეთოთ: შეიმუშავეთ მიზნობრივი კვლევა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების ირგვლივ.

რჩევა: შეადგინეთ კვლევის გეგმა იმ საგნების შესახებ, რისი შესწავლაც გსურთ და პრიორიტეტულად დაისახეთ თითოეული შესაძლებლობა. ეს საჭირო ცოდნის ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ. შესაბამისი გეგმის ქონა კვლევის ოპტიმიზაციის სტრატეგიისა და მიზნების გასწორებას უწყობს ხელს.

ქართული სტარტაპის ხელოვნური ინტელექტი გლობალურ ლიდერად აღიარეს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აინშტაინი არასწორი იყო!