კონკრეტული პროფესიების შესწავლა დღეს თავადაც რომ შეგვიძლია, კარგად ვიცით… თუმცა მაინც ჩნდება კითხვა, როგორ მოიპოვეს დიზაინერებმა საუკეთესოს წოდება? ამ კითხვაზე პასუხს ის ადამიანი გვცემს, რომელსაც ეფლისა და მეტას დიზაინერებთან უმუშავია და აქვე 5-ეტაპიან მიდგომას გვიზიარებს:
1. პროდუქტის ციკლით სწავლება
არსებულ სასწავლო სისტემებში აქცენტი ძირითადად ინსტრუმენტებზე კეთდება და არა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი… სწორედ ამიტომაა საუკეთესო დიზაინერთა უმეტესობა თვითნასწავლი. ისინი წარმოუდგენელი ოდენობის პროდუქტის ციკლს გადიან, რაც დიზაინის ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებას გულისხმობს და მათ თვითსწავლებაში ეხმარება. ამასთან, მეტად კრიტიკულებიც არიან თავიანთი შედეგების მიმართ.
პროდუქტის ციკლი კი პრობლემის გამოკვლევას, გამოსავლის პოვნას, მისი წარმატებისა თუ მარცხის განსაზღვრას გულისხმობს. ხოლო სრული პროცესი იმ ადამიანსაც მოიცავს, რომელიც ამ დიზაინს გამოიყენებს.
2. პრობლემის ვარიაციებით სწავლება
თუ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე საუბარს გავაგრძელებთ, გამოდის, გასაღები რაც შეიძლება მეტი ფუნქციისა და პროდუქტის შექმნაში იმალება. თუმცა აქ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია, მრავალი პროდუქტი მრავალ პრობლემას აგვარებდეს და არა — ერთსა და იმავეს.
ვარიაციის ერთ-ერთ ტიპად იმ პროდუქტების ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც ქმნით — ნულიდან აგებთ ახალ პროდუქტს? თუ იმეორებთ და აუმჯობესებთ არსებულს? რაც უფრო მეტი ციკლი და მრავალფეროვნება გექნებათ, მით უკეთეს დიზაინერად ჩამოყალიბდებით.
3. განივითარეთ ცნობისმოყვარეობა
დიზაინის შექმნისას ძალიან მცირე დეტალებსაც დააკვირდით, შექმენით 5 განსხვავებული ვერსია და იმსჯელეთ უმცირეს ნიუანსებზეც კი. ცნობისმოყვარეობა დასწავლადია, ამიტომ, საკუთარ თავს უბიძგეთ, იმაზე ახლოდან შეისწავლოთ საგნები, ვიდრე ამას სხვები აკეთებენ.
4. იპოვეთ კარგი მენტორი/ქოუჩი
ამის უპირველესი მიზანი პროდუქტის ციკლებზე თვალყურის სწრაფად დევნებაა. საუკეთესო დიზაინერი აჯობებს საშუალო დონის დიზაინერს, რომელსაც ქოუჩი ჰყავს?! — დიახ, მაგრამ იშვიათია…
5. ისწავლეთ ძირითადი ვიზუალური ფსიქოლოგია
მნიშვნელოვანია ფორმების, პოზიციების, ფერებისა და სივრცის გაგება, ამასთან, ის თუ როგორ გვეხმარება ეს მახასიათებლები ვიზუალის აღქმაში. სწორედ ამიტომ, ისწავლეთ, როგორ აჯგუფებს თვალები მსგავს ნივთებს ერთად ან როგორ ვკითხულობთ მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ — ვიზუალური პრინციპების ცოდნა დიზაინერებისთვის აუცილებელია, ნუ უგულებელყოფთ მათ.