in

5 რჩევა, რომლებიც 2024 წელს კარიერულ წარმატებას მოგიტანთ

კარიერული წარმატების მისაღწევად მხოლოდ ენთუზიაზმი კი არა, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებიცაა საჭირო. ეს სწორ მიმართულებას მოგცემთ, თავდაჯერებას, რომ გარისკოთ და მოდით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ იმ 5 რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენი კარიერული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ:

1. ჩამოაყალიბეთ წარმატების თქვენეული ხედვა

განსაზღვრეთ, რისი მიღწევა გსურთ მომდევნო წელს თქვენს კარიერაში, ასე სახელმძღვანელოს მიიღებთ, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, როგორ მიიღოთ შესაძლებლობები და როგორ მოერგოთ ცვლილებებს. საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  • რა შემთხვევაში ჩავთვლი თავს წარმატებულად აქედან 1 წელში? რას გავაკეთებ? როგორ ვიგრძნობ თავს?
  • რატომ არის წარმატების ეს ხედვა ჩემთვის მნიშვნელოვანი? რამდენად დამეხმარება ეს ჩემი გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში?
  • ჩემი თავის სამომავლო ვერსია ჩემს ღირებულებებსა და მიზანს შეესაბამება?

2. ხაზი გაუსვით მთავარ მიზნებს, რომლებიც ამის მისაღწევად გჭირდებათ

კონკრეტულად 3 მიზანზე შეჯერდით, რომლებსაც შემდგომ 12 თვეში უნდა მიაღწიოთ, რათა არსებული რეალობა და თქვენთვის იდეალური მომავალი ერთმანეთს შეუსაბამოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • უკვე რა ნაბიჯები გადავდგი ჩემი ამბიციების დასაკმაყოფილებლად?
  • რისი გაკეთება მჭირდება მომავალში და რა ვისწავლე ისეთი, რაც მომავალშიც გამომადგება?
  • ეს მიზნები ჩემი კონტროლის ქვეშაა? თუ არა, როგორ უნდა მივაღწიო მათ? რა პოტენციურ დაბრკოლებებს შეიძლება გადავაწყდე?

3. განსაზღვრეთ, როგორ გაზომავთ პროგრესს

მაგალითისთვის, თუ დაწინაურება დაისახეთ მიზნად, ორგანიზაციაში რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვება მოგიწევთ. შემდგომი ამოცანა კი დაინტერესებული მხარეების სიის შედგენა იქნება, რათა მათთან საკომუნიკაციო სტრატეგია განავითაროთ… მოკლედ რომ ვთქვათ, ფოკუსირდით ქმედებებზე, რომლებიც თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

4. განსაზღვრეთ, რას და როგორ აკეთებთ

მიზნები პატარა ნაბიჯებად უნდა დაყოთ, რაც მათ სამართავად მეტად მარტივს გახდის, მოტივაციის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ და სასურველი მიმართულებით სვლაშიც შეგიწყობთ ხელს. დაიტოვეთ მენტალური სივრცე და დრო, რათა ფოკუსირდეთ, რა იმოქმედებს რეალურად თქვენს მიზნებზე, ეს კი “არგასაკეთებელი საქმეების” სიის შედგენით შეგიძლიათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: 

  • რას მომიტანს ეს? 
  • ღირს ჩემს დროდ და ძალისხმევად?

5. დრო დაუთმეთ რეგულარულ შემოწმებებს

დღიურში პერიოდულად განიხილეთ თქვენი მიზნები და გულწრფელად უპასუხეთ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა:

  • მივაღწევ იმას, რაც მიზნად დავისახე?
  • მიზნები საკმარისად მკაფიოა?

ნაკლებად ფოკუსირდით იმაზე, თუ რა უნდა გაგეკეთებინათ განსხვავებულად წარსულში, უბრალოდ იფიქრეთ, რას გააკეთებთ სხვანაირად მომავალში. ასე იმაზეც ფოკუსირდებით, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, გაბედულ და სტრატეგიულ ნაბიჯებსაც გადადგამთ, რომლებიც თქვენი კარიერული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

„ერთ მშვენიერ დღეს, ამაზეც გაგვეცინება“

შეცვალე აკუმულატორი და იმგზავრე ჩავარდნების გარეშე – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება