in

5 რჩევა 2023 წელს Instagram-ის მონეტიზაციისთვის

ინფლუენსერები უკვე დიდი ხანია, რაც ბრენდებს სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში ეხმარებიან, აჩვენებენ მათ უახლეს პროდუქტებს, ცდიან სხვადასხვა მარკეტინგულ ჰიპოთეზას, ზრდიან გაყიდვებსა და ლოიალური მომხმარებლების რიცხვს. თუ Forbes-ის მონაცემებს დავეყრდნობით, კრეატორთა ეკონომიკამ 50 მილიონი კონტენტის შემქმნელით 100 მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბა. თუმცა, მათგან 95% მოყვარულია, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ სფეროში მოხვედრა ყველას შეუძლია.

Instagram კი ამისთვის იდეალური ადგილია — იგი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლით მეოთხე ადგილს იკავებს და თუ ამას ციფრებში გამოვსახავთ, ყოველთვიურად 1.5 მილიარდ მომხმარებელს მივიღებთ. მომდევნო წლისთვის კი, ინსტაგრამის მონეტიზაციას თუ გეგმავთ, შემდეგი 5 რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

1. ითანამშრომლეთ ბრენდებთან

Instagram-ზე შემოსავლების მიღების ერთ-ერთი გამოცდილი გზა სწორედ ბრენდებთან თანამშრომლობაა. არ აქვს მნიშვნელობა ბრენდი ახალ პროდუქტს უშვებს თუ ძველს, თქვენ შეგიძლიათ მის მახასიათებლებზე ხაზგასმითა და გულწრფელი შეფასებით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ. ბევრჯერ, რაღაცებს გამოსაცდელად გაჩუქებენ კიდეც…

მეტიც, შეგიძლიათ ბრენდის ცნობადობის, სარეკლამო და საგანმანათლებლო კამპანიებში ჩაერთოთ, რაც მისიის შესახებ საუბარს მოიცავს. კიდევ ერთი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ადამიანების წახალისებაა, რათა ჩაერთონ საქველმოქმედო აქტივობებში და დაესწრონ ღონისძიებებს, რომელთა უმეტესობა კარგი მიზეზით იმართება. 

პროდუქტის განთავსების ადგილების რაოდენობა კი საკმაოდ დიდია — შეგიძლიათ დაწეროთ პოსტი და მონიშნოთ ბრენდი, შექმნათ Story CTA ღილაკით, გადაიღოთ მოკლე Reel ვიდეო ან უბრალოდ მიუთითოთ ლინკი თქვენს პირად მონაცემებში. თუმცა სანამ კრეატორის კარიერას შეუდგებით, ყურადღება Instagram-ის მონეტიზაციის მოთხოვნებზე უნდა გაამახვილოთ, რომელიც ცნობილია, როგორც Instagram Partner Monetization Policies. ამასთან, დარწმუნდით, რომ ყველა მითითებას სწორად მიყვებით.

2. დაარეკლამეთ ის, რაც თქვენც მოგწონთ affiliate marketing-ის დახმარებით

2020 წლის ივლისში, Instagram-მა Shop, ელექტრონული კომერციის სივრცე, გამოუშვა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, ნივთები პლატფორმაშივე შეეძინათ. კრეატორებისთვის კი ეს შემოსავლის ახალ წყაროს ნიშნავს, ახლა მათ სარეკლამო პროდუქტების დამატება Shop-შიც შეუძლიათ. 

ხოლო, როცა კრეატორები ბრენდებს პროდუქტების გაყიდვაში ეხმარებიან, Instagram-ის ეს მარკეტინგული პროგრამა მათ საშუალებას აძლევს, ბრენდის თითოეული გაყიდული პროდუქტიდან საკომისიო მიიღონ. გადახდა კი ჩვეულებრივ გარიგებიდან 1-3 თვის ვადაში ხდება.

3. გამოიყენეთ პირდაპირი ჩართვა მადლიერების გამოხატვის ნიშნად

პირდაპირი ჩართვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გაესაუბრონ საკუთარ აუდიტორიას. ხოლო იმისათვის, რომ Instagram კონკურენტუნარიანი დარჩენილიყო, მას მონეტიზაციისთვის კიდევ უფრო ბევრი ვარიანტის შემუშავება მოუწია. ერთ-ერთი მათგანია Badges — პატარა სურათები მომხმარებლის სახელების გვერდით. შეიქმნა იმისათვის, რომ საუკეთესო გულშემატკივრები დაეფასებინათ, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ საყვარელი ბლოგერის ცხოვრებას და მსგავსად, ისინი სხვებისგანაც გამოეყოთ. ამის შესახებ მეტი ინფორმაცია კი ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.

4. მიიღეთ თქვენი წილი Instagram Reels Ads-ისგან

Reels-მა სწრაფად დაიპყრო უამრავი მომხმარებლის გული… Instagram-ის ვიდეოების მონეტიზაციის ერთადერთი გზა კი სწორედ Reels Play Bonus-ის პროგრამაში დასარეგისტრირებლად მოწვევის გაგზავნაა. ეს თქვენც დაგაჯილდოებთ, თუ, მაგალითად, თქვენი ვიდეო კარგად მუშაობს, კარგი ხარისხი აქვს ან ეძღვნება კონკრეტულ ღონისძიებასა თუ მოვლენას… წლის ბოლოსთვის კი პლატფორმა კრეატორთა მიერ Reels-ზე ნაჩვენები რეკლამებიდან მიღებული შემოსავლების გაზიარებას დაიწყებს.

5. გამოიყენეთ Instagram Subscriptions მოგების გასაზრდელად

Instagram Subscriptions წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადით გამომწერებს ახალ თუ ექსკლუზიურ კონტენტზე სწრაფ ხელმისაწვდომობას აძლევს. ამასთან, სთავაზობს მათ სხვადასხვა შეღავათსა და სარგებელს. მსგავსად, წვლილი შეაქვთ საყვარელი ბლოგერის კეთილდღეობაში და ეძლევათ შანსი, ამის გამო დაფასებაც მიიღონ. სანაცვლოდ კი, კრეატორები არა მხოლოდ Instagram პოსტების მონეტიზაციას ახდენენ, არამედ სტაბილურ პერიოდულ შემოსავალსაც იღებენ.

ინსტაგრამის გვერდის მონეტიზაცია დამწყებთათვის

ზემოთ მოცემული ყველა მეთოდი კარგად იმუშავებს, თუ თქვენ გყავთ აუდიტორია. მაგრამ რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში ახლები არიან? საიდუმლო არ არის, რომ აუდიტორიის მოზიდვა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს… Instagram ანგარიშის მონეტიზაციის დასაწყებად კი კარგი იქნება თუ YoFan-ის პლატფორმას გამოიყენებთ. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დასაწყებად ძალიან დიდი აუდიტორიის ყოლა არ გჭირდებათ. თავდაპირველად, გადახდების რაოდენობა თქვენი მიმდევრებისა თუ მიღებული შთაბეჭდილებების რიცხვზე არ იქნება დამოკიდებული. თქვენ მხოლოდ 4 ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ: 1. უნდა დარეგისტრირდეთ 2. უნდა დააყენოთ payment profile 3. დაიწყოთ პოსტების გამოქვეყნება და 4. მიიზიდოთ მომხმარებლები თქვენს YoFan პროფილზე — დიახ, ყველაფერი ასე მარტივია. 

პარალიზებულ ადამიანებს ეტლის გონებით მართვა შეუძლიათ — ახალი ტექნოლოგია

VELI.store-ზე 70%-მდე ფასდაკლების კვირეული დაიწყო!