24
Aug
2015

5 რჩევა Facebook -ის მარკეტინგის ექსპერტისგან !

24 Aug 2015

Scott HicksScott Hicks – ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი Facebook- ის მარკეტინგში და Facebook ის ყოფილი გაყიდვების მენეჯერი (Client Partner) ნახევარ დღიან ვორქშოპს ჩაატარებს Marketing Kingdom 3 -ზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

Scott Hicks- ი გთავაზობთ 5 რჩევას:

  1. მობილური, როგორც პრიორიტეტი. იმის გამო, რომ მობილურით ფეისბუქის მომხმარებელთა რიცხვი 34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ფართო ეკრანიანი მობილურის გაყიდვები შეადგენს გაყიდვების მესამედს, ბრენდები უნდა დაფიქრდნენ თუ რა სარგებელს მიიღებენ მობილურის მომხმარებლები, ბრენდების სოციალურ ქსელში ყოფნით. აღსანიშნავია, რომ  აქცენტი უნდა გაკეთდეს მობილურ მომხმარებელზე და შემდეგ უკვე კომპიუტერის მომხმარებელზე. შეადგინეთ გეგმა უშუალოდ მობილური მომხმარებლებისთვის, რომელიც მოიცავს როგორც მარკეტინგულ მეილებს, ასევე საიტსა და სოციალური პოსტებსაც კი.
  2. სოციალური მედია არ არის უფასო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სოციალურ სამყაროში, რომლის დევიზია “ გადაიხადე თამაშისთვის” . ბრენდებმა ინვესტიცია უნდა ჩადონ ჭკვიანურ სოციალურ რეკლამებში. დახარჯეთ დრო სეგმენტის დახარისხებაში და აირჩიეთი ისეთი სოციალური პლატფორმა, რომელიც მიესადაგება თქვენს ბრენდს. ყურადღება გაამახვილეთ ამბის თხრობაზე და ისარგებლეთ ტექნოლოგიების ძალით, რათა შემატოთ ღირებულება თქვენს კომუნიკაციებს.
  3. კონტენტ მარკეტინგი რთულია, მაგრამ ღირებული.  მარკეტერები ისევ და ისევ ცდილობენ აწარმოონ მნიშვნელოვანი, ინფორმაციული, გასართობი კონტენტი სხვადასხვა არხებისთვის ( სოციალური, საიტები, ნიუსლეთერები, პრესა, დაფინანსებული კვლევა და ა.შ). ბრენდებმა უნდა განსაზღვრონ თუ როგორ გააძლიერებენ და გამოიყენებენ კონტენტს და შეხედონ თავიანთი სოციალური მედიის აუდიტორიას (ფანებს), როგორც კონტენტის ინსპირაციის წყაროს, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ნამდვილ და პოპულარულ, ბრენდთან შესაბამის კონტენტად.
  4. ვიდეოს გამოყენების საზღვრები youtube-ს გასცდა. სურვილის შემთხვევაში, მოკლე ვიდეო შეგიძლიათ ატვირთოთ twitter-ზე, Instagram-ზე, ასევე კიდევ უფრო მოკლე Gif- ები tubmlr -ზე და სრული ზომის ვიდეობი Facebook-ზე, შესაბამისად ვიდეო დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური. ბრენდებმა უნდა დაგეგმონ, თუ როგორ გამოიყენებენ ვიდეოს  და ეძებონ უფრო კრეატიული და შედარებით იაფი გზები ვიდეო კონტენტის წარმოებისთვის.
  5. შოფინგი.  ტვიტერის product Card იდან დაწყებული , ფეისბუქის buy ღილაკით დამთავრებული, სოციალური ვაჭრობა სწრაფად ხდება პოპულარული და შესაბამისად, ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას. ბრენდებმა უნდა მოარგონ ამბის თხრობა ვაჭრობას და მნიშვნელოვანი გახადონ მეგობრის რეკომენდაცია, თუმცა ეს უნდა იყოს ღირებული და არა მომაბეზრებელი.

თუ გსურთ პირადად მოუსმინოთ Scott Hicks და ასევე, შეხვდეთ მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდების წარმომადგენლებს, როგორებიცაა : Coca Cola, Henkel, Facebook, Unilever და P&G, ეწვიეთ ბმულს : http://www.thepworld.com/pevents/event/99/marketing-kingdom-georgia-3

განხილვა