in

5 რჩევა შეფუთვის დიზაინისთვის

აქ ერთი მთავარი ამოცანა გაქვთ: შემოქმედებითობა და პრობლემის გადაჭრის გზა შეფუთვის დიზაინში უნდა გააერთიანოთ. მომხიბვლელი ვიზუალისთვის თქვენი მხატვრული უნარები უნდა გამოიყენოთ და იგი მკაცრად გაწერილ ზომებსა თუ მოთხოვნებს შეუსაბამოთ. ბალანსის პოვნა რთული შეიძლება იყოს, მაგრამ თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, არც არაფერია შეუძლებელი. 

BOG
BOG

Full Sail University-ის შეფუთვისა და პროტოტიპების კურსის ლექტორი სუზი ჯონსონი 5 რჩევას გვიზიარებს, რომლითაც კარგი შეფუთვის დიზაინის შექმნას შეძლებთ:

1. ჩაატარეთ კვლევა

სიმართლე რომ ვთქვათ, წარმატებული შეფუთვის დიზაინის შესამუშავებლად უკვე გაქვთ გარკვეული გამოცდილება დაგროვილი — საყიდლებზე დადიხართ, აკვირდებით ადგილობრივი სურსათის მაღაზიების თაროებს და ხედავთ შეფუთვის დიზაინის ფიზიკურ ერთეულებს, რითაც, შესაძლოა, რაღაც კონცეფციის იდეაც დაგებადოთ. თუმცა მხოლოდ ონლაინ კვლევას ან ფოტოების თვალიერებას ნუ მიენდობით. 

სუზის მიდგომაც ასეთია, სტუდენტებს ყოველთვის მოუწოდებს, გავიდნენ საკლასო ოთახიდან და ეძიონ მაგალითები: ყველა ჩვენგანს აქვს რეალური, პრაქტიკული, ყოველდღიური გამოცდილება, რაც თაროებს შორის სიარულს და სასურველი პროდუქტის აღებას მოიაზრებს, იმის გადაწყვეტას, თუ რას იყიდით და რომელი პროდუქტის შეფუთვას გადაატრიალებთ. ამიტომ ვურჩევ სტუდენტებს, ფიზიკურად დააკვირდნენ შეფუთვებს.

ასე იმასაც ნახავთ, თუ დიზაინის რომელი ელემენტები ახერხებს რეალურ სამყაროში გამორჩეული ადგილის დამკვიდრებას და იმასაც შეისწავლით, თუ როგორ ქმნიან კონკურენტები შეფუთვებს. 

2. შეისწავლეთ თქვენი ფორმატი

ხოლო, როცა მომხმარებლის ყურადღების მიპყრობაზე მუშაობთ, ჩარჩოს, ფერებსა და ტიპოგრაფიას საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა, თუ დიზაინი შეფუთვის ფორმატს არ მოერგება… მაშინ კი, როცა დიზაინის ზომები და ფორმები არსებულ ფორმატს ერგება, მომხმარებლები ერთი შეხედვით იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციებს. ამგვარად, თქვენ კარგად უნდა განსაზღვროთ, რისი ჩვენება გსურთ შეფუთვის წინა ხედით.

3. გაიაზრეთ წარმოების პროცესი

შეფუთვის დიზაინის პროცესი მრავალ ფაზასა და ადამიანს მოიცავს, თავიდან ბოლომდე მის გააზრებას კი ეფექტურ დიზაინამდე მივყავართ. 

პროცესის ცოდნა, თუ როგორ იქცევა ქაღალდის ნაჭერი შეფუთვად ან როგორ დაიტანენ იარლიყს, ძალიან მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ შეფუთვის დიზაინი სწორად კეთდება და ამასთან, კარგადაც გამოიყურება. თქვენ ურთიერთობა უნდა გქონდეთ მწარმოებელთან, რომელიც გეტყვით: ასეთ ნივთებს ვამზადებთ, ესენი ჩვენი მომხმარებლები არიან, ამ ვარიანტებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ, ასეთი მელანი გვაქვს და ასე ვბეჭდავთ. სწორედ ეს ნაწილებია ჩართული წარმოების პროცესში. თქვენ კი უნდა იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც იმის კეთებაში არიან ჩართულნი, რისი წარმოებაც გსურთ, — აცხადებს სუზი.

4. შეარჩიეთ სტრატეგია

კვლევის, შეფუთვის ფორმატის დადგენისა და წარმოების პროცესის გაცნობის შემდეგ, შეგეძლებათ ჭკვიანური სტრატეგიის განვითარება თქვენი დიზაინისთვის. ამისთვის კი სუზი სტუდენტებს შემდეგ დავალებას აძლევს:

პროექტის ფარგლებში მათ საკვები დანამატის შექმნა ევალებათ, რომელიც მომხმარებლებს დროებით სუპერ ძალას მისცემს… შემდგომ ისინი აკვირდებიან საკვები დანამატების შეფუთვებს ბაზარზე, იმას თუ, რას აკეთებენ კონკურენტები და როგორი ჩარჩოებია. დანამატების შესახებ მრავალი საკანონმდებლო რეგულაციაა, რომლის გათვალისწინებასაც მთავრობა ითხოვს, იქნება ეს სიმაღლე თუ სიგანე. ამგვარად, შეფუთვის დიზაინში მრავალი პრაქტიკული კომპონენტია გასათვალისწინებელი, რომელსაც მხოლოდ შემოქმედებითი სტრატეგიების შემუშავებით შეძლებთ მანამ, სანამ დიზაინს დაიწყებთ.

5. გააკეთეთ პროტოტიპი

დაბოლოს, ფიზიკური პროტოტიპების შექმნაც დიდ მნიშვნელობას იძენს. ასე უკეთ შეგექმნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნება თქვენი საბოლოო დიზაინი, ნაკლსაც დროულად აღმოაჩენთ და გამოსავალსაც მალევე იპოვით. ჩათვალეთ, რომ პროტოტიპის შექმნა მთლიანი პროცესის ნახევარია. თუმცა მხოლოდ კომპიუტერს ნუ მიანდობთ ზომებისა და მასშტაბების არჩევას, ბოლომდე ნურც ფერებზე მიენდობით, რადგან ეკრანზე და რეალურ ცხოვრებაში ფერები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, დაბეჭდეთ და ხელით შეეხეთ მას, ასე იმაზე მეტს გაიგებთ, ვიდრე პიქსელები გთავაზობთ…

„სკინოთეკა” – თავის მოვლის ქართული ბრენდი განსხვავებული კონცეფციით

როგორ იყენებენ ახალი თაობის მენეჯერები გენერაციულ AI-ს?