in

5 რჩევა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ კონფლიქტი უფროსებთან

თანამშრომლების ჩართულობისა და მუშაობის ცვალებადობის დაახლოებით 30%-ს მენეჯერის დამოკიდებულება განსაზღვრავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენს უფროსს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, თუ რამდენად გიყვართ ან გძულთ თქვენი სამუშაო.

სწორედ ამიტომაა, რომ სწორი უფროსის არჩევა, ალბათ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი სამუშაოს, კარიერის ან სასიყვარულო პარტნიორის არჩევა. არსებობს თვისებები, რაც უშუალოდ პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე გადასვლის შემდეგ ავლენს ხასიათის ცვლილებებს. 

საბედნიეროდ, ყოველთვის არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ უფროსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. აქ მოცემულია ხუთი რეკომენდაცია, რომელიც სამეცნიერო კვლევებზეა დაყრდნობილი.

ისწავლეთ პროგნოზის გაკეთება

ნორვეგიელებს ასეთი გამონათქვამი აქვთ: „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ არასწორად შერჩეული ტანსაცმელი”. უნდა შეგეძლოთ პროგნოზების სწორად გაკეთება. მენეჯერების ის უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ აღვწერთ, როგორც „ცუდ უფროსებს“, ყოველთვის, ღიად თუ შეფარვით, ავლენენ თავიანთ ხასიათს. გარკვეულ ფაქტებზე გადაჭარბებული რეაგირება და კომენტარის გაკეთება, ცუდ ამბებზე აქცენტის გაკეთება, უარყოფით გამოხმაურებასთან გამკლავების უუნარობა და მსგავსი თვისებები არის მაგალითები იმისა, რასაც აკეთებენ გამაღიზიანებელი უფროსები. ისწავლეთ თქვენი უფროსის გაშიფვრა და მათ მიერ გამოწვეული პრობლემების უმეტესობა გაქრება. 

დაარეგულირეთ თქვენი ქცევა

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჭკვიანი ან საინტერესო ადამიანი ხართ, ამაში შეიძლება ყველა არ გეთანხმებოდეთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, თქვენი უფროსი რამდენად გაფასებთ, სხვა თანამშრომლები შეიძლება ფიქრობენ, რომ თქვენზე უკეთესები არიან. 

თქვენს უფროსთან ურთიერთობის მრავალი გზიდან, იმაზე უკეთესი არაფერია, ვიდრე თქვენი ქცევის მორგება მათ უპირატესობებზე. ეს მოიცავს წვრილმანებს, როგორებიცაა უფროსის წინადადებებზე დათანხმება, მათი აზრის საინტერესოდ მიჩნევა და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ არ გამოხატოთ მკვეთრი საწინააღმდეგო დამოკიდებულება მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე და არ თქვათ ისეთი რამ, რაც იცით, მათ ძალიან არ მოსწონთ. თქვენი ქცევის უფროსზე მორგება ბუნებრივი მოქმედებაა, რასაც დღეს ემოციურ ინტელექტს უწოდებენ.

იყავით სასარგებლო

მენეჯერების უმეტესობა დააფასებს ადამიანებს, რომლებიც სარგებლის მომტანები არიან. იფიქრეთ იმაზე, რის მიღწევას ცდილობს თქვენი უფროსი და ფოკუსირდით თქვენი ძალისხმევის ჩასართავად. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ზედმეტად ორიენტირებულია საკუთარ თავზე და საკუთარ კარიერაზე, თუმცა ვერ ხვდება, რომ ხშირად, მენეჯერთან კარგი დამოკიდებულების ქონა პირდაპირ აისახება მათ კარიერაზე.

გაწვრთენით საკუთარი თავი

ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ესმით, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არასოდეს მთავრდება. ეს ნიშნავს ახალი ქცევების სწავლას და ცუდის გადაჩვევას. ზოგჯერ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენი ბუნების წინააღმდეგაც წავიდეთ, ვაკონტროლო ან შევამსუბუქოთ ემოციები, განსაკუთრებით ისეთი, რამაც შეიძლება შელახოს ჩვენი რეპუტაცია. აუცილებელია, იცოდეთ, როგორ გიყურებენ სხვა ადამიანები და რას ფიქრობენ თქვენზე, ეს დაგეხმარებათ თვითშემეცნებაში, საკუთარი სამსახურებრივი „მეს” გაუმჯობესებაში.

მოერიდეთ ტოქსიკურ მენეჯერთან მუშაობას

არის შემთხვევები, როდესაც უფროსთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, რადგან პრობლემა ნამდვილად თქვენი უფროსია. ამ დროს სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი გაცლაა. 

ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ ტოქსიკური მენეჯერი ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ასეთი პირების მიმართ იმუნიტეტის განვითარების ნაცვლად, უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილება მათგან თავის დაღწევაა. 

გახსოვდეთ, ნებისმიერი ურთიერთობა მოითხოვს ორივე მხარის ძალისხმევას სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მაშინ, როცა ერთი მხარე არაფერს ცდილობს ამისთვის, მეორემ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

ვისზე უნდა იყოს ბრენდის ნარატივი ორიენტირებული — კომპანიაზე თუ ხალხზე?

მკვლევრებმა შექმნეს ბამბა, რომელსაც „თვითჩაქრობის“ უნარი აქვს