in

5 საუკეთესო რეკლამა LEGO-ს დღის აღსანიშნავად

დღეს, 10 აგვისტოს, დანიური სათამაშოების ბრენდი LEGO 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1932 წლიდან დურგალმა ოლე კირკ კრისტიანსენმა სათამაშოების დამზადება დაიწყო. leg godt დანიური ფრაზაა და ქართულად ნიშნავს: „კარგად ითამაშე“. მეწარმის მიზანი იყო გასართობი, მაგრამ განმავითარებელი სათამაშოების შექმნა. მას შემდეგ მსოფლიო ბრენდად გადაიქცა და აგერ უკვე 90 წლისაც გახდა.

მის იუბილესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ „ლეგოს” 5 ყველაზე დასამახსოვრებელ რეკლამას:

1981 წელი

ბრენდის სარეკლამო კონტენტის ერთ-ერთი პირველი ყველაზე გამორჩეული რეკლამაა. მას როჯერ კიტერი ახმოვანებს. ვიდეოში გამოყენებული ცხოველები და ობიქეტები LEGO-ს სათამაშოებისგანაა აგებული.

1988 წელი

მხიარული და დასამახსოვრებელი სიმღერით გახმოვანებული ეს ვიდეორგოლი მთავარი გმირის, ზაკის უზომო გატაცებას გვიჩვენებს LEGO-ს პროდუქციით.

2014 წელი

წარსულში ბრენდს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოს ის გენდერულ ბალანსს არ იცავდა და სათამაშოები უფრო ბიჭისთვის ჰქონდა გათვლილი. ამ რეკლამაში ის მოცემულ სტერეოტიპს ამსხვრევს.

2019 წელი

რამდენიმე წლის წინანდელი ეს რეკლამა კრეატიულობასა და ფანტაზიას წარმოაჩენს. მასში გამოსახულია კურდღელი, რომელიც გადის ქალაქში, ხოლო მონადირე მისდევს. ქუჩებში მოძრაობენ LEGO-ს გმირები, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას მონადირეს, დაიჭიროს კურდღელი.

2021 წელი

ამ პრინტით ბრენდმა განახლებული კამპანია წარმოადგინა ქალთა საერთაშორისო დღის მხარდასაჭერად. ასევე აღნიშნა თავისი პირველი პრინტის 40 წლის იუბილე ამ თემაზე.

Glovo-სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კოლაბორაცია გრძელდება!

როგორ გადაარჩინა Airbnb ლოკალიზაციის სტრატეგიამ?