in

5 წესი წარმატებული კომუნიკაციისთვის

PRწარმატებული კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის ასევე წარმატების პირდაპირ პროპორციულია. ვინ კარგად წერის  და  ვინ ძლიერი  “სპიკერის” უნარებს მიიჩნევს ამისთვის აუციელებელ კომპონენტად. ზოგი ფიქრობს, რომ ზედმიწევნით უნდა  შეასრულოს ნასწავლი თეორია, ზოგიც საუკეთესო “მასწავლებლად”პრაქტიკას მიიჩნევს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყველა პრაქტიკოსს  საკუთარი “რეცეფტი” აქვს წარმატებისთვის ,რაც, როგორც წესი,სხვებისათვისაც  საინტერესოა.

ამჯერად ინგლისელი “ფიარ “ კონსულტანტის დები ლევენის მოსაზრებას წარმოგიდგენთ. ავტორი თვლის, რომ წარმატებული კომუნიკაციისთვის 5 მარტივი წესის დაცვაა საჭირო.  

1 მუდმივად იფიქრეთ მიზანზე – მუდმივად  იფიქრეთ  კონკრეტულად იმაზე, რისი მიღწევაც  კომუნიკაციით  გსურთ. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ფიქრით , შესაძლოა, მთავარი სათქმელისთვის საჭირო სიტყვები ვერ “მოძებნოთ”.

2. ანგარიში გაუწიეთ თქვენს აუდიტორიას – ვინ არიან ან რა ინფორმაციის მიღება სურთ? კომუნიკაციისა და სასაუბრო ენის რომელი სტილი იქნება შესაფერისი მათთვის? გახსოვდეთ, საქმე გაქვთ ხალხთან.

3. შეინარჩუნეთ სიმარტივე – ნურასოდეს გაართულებთ სათქმელს.  ნურც იმას, რისი თქმაც გსურთ და ნურც სათქმელის გადმოცემის გზებს.

4. გახადეთ კომუნიკაცია საინტერესო, დასამახსოვრებელი და მარტივად გასაგები – მაგალითები და “სიტყვა-სურათები” საუკეთესო საშუალებაა დაამახსოვროთ თქვენი სათქმელი ხალხს. ასეთ შემთხვევაში მსმენელი ახდენს ვიზუალიზაციას და ასე რჩება მის გონებაში თქვენი სათქმელი. შედარებები და განმართებები საუკეთესო გამოსავალია. მაგალითად, მე  ასე ვიტყოდი : დაახლოებით ორ სართულიანი ავტობუსის სიმაღლეა. ასე უფრო მარტივად გაიგებს თქვენს სათქმელს მკითხველი თუ მსმენელი.

5. ყურადღება გაამახვილეთ სარგებელზე – როდესაც მთლიანად საქმეზე ხართ გადართული, შესაძლოა, მხედველობის არედან დაგეკარგოთ ის, ვისთანაც კომუნიკაციას ახორციელებთ. გადახედეთ თქვენს რელიზს, თუ სხვა საკიხს პროკლამაციას და შეამოწმეთ, რომ თქვენი კომუნიკაცია საბოლოოდ სარგებლის მომტანი იყოს  და აუდიტორიაზე ახდენდეს გავლენას.

არ დაგავიწყდებათ, თუ ვინმესთავის თქვენი კომუნიკაცია გაუგებარი აღმოჩნდა, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია და არა მათი. 



მატიანე

ქართული რეკლამა 1998 წელი

Project management college

“ისწავლე სწავლის მძებნელო” – პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი (PMC)