in

5 საუკეთესო ხელსაწყო ლოგოს დიზაინისთვის

დიზაინერებმა იციან, როგორ შექმნან საუკეთესო ლოგო, თუმცა ზოგჯერ ეს ცოდნა სხვებსაც გვჭირდება. არსებობს ციფრული ხელსაწყოები, როგორც ფასიანი, ისე უფასო ვერსიები, რომლებიც გვეხმარება ვიზუალების აწყობაში. ამასთან, შეიძლება დაგვჭირდეს კომუნიკაცია დიზაინის თაობაზე და საჭიროა, ვიცოდეთ, რომელი ხელსაწყოებია ტენდენციური. 

BOG
BOG

ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ ცნობილ ხელსაწყოსა და მათ შესაძლებლობებს გაგაცნობთ.

Adobe Illustrator

სიის თავში, რა თქმა უნდა, Adobe Illustrator-ია. ის რჩება ინდუსტრიის სტანდარტულ ინსტრუმენტად ვექტორული რედაქტირებისთვის, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ. იგი გამოიყენება ილუსტრაციისთვის, ხატულების, პოსტერების, ბანერების და, რა თქმა უნდა, ლოგოს დიზაინებისთვის. 

ეს არის მძლავრი, ფუნქციებით მდიდარი პროგრამული პაკეტი, რომელიც მუშაობს შეუფერხებლად და ეფექტურად სხვა Adobe აპებთან ერთად, როგორებიცაა Photoshop და InDesign. მის ინტერფეისში, ასევე, გეძლევათ წვდომა ისეთ აქტივებზე, როგორიცაა Adobe fonts და Adobe Stock.

Illustrator-ის უფასო ვერსია შეზღუდულ ფუნქციონალს გთავაზობთ, ამიტომ, პროფესიონალური ვიზუალისთვის მისი გამოწერა ჯობს. გაითვალისწინეთ, რომ მისი ყიდვა მხოლოდ გამოწერის მეთოდით ხდება. ამისთვის Adobe Creative Cloud-ს ხშირად აქვს ფასდაკლებები.

Affinity Designer

როგორც აღვნიშნეთ, Adobe Illustrator ყოველთვიური გამოწერის მეთოდით მუშაობს, ამიტომ ვიღაცისთვის ის შეიძლება არ იყოს ბიუჯეტური. ამ შემთხვევაში, მის მთავარ კონკურენტად Affinity Designer გვევლინება. ისიც ვექტორული რედაქტორია, მოწინავე ფუნქციებით, რომლებსაც თამამად გამოიყენებთ დიზაინის ინდუსტრიაში.

მართალია, მას ჯერ კიდევ აკლია რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც Illustrator-ს აქვს, მაგრამ, საერთო ჯამში, მშვენიერი შესაძლებლობაა დაბალბიუჯეტიანი დიზაინის შესაქმნელად. გარდა ამისა, მისი iPad-ის ვერსია ზუსტად ემთხვევა დესკტოპის ვერსიას. Affinity Designer სისწრაფითაც გამოირჩევა და თავდაპირველად 30-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით სარგებლობასაც გთავაზობთ.

CANVA 

Adobe Illustrator და Affinity Designer პროფესიონალური პროგრამული პაკეტებია. თუ დიზაინერი არ ხართ და რაიმე მარტივს, მაგრამ სასარგებლოს ეძებთ, Canva Logo Maker გამოიყენეთ. შემუშავებული შაბლონებისა და მარტივი გადაადგილების ინტერფეისით, ის აადვილებს ლოგოს შექმნას. მისი გამოყენება მარტივია და მოსახერხებელი.

დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ და გააზიაროთ თქვენი მზა ლოგო PNG ფაილის სახით. ეს ყველაფერი უფასოა, თუმცა, თუ ბიბლიოთეკაში არსებული გრაფიკული ელემენტების გამოყენებაც გსურთ, ფასი იწყება $1-დან.

Tailor Brands Logo Maker

თუ თქვენ საერთოდ არ გაქვთ დიზაინის უნარები, საუკეთესო ვარიანტია Tailor Brands Logo Maker. იმისთვის, რომ ეს ხელსაწყო გამოიყენოთ, საჭიროა, აკრიფოთ სასურველი ფორმულირება და ის თავად წარმოგიდგენთ ვარიანტებს. ასევე, გკითხავთ, რომელი მათგანი მოგწონთ. ინსტრუმენტი იყენებს ჭკვიან AI-ს, რათა მოგაწოდოთ ლოგოების არჩევანი.

შერჩეული დიზაინის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ SVG ან EPS ფაილის სახით. გარდა ამისა, საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ ტექსტი, შრიფტი და ფერები. 

Looka

Looka არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის გაძლევთ შესაძლებლობას, შეცვალოთ ფერები, შრიფტები, განლაგება და სიმბოლოები. არჩევანიც საკმაოდ დიდია, დაახლოებით 300-ზე მეტი შაბლონია, რომლებსაც მარტივად გამოიყენებთ. 

ლოგოს დიზაინი უფასოა, მაგრამ ჩამოტვირთვის დროს გადახდა მოგიწევთ. ის ფასებსაც მრავალფეროვანს გთავაზობთ და საჭიროებისამებრ აარჩევთ. ლოგოს გარდა, აქ შეგიძლიათ, ააწყოთ სოციალური მედიის ვიზუალები და გამოიყენოთ Looka სავიზიტო ბარათების, ვებსაიტების, პლაკატებისა და ფლაერების შესაქმნელად.

ახალი სარეკრეაციო სივრცე ბათუმის შუაგულში

5 გზა, რომლითაც Gemini სწავლაში დაგეხმარებათ