in

5 საუკეთესო ნოუთბუქი ნებისმიერი საქმიანობისთვის

თანამედროვე ნოუთბუქები არა მხოლოდ ასრულებენ დავალებებს, არამედ გთავაზობენ განსაკუთრებულ გამოცდილებას, კომფორტსა და სისწრაფეს. არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი ხართ, რომელიმე სფეროს პროფესიონალი თუ თამაშების გულმხურვალე მოყვარული.

ძლიერი ნოუთბუქი წარმატებული ინვესტიციაა თქვენს მომავალში, რომელიც წლების მანძილზე ერთგულ და სტაბილურ პარტნიორობას გაგიწევთ.

ჩვენთან ერთად გაიცანით 5 საუკეთესო ნოუთბუქი:

1. Asus TUF 15 – ძალიან კარგი გეიმერული ნოუთბუქია დამწყებებისთვის. მძლავრი პროცესორისა და ვიდეო ბარათის მეშვეობით ადვილად შეაბიჯებთ თამაშებისა თუ შემოქმედებითი საქმიანობის თავგადასავლებით სავსე სამყაროებში. ეს მოდელი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა გეიმერებისთვის და გრაფიკულ კონტენტთან მომუშავე სტუდენტებისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6 FHD 1920X1080 16:9 , 144HZ

პროცესორის მოდელი: Intel Core i5 11400H

ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA GeForce RTX 3050

RAM: 8GB

SSD: 512GB

 

2. Asus TUF Dash F15 –  ეს მოდელი აერთიანებს დახვეწილ დიზაინსა და მაღალ პროდუქტიულობას. თეთრისა და შავის კლასიკური კომბინაცია ამ გეიმერული ნოუთბუქის შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ელფერს იძენს. მეთორმეტე თაობის პროცესორთან ერთად კი სწავლისა თუ მუშაობის ხანგრძლივი საათები წამებში გაიფრენს. იდეალურია სტუდენტებისთვის და ვიზუალური კონტენტის სფეროს დამწყები წარმომადგენლებისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6 WQHD (2560 x 1440) 16:9,165Hz

პროცესორის მოდელი:  Intel® Core™ i5 12450H

ვიდეო ბარათის მოდელი:  NVIDIA® GeForce RTX™ 3060

RAM: 16GB

SSD: 512GB

3. HP Omen 15 – ეს მოდელი, შესაბამისი აქსესუარების თანხლებით,  გრაფიკული კონტენტის სპეციალისტებისთვის ყველაზე მორგებული გადაწყვეტილებაა. მისი კორპუსი გაგრილების შესანიშნავი სისტემით გამოირჩევა, ამიტომაც სამუშაო თუ სათამაშო მარათონები მას ვერაფერს დააკლებს. თანაც, 8GB ვიდეო ბარათი ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.

ძირითადი მახასიათებლები:

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6″ IPS FHD (1920×1080) 144Hz

პროცესორის მოდელი:  AMD Ryzen™ 7 5800H

ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA GeForce RTX 3070

RAM: 16Gb

SSD: 1Tb

4. Asus ROG Zephyrus M16 – ამ მოდელის მეხსიერება, პროცესორი და ვიდეო ბარათი, ძალიან ძლიერი მახასიათებლების იდეალური კომბინაციაა. არსენალში სპეციფიკური ფუნქციებიც მრავლადაა, თუნდაც თითის ანაბეჭდის წაკითხვის და სამი სხვადასხვა სიხშირის კლავიატურის განათების შესაძლებლობები. ეს მოდელი განსაკუთრებით მოეწონებათ გეიმერებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი სათამაშო ნოუთბუქია მეთორმეტე თაობის პროცესორით.

ძირითადი მახასიათებლები:

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა:  QHD+ 16:10 (2560 x 1600, WQXGA)

პროცესორის მოდელი:  Intel® Core™ i7 12700H

ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA® GeForce RTX™ 3060

RAM: 16GB

SSD: 1TB

5. Asus ROG Strix G15 – ხანგრძლივი თამაშის სესიებისთვის შესანიშნავად მორგებული ეკრანის (+კადრის განახლების მაღალი სიხშირე) და ვიდეო ბარათის მახასიათებლები გეიმერებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს. ეს მოდელი ვიზუალური კონტენტის დამუშავების მრავალსაათიან დავალებებსაც ელვის სისწრაფით დაგასრულებინებთ. თუ არჩევანს ამ ნოუთბუქზე შეაჩერებთ, 20%-ით მეტი პროდუქტიულობა და 8-ბირთვიანი პროცესორის სუპერძალა თქვენი თავგადასავლების მთავარი იარაღი გახდება.

ძირითადი მახასიათებლები:

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15 (2560 x 1440) 16:9

პროცესორის მოდელი:  AMD Ryzen™ 9 6900HX

ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA® GeForce RTX™ 3070 Ti

RAM: 16GB

SSD: 512GB

[პარტნიორის კონტენტი]

მანქანები, რომლებმაც მე-20 საუკუნის აშშ-ის ავტოისტორია დაწერეს

Goodfood-მა ბობ როსი „გააცოცხლა“ — The Joy of Dinner