როდესაც პატარა ზომის მანქანებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხშირად ორი ტიპის მანქანას შეიძლება ვგულისხმობდეთ – Supermini და ქალაქის მანქანა. ქალაქის მანქანები უფრო პატარა, მსუბუქია და ხშირად აქვთ პატარა, 1.0-ლიტრიანი ძრავები, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიურობაზე და დაბალ დაზღვევის ხარჯებზე. ისინი არც ისე პრაქტიკულია, მაგრამ უფრო იაფია, ვიდრე სუპერმინი. ამ მანქანებს მსუბუქი წონა აქვს, რაც ნიშნავს, რომ მუხრუჭები და საბურავები დიდხანს უძლებს. მასზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება კი უფრო მარტივია.
ქვემოთ ჩამოგითვლით რამდენიმე პატარა ავტომობილს, რომელიც თავისი დიზაინით, ბიუჯეტითა და პრაქტიკულობით საუკეთესო მანქანებად მიიჩნიეს თავიანთ კატეგორიაში:
Skoda Citigo
თუ კომპაქტურ მანქანას ეძებთ, ჩეხური Skoda Citigo ერთ-ერთი გამორჩეული ვარიანტია. მართვის დინამიკითა და გასაოცარი პრაქტიკულობის კომბინაციით, ის ნამდვილად ერთ-ერთი პირველი არჩევანია თავის კატეგორიაში.
1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი მოდელი, რომელიც ყველა მძღოლს მოერგება. ხელმისაწვდომია 59ან 74 ცხენის ძალით. მუშაობს ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე.
კომპაქტური ზომებიდან გამომდინარე, ის მარტივად ახერხებს მანევრირებას ყველაზე ვიწრო ქუჩებშიც და საპარკინგე ადგილებშიც. ამ მანქანაში კომფორტულად ჯდება 4 ადამიანი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მეტის დატევასაც ახერხებს.
Audi A2
ეს მოდელი შიგნიდან უფრო ტევადია, ვიდრე გარედან ჩანს. მომხიბვლელი დიზაინითა და მოხერხებული სალონით თავისი კატეგორიის ავტომობილებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და მის კონკურენციას ბევრი ვერ უძლებს. ავტომობილი გამოირჩევა მსუბუქი კონსტრუქციითა და ეკონომიური ძრავით,
Ford Fiesta
სუპერმინი მოდელების ერთ-ერთ ვარსკვლავად Fiesta გვევლინება. ის არის კარგად აღჭურვილი, ეკონომიური, პატარა ოჯახისთვის იდეალური ავტომობილი. მას აქვს 197 ცხენის ძალის მქონე 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავა. კომპაქტური ზომები და მსუბუქი მართვის კონტროლი კი ხელს უწყობს დაძაბულობის მოცილებას ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში მართვისას.
მიუხედავად იმისა, რომ Fiesta არ არის ისეთი პრაქტიკული, როგორც Skoda Fabia, მგზავრების ტევადობითა და საბარგულით, მისი მოცულობა 311 ლიტრია. ასევე შეიძლება სავარძლების დაკეცვა და ადგილის გამოთავისუფლება.
Toyota Yaris
Yaris არის ყველაზე პატარა ჰიბრიდი, რომელსაც იაპონური კომპანია აწყობს. უკვე ათწლეულია, ის ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად ითვლება, რომელიც ურბანულ ჯუნგლებში გლუვად და მოქნილად მოძრაობს, მორგებულია მგზავრების კომფორტულ გადაადგილებაზე და სრულყოფილი კომპანიონია თავისი მძღოლისთვის.
Renault Twingo
ბევრი თავისი კონკურენტისგან განსხვავებით, ეს მანქანა საკმაოდ ბიუჯეტურია. მისი დებიუტი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში შედგა. მას აქვს კარგი მართვის სისტემა, საიმედოა მოსახვევებში და მისი მართვა მძღოლებისთვის სახალისოა თავისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ის ხშირად ხდება იმ ავტომოყვარულთა რჩეული, რომლებსაც პატარა ზომის ავტომობილები მოსწონთ.