LinkedIn განახლებულ პროფილებს გვთავაზობს და მნიშვნელოვანია, ჩვენც გავითვალისწინოთ არსებული სტანდარტები. ასე მეტი რეკრუტერის დაინტერესების შანსიც გაიზრდება. თუმცა იმის გამო, რომ დამსაქმებლები თქვენს გვერდებს სიღრმისეულად აანალიზებენ, აუცილებელია, აქ ყველაფერი წესრიგში იყოს. თუ ასე არ იქნება, თქვენს პროფილსაც მალევე დატოვებენ და სხვა კანდიდატზე გადაინაცვლებენ… აი, რას უნდა აარიდოთ თავი:
1. მხოლოდ დისტანციური პოზიციების მონიშვნა
მონაცემების მიხედვით, სახლიდან მუშაობამ პიკს 2022 წელს მიაღწია. ამასთან, ლინკდინზე შემოთავაზებული ვაკანსიების 85%-ზე მეტი ან ჰიბრიდულია, ან ტრადიციული… თუ პროფილზე მითითებული გაქვთ, რომ მხოლოდ სახლიდან იმუშავებთ, ზოგიერთი დამსაქმებელი განხილვის ეტაპამდეც კი იტყვის უარს თქვენზე. ამიტომ უმჯობესია, სამსახურის მაძიებლებმა სურვილი მხოლოდ დისტანციური მუშაობის მიმართ არ გამოთქვან… ხოლო, თუ დამსაქმებელი ნამდვილად დაინტერესდება კანდიდატით, შეუძლია, რომ დისტანციურ რეჟიმსაც დათანხმდეს.
2. ცუდად დაწერილი სათაური
ნელ-ნელა LinkedIn ჩვენი რეზიუმეს საჯარო ვერსია გახდა, რის გამოც მნიშვნელოვანი ხდება ისეთივე სტანდარტების გამოყენება ჩვენს პროფილზე, როგორსაც რეზიუმეში ვიყენებთ. ეს კი სათაურით იწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხილული ელემენტია პროფილზე და აუცილებელია, ამან თქვენი ძლიერი კომუნიკაციის უნარები აჩვენოს. ამის დაწყებას კი აპლიკანტებს სასურველი სამსახურებრივი პოზიციის, მათი გამოცდილებისა და ცოტა ინტრიგის დამატებით ურჩევენ. შესაბამისად, აქ გამოირიცხება ისეთი სათაურები, როგორებიცაა: „ვეძებ დისტანციურ სამუშაოს“.
3. უნარების დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა
ლინკდინზე ხშირად ვხვდებით სექციებს 1 ან 2-წინადადებიანი აღწერითა და უამრავი უნარით. ისიც მართალია, რომ დღეს კომპანიები უფრო მეტად უნარებზე ფოკუსირდებიან და არა, დიპლომებზე, მაგრამ იმის თქმა, რომ რაღაც შეგიძლიათ, მაგრამ ამის დამადასტურებელი არაფერი გაქვთ, არასწორია. ეს რეკრუტერებს მიანიშნებს, რომ რაღაცას აზვიადებთ. თუმცა თქვენი უნარების დადასტურება მარტივად შესაძლებელი ამბავია. მაგალითად, შეგიძლიათ პროფილის განათლების სექციაში სერტიფიკატები დაამატოთ.
4. თქვენი ინტერესის არგამოხატვა
ყველა რეკრუტერს უყვარს თბილი ლიდი. თუ მუშაობთ კომპანიაში, რომელიც გამორჩეულად ჭკვიანი პერსონალით არის ცნობილი, დამსაქმებლები მეტად სავარაუდოა, რომ დიდ ძალისხმევას დახარჯავენ თქვენს მოსაზიდად. თუ არა, ინტერესის ნაკლებობამ შეიძლება რეკრუტერებს სხვა პროფილზე გადასვლისკენ უბიძგოს…
ამ უკანასკნელის მოგვარება კი მრავალი გზით არის შესაძლებელი: ყველაზე ნათელი მიდგომა პროფილის ფოტოზე #OpenToWork ჩარჩოს გააქტიურებაა. ამასთან, ლინკდინის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, უთხრათ კომპანიებს, რომ დაინტერესებული ხართ — შედით კომპანიის About სექციაში, გადადით Interested in working with us in the future?-ზე და დააკლიკეთ I’m interested-ს. ასე ლინკდინი კონფიდენციალური გზით გაუზიარებს თქვენს პროფილს კომპანიას ერთ წლამდე ვადაში. ხოლო, თუ პარამეტრებში შეხვალთ და Data and Job-Seeking preferences-ზე გადახვალთ, დამატებით ვარიანტებსაც გაეცნობით, თუ როგორ შეგიძლიათ დამსაქმებლებისთვის თქვენი პროფილი მეტად შესამჩნევი გახადოთ.
5. არათანმიმდევრული მონაცემები
ხშირად სათაურები და მონაცემები არათანმიმდევრულად არის წარმოდგენილი პროფილზე. თუ ადრე არავინ გვთხოვდა ლინკდინზე ჩვენი პროფილი სრულყოფილი ყოფილიყო, ახლა ეს სრულიად შეიცვალა. თუმცა მაინც შეუსაბამობები გვხვდება ლინკდინის პროფილსა და რეზიუმეებს შორის, მაგალითად თუ პროფილზე წერს რომ დასაქმებულია, რეზიუმეში ეს ასე არ არის… თუმცა როგორც ამბობენ, უმუშევარ ადამიანებს ლინკდინი ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს, რის გამოც კარიერის მრჩევლები ზემოთ მოცემულ შეუსაბამობებს ამართლებენ ხოლმე…
სამსახურის ძიების პროცესი დინამიკურია… ამიტომ აუცილებელია, საკუთარი თავის მიმართ სიკეთე გამოიჩინოთ და არც მიმდინარე ტრენდებს ჩამორჩეთ…