ნამდვილად შედეგიანია თუ არა ელ.ფოსტები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, ანუ გაცნობითი ხასიათის და Cold emails-ადაც მოიხსენიებენ? ამ კითხვაზე საკმაოდ საინტერესო და ცოტა დამაინტრიგებელი პასუხი გვაქვს — თუ ცნობილი ადამიანების სავსე ინბოქსში თქვენი ელ.ფოსტით ყურადღება გინდათ მიიქციოთ, სწორედ ამ მეთოდს უნდა მიმართოთ და ეს კარგი პირველი შთაბეჭდილების დატოვებაშიც დაგეხმარებათ…
თუმცა მნიშვნელოვანია, ფრთხილად იყოთ — ბესტსელერების ავტორი ადამ გრანტი იმ შეცდომებს გვიზიარებს, რომლებსაც ადამიანები მსგავსი ელ.ფოსტების გაგზავნისას უშვებენ. ზოგიერთი საკმაოდ აშკარაა, მაგალითად ელ.ფოსტის ყოველდღიურად გაგზავნა… მაგრამ ზოგიერთი ისეთიც გვხვდება, რომლის შემჩნევაც ბევრად რთულია:
1. უკუკავშირის თხოვნა
თითქოს თავმდაბლობის მაჩვენებელია, გაუმჯობესების სურვილისა და დამატებითი ბონუსისაც კი იმ ადამიანის ეგოსთვის, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ… თუმცა რატომ არ არის ეს მომგებიანი სვლა?
„საშინელებაა, უცნობს სთხოვო შენს საქმეზე კომენტარის გაკეთება, რადგან უკუკავშირი მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რჩევა კი უფრო ნაკლებ დროს. ამიტომ, ეცადეთ, კონკრეტულ კითხვაზე ან დილემაზე გითხრათ რაღაც. თანაც, ასე, უფრო მეტად მიიღებთ პასუხს“, — ამბობს გრანტი.
2. შეხვედრისთვის დროის დათქმა
შესაძლოა, ფიქრობთ, რომ მსგავსად რაღაც ფაქტობრივ საკითხებს აგვარებთ, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია. გრანტის თქმით, ეს „საშიში ზონაა… უფრო მეგობრული ვარიანტი იქნებოდა, უცხოებს თუ ჰკითხავდით შეხვედრის სურვილი თუ აქვთ ან თუ არსებობს უფრო მოსახერხებელი გზა თქვენთან კომუნიკაციისთვის. ხოლო, თუ ინტერესს გამოიჩენენ, ნება მიეცით შეხვედრის დრო თავადვე დაასახელონ“.
3. სთხოვეთ ვინმე კონკრეტულის გაცნობა
ისინი არ გიცნობენ და რა თქმა უნდა, არც გარისკავენ თქვენთან ურთიერთობას. სანაცვლოდ, ჰკითხეთ, თუ იცნობენ ვინმეს, ვინც კონკრეტული საკითხისთვის კარგი წყარო იქნება. ამ გზით კი უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ გიპასუხონ.
4. მათთვის ვიღაცის გაცნობა
თქვენი წრიდან მათთვის ვიღაცის გაცნობაც საკმაოდ ძლიერი იარაღია. თქვენი მიზანი ძალიან გამოსადეგი შეიძლება იყოს, ანუ აჩვენებთ თქვენს კავშირებს, მაგრამ ეს მასზე ზეგავლენაშიც შეიძლება დაგეხმაროთ. თუმცა კარგი იქნება, თავიდან ნებართვას თუ სთხოვთ: „ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თქვენ ორი კონკრეტულ თემაზე ერთმანეთს გასაუბრებოდით. დაინტერესებული ხართ მასთან დაკავშირებით?“.
5. მათი მოწვევა თანამშრომლობისთვის
ცოტა უცნაურია, მაგრამ გრანტი ამას მეორე პაემანზე ხელის თხოვნას ადარებს და გვაფრთხილებს: „პირველმა სცადეთ დიალოგის წამოწყება და გაიგეთ, ერთად მუშაობა ორივესთვის სასარგებლოა თუ არა“.











