in

5 შეცდომა Email Marketing-ში, რომლებიც მცირე ბიზნესს ზიანს აყენებს

იმეილმარკეტინგი კვლავ მუშაობს. ციფრები ამას ნათლად აჩვენებს: სტატისტიკურად, სწორად განხორციელების შემთხვევაში, თითო დახარჯულ დოლარზე საშუალოდ 46 დოლარის დაბრუნებაა შესაძლებელი. თუმცა ასობით მცირე ბიზნესის კამპანიებზე დაკვირვებისას ერთი რამ აშკარა ხდება – მათი მთავარი პრობლემა არც სუსტი ტექსტია და არც არამიმზიდველი შეთავაზება. პრობლემა სისტემაშია, რომელიც ელფოსტის გარშემოა აგებული.

როცა: ელფოსტის სია ქაოსური ხდება, მიზნობრიობა იკარგება, ტექნიკური პარამეტრები სამი წლის წინ არის აწყობილი და მას შემდეგ არავის შეუმოწმებია, პრობლემებიც მალევე იჩენს ხოლმე თავს. მცირე ბიზნესში ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ გუნდის წევრები ყველაფერს ერთდროულად უძღვებიან: მომხმარებელთა მომსახურებას, პროდუქტს, ხელფასის გაცემას და გაფუჭებულ პრინტერსაც კი თავად აკეთებენ ოფისის კუთხეში. ეს პატარ გუნდის სატკივარია დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 

ქვემოთ განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც მცირე ბიზნესები უნდა მოერიდონ – სუსტი სეგმენტაციიდან და მოუწესრიგებელი სიებიდან დაწყებული, მიწოდების პრობლემებით, მობილური გამოცდილებითა და ბუნდოვანი Call to Action-ებით დასრულებული.

შეცდომა #1: ერთი და იმავე წერილის გაგზავნა ყველასთვის

თუ მცირე ბიზნესს სთხოვთ, გაჩვენოთ მათი email-სია, უმეტეს შემთხვევაში ერთ დიდ ცხრილს დაინახავთ, რომელშიც ერთი შეტყობინებაა. პირობითად, გუშინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლები იღებენ იმავე წერილს, რასაც ისინი, ვინც თქვენთან უკვე რამდენჯერმე შეიძინა პროდუქტი.ყველას ერთნაირი მესიჯი მისდის. 

შედეგი ნელ-ნელა ჩანს. ჩართულობა ერთბაშად არ ვარდება, მაგრამ თანდათან მცირდება. ადამიანები აღარ ხსნიან წერილებს. შესაბამისად, ძლიერი შეთავაზებაც კი კარგავს ძალას, როცა არასწორ დროს არასწორ inbox-ში ხვდება.

ამის გამოსასწორებლად რთული ავტომატიზაცია არ გჭირდებათ. დაიწყეთ სამი მარტივი სეგმენტით:

  • ახალი გამომწერები (ბოლო 30 დღე)
  • გადამხდელი მომხმარებლები
  • არაქტიური გამომწერები (ბოლო 90 დღეში არ გაუხსნიათ ან არ დაუკლიკავთ)

ეს უკვე დიდ განსხვავებას შექმნის. ახალ გამომწერებს გაუგზავნეთ სწორად აგებული welcome-სერია. მომხმარებლებს შესთავაზეთ ექსკლუზიური შეთავაზებები ან სასარგებლო რჩევები. არაქტიურებს კი გაუგზავნეთ მარტივი შემახსენებელი წერილი ან საერთოდ ამოიღეთ სიიდან.

შეცდომა #2: სიის იგნორირება

თქვენი email-სია, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო მოუწესრიგებელია, ვიდრე გგონიათ. ძველი კონტაქტები თვეების განმავლობაში რჩება სიაში. ვინმე ატვირთავს CRM-იდან 2022 წლის CSV ფაილს და ფიქრობს, რომ პრობლემა არ არის. სიაში ხვდება არასწორი მისამართებიც, მაგალითად, gmial.com, რომლებიც არასდროს იხსნება, და ადამიანები, რომლებსაც საერთოდ აღარ ახსოვთ, რატომ დარეგისტრირდნენ.

ეს ყველაფერი აზიანებს გამგზავნის, ანუ თქვენს რეპუტაციას ისეთი დიდი პლატფორმების თვალში, როგორებიცაა: Gmail, Yahoo და Outlook. უარეს შემთხვევაში კი სია შეიძლება შეიცავდეს spam trap-ებს, მისამართებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ცუდი პრაქტიკის მქონე გამომგზავნების დასადგენად.

ამიტომ მთავარი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, შემდეგია: სიის გაწმენდა აღიქვით ისე, როგორც ბუღალტერია. მცირე, რეგულარული გასუფთავება ბევრად ეფექტურია, ვიდრე მოგვიანებით, როცა ერთი დიდი „მთა” იქნება დასაშლელი.

წელიწადში რამდენჯერმე გადაამოწმეთ სია email-ვალიდაციის სერვისით. ამოიღეთ კონტაქტები, რომლებმაც 6 თვის განმავლობაში არაფერი გახსნეს. ეს ნაბიჯები არჩევითი არ არის, სავალდებულოა, თუ უკეთესი შედეგები გინდათ.

შეცდომა #3: მიწოდების აღქმა, როგორც ერთჯერადი პროცესი

ბევრი მცირე ბიზნესი ერთხელ აკავშირებს საკუთარ დომენს email-სერვის პროვაიდერთან და ფიქრობს, რომ ეს სამუდამოდ საკმარისია. სინამდვილეში კი inbox-ში მოხვედრა არის რეპუტაცია, რომელსაც ყოველ გაგზავნაზე ქმნით ან პირიქით, აზიანებთ.

რამდენიმე ცუდი კვირა, დაბალი ჩართულობა, spam-ზე მონიშვნა – საკმარისია პრობლემების დასაწყებად. დროთა განმავლობაში, inbox პროვაიდერები თქვენს წერილებს spam-ში გადაამისამართებენ. არა იმიტომ, რომ რამეს განზრახ არასწორად აკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ სიგნალები საეჭვოდ გამოიყურება.

ტექნიკური მხარეც უფრო მნიშვნელოვანი გახდა. თუ დღეში 5,000-ზე მეტ წერილს აგზავნით, Google და Yahoo თქვენგან პროტოკოლების დაცვას ელიან, როგორებიცაა SPF, DKIM და DMARC სისტემის სწორად დაყენება. ამ ტერმინებში გასარკვევად საჭიროა ტექნიკურ სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია.

შეცდომა #4: წერილები, რომლებიც რთულად იკითხება (განსაკუთრებით მობილურზე)

თქვენი გამომწერების ნახევარზე მეტი წერილებს ტელეფონიდან ხსნის. თუ email მობილურზე ცუდად გამოიყურება, მას არ წაიკითხავენ. ხშირად დიდ მონიტორზე პროექტირდება მეილი, რომელიც მობილურზე ქაოსად იქცევა. შრიფტი ძალიან პატარაა, ღილაკები რთულად დასაჭერია, სამსვეტიანი დიზაინი იშლება, ერთი დიდი სურათი კი ნელ ინტერნეტზე დიდხანს იტვირთება.

თქვენი შეთავაზება შეიძლება შინაარსით შესანიშნავი იყოს, სათაურიც მიმზიდველი, მაგრამ თუ UX გამოცდილება გამაღიზიანებელია, ადრესატი მას ადვილად დაივიწყებს. 

გააკეთეთ მარტივი ტესტი: გახსენით თქვენი ბოლო სამი კამპანია ტელეფონზე. ადვილად იკითხება? მთავარი CTA აშკარაა და მარტივად დასაჭერი? – თუ რომელიმე ამ პუნქტში ეჭვი გეპარებათ, ესე იგი, ყოველ გაგზავნაზე პოტენციურ კლიენტს კარგავთ. აირჩიეთ სიმარტივე: ერთი სვეტი, დიდი ღილაკები, მოკლე აბზაცები და ერთი მკაფიო მოქმედება.

შეცდომა #5: არამკაფიო ან ზედმეტად ბევრი CTA

ეს შეცდომა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მომხმარებლის გადმოსახედიდან. ბევრი მცირე ბიზნესი ერთ წერილში ყველაფრის მოთავსებას ცდილობს: ახალ პროდუქტს აცნობს, ფუნქციას ხსნის, შეფასებას ითხოვს, ეპატიჟება კიდეც და აქციის შესახებაც ატყობინებს. ზოგი კი უბრალოდ წერს „გაიგე მეტი“, ისე რომ არ არის ნათელი, რის შესახებ უნდა გავიგოთ მეტი. 

შედეგი – როცა ქმედება არ არის მკაფიო, კლიკები იკლებს, მაშინაც კი, თუ გახსნის მაჩვენებელი კარგია. ამის შესაცვლელად, უნდა აირჩიოთ მარტივი წესი – ერთი წერილი = ერთ CTA-ს. სათაური, ტექსტი და CTA ერთ მიმართულებას უნდა მიუთითებდეს:

  • მიიღე 20%-იანი ფასდაკლება
  • აირჩიე დრო
  • მოგვწერე შეკითხვა
  • ჩამოტვირთე უფასო გზამკვლევი

როცა მკაფიოდ იცი, რას მოხდება დაკლიკვის შემდეგ, მოქმედებაც მარტივდება.

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. ამ კვირაში ერთი სეგმენტი დატესტეთ. ამ თვეში სია გაწმინდეთ. შემდეგი კამპანია ერთი მკაფიო CTA-ით გაგზავნეთ…ნახავთ, რომ ცვლილებებს აშკარად შეამჩნევთ.

რატომ არჩია Apple-მა საკუთარი AI-ს შექმნას Google Gemini?

უყურეთ ლაივს: ISS-ზე NASA პირველ სამედიცინო ევაკუაციას ატარებს!