9
Oct
2018

5 ნიშანი, რომელიც ხელმძღვანელის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს, მეტიც – ის უბრალოდ ცუდი ლიდერია!

9 Oct 2018

ლიდერობა ყველას არ შეუძლია. არსებობენ კარგი და ცუდი ლიდერები. ძალიან მარტივად, სულ 5 ნიშნით შეიძლება მიხვდეთ, როგორია ხელმძღვანელის კომპეტენცია და შეუძლია თუ არა მას, თუნდაც, ორკაციანი გუნდის მართვა.

statiebi-bog
statiebi-bog

ნარცისიზმი დამღუპველია ! 

ამ თვისების მატარებელი ადამიანი, აპრიორი, ცუდი ლიდერია. თუმცა, პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია. მას საკუთარის გარდა, თანამშრომლების კარიერის დანგრევაც შეუძლია. ნარცისიზმით შეპყრობილი ხელმძღვანელი ცდილობს, მის დაქვემდებარებაში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა თავი „ლუზერად“ იგრძნოს, თავად კი ყოველთვის გამარჯვებულის იმიჯი მოირგოს. არა და, ასე ნებისმიერი დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას და უბრალოდ ხელს ჩაიქნევს.

ცუდი ლიდერი არასოდეს აქებს თანამშრომლებს! 

ეს ხელმძღვანელს უარყოფითად ახასიათებს. გუნდის წევრებს, შესრულებული სამუშაოსთვის, წახალისება სჭირდებათ. თუმცა, ხშირად, ლიდერები, მათთვის ელემენტარულ აღიარებასა და ქებასაც ვერ იმეტებენ. არა და, ასეთ დროს თანამშრომელი უფრო პროდუქტიული, კომპანიისა და მომხმარებლების მიმართ ლოიალური, კეთილგანწყობილი და მშრომელი ხდება.

თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალური პიროვნებაა. ცუდმა ლიდერმა ეს არ იცის! 

ხშირად, გუნდის წევრების ინდივიდუალიზმი საერთო სისტემას ეწირება. როგორც წესი, მათ უბრალოდ რიცხვებად და სტატისტიკის ნაწილად აღიქვამენ, მშრომელ ფუტკრებად, რომლებსაც ლიდერი არც კი თანაუგრძნობს. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმე ფასეულ ინდივიდად მიიჩნევდეს. და რა მოჰყვება ამას? სტრესი, პესიმიზმი, სამსახურის გაცდენა, ბოლოს კი საერთოდ მიტოვება.

დიდი დოზით კონტროლი გუნდს დაღუპავს! 

როცა ლიდერი ცდილობს, გუნდზე მეტისმეტი კონტროლი მოიხვეჭოს და დიდი გავლენა მოიპოვოს, ეს მხოლოდ მის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. არ შეიძლება თანამშრომელთა უნდობლობა, მათთვის მინიმალური უფლებების მინიჭება და რაც შეიძლება ნაკლები მოვალეობისა თუ საქმის დელეგირება. ასე მხოლოდ ცუდი ლიდერები იქცევიან – ცდილობენ, საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინონ. ხშირად, ეს მხოლოდ ილუზიაა და რეალურად, ბევრი არაფერი შეუძლიათ.

ცუდი ლიდერი გუნდის წევრებთან გულახდილი არ არის!

როცა ხელმძღვანელი თანამშრომლებთან გულახდილი არ არის, საჭიროდ არ თვლის, მნიშვნელოვან საკითხებზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს და აგრძნობინოს, რომ ისინიც ერთი გუნდის წევრები არიან, ასეთი ლიდერი უბრალოდ არაკვალიფიციურია. თანამშრომლებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ ისეთი დეტალები, რაც მათ ყოველდღიურ და უშუალო საქმიანობას ეხება.

წყარო: INC.



განხილვა