in

5 ნიშანი – თქვენი თანამშრომლები მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობენ?

ბევრ კომპანიას აქვს პრობლემა, რის გამოც ცუდად მომუშავე, თუ ნაკლებად საჭირო თანამშრომელს სამსახურიდან არ უშვებს. ეს არის რისკი, რომელიც ნეგატიურად აისახება არამხოლოდ სხვა თანამშრომლების პროდუქტიულობასა და მორალურ მდგომარეობაზე, არამედ, მთელი კომპანიის ფუნქციონირებაზე.  წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რის მიხედვითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ ის თანამშრომლები, რომლებიც თქვენს სამუშაო სივრცეს მოვალეობის მოხდის მიზნით, მხოლოდ ხელფასის აღების მოტივით იკავებენ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხშირად იყენებენ ფრაზას: „ვმუშაობ, რომ ვიცხოვრო და არ ვცხოვრობ, იმისათვის, რომ ვიმუშაო“. სამუშაო და კარიერა ვიღაცისთვის ცხოვრების დიდი და საინტერესო ნაწილია. ასეთი ადამიანებისთვის დამსახურებული დაწინაურების მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოგზაურისთვის მთელი მსოფლიოს შემოვლა. თუმცა, არიან თანამშრომლები, რომლებსაც საქმის მიმართ მსგავსი სიყვარული და შემართება არ ახასიათებთ და „მუშაობენ, რათა იცხოვრონ“, არა პირიქით.

არ ღელავენ იმაზე, თუ რას იზამს კომპანია. არ არიან აღფრთოვანებულები კომპანიის მიღწევებით. თუ რომელიმე თანამშრომელი არ იზიარებს თქვენს საერთო გამარჯვებას, არ არის თქვენ გვერდით, როცა მიღწევას ერთი ჭიქა ღვინით ხელში აღნიშნავთ, მისთვის სხვა ღირებულებები არსებობს… მისი აზრით, საკმარისად დიდი გამარჯვება ჯერ არ მოგიპოვებიათ, ან მას არ ადარდებს კომპანიის მიღწევები.

ისინი ვერ ხვდებიან, რატომ დებენ სხვა თანამშრომლები ამდენ რესურსს საქმეში, „როცა ეს ასე მარტივია“. რეალურად, ეს არ არის ვერ გაგების პრობლემა, ეს უკავშირდება შურს. ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ და დებენ საქმეში დიდ დროსა და ენერგიას, შეპყრობილი არიან საქმით, მოსწონთ რასაც აკეთებენ და მეტ განვითარებას ცდილობენ. ეს კი უქნარა თანამშრომლების შურს იწვევს.

ისინი ღელავენ მეტს საკუთარი თავის წარმოჩენაზე, ვიდრე კომპანიის იმიჯზე. ათლეტი, რომელიც მეტს ზრუნავს პერსონალურ სპორტულ სტატისტიკაზე, აღწევს უფრო ნაკლებს, ვიდრე გუნდთან ერთად მიაღწევდა.

ისინი მიეკუთვნებიან უკმაყოფილო თანამშრომლების ჯგუფებს, ან დიდ დროს ატარებენ მათთან. კომპანიისთვის დიდი უბედურებაა, როცა უკმაყოფილო თანამშრომლების გუნდი ძლიერდება. ეს შეიძლება თანამშრომლების სხვა ნაწილისთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს. უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ ამ თანამშრომლებმა დაინახონ პოზიტიური ხალხი, ვინც წინ მიიწევს, აღწევს წარმატებას საკუთარ კარიერაში. თუ ისინი მეტ დროს გაატარებენ წარმატებულ თანამშრომლებთან, ბევრს ისწავლიან და იქნებ საკუთარი როლის გადააზრებაც დაიწყონ.

და ბოლოს, საუკეთესო თანამშრომლები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ ნათქვამს პირნათლად ასრულებენ, გულანთებულები არიან, არ არღვევენ დედლაინებს, აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, ხშირად აქვთ საინტერესო გადაწყვეტილებები და სწორი დამოკიდებულებები. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი თანამშრომლებისთვის საინტერესო რომ იყოთ, განვითარების პერსპექტივის მქონე და ჯანსაღი სამუშაო გარემო უნდა გქონდეთ.

წყარო: Inc



„სრულყოფილება მოსაწყენია!“ – გუგა აბრამიშვილის ილუსტრაციები

„დასალევი“ ჩიპსი – ანუ ერთდროულად ჭამა და „სქროლვა“ შესაძლებელია