19
Dec
2018

ლიდერისთვის საჭირო 5 კომუნიკაციის უნარი

19 Dec 2018

ძლიერი კომუნიკაციის უნარი ლიდერისთვის აუცილებელია. მნიშვნელობა არ აქვს, თანამშრომლებთან ავტორიტეტის მოპოვება გსურთ თუ უბრალოდ პარტნიორებთან სასიამოვნო ურთიერთობის დამყარება. როდესაც ხელმძღვანელი ხართ, მუდმივად უნდა ზრუნავდეთ კომუნიკაციის საკითხებზე. კარგ ლიდერს უნდა შეეძლოს გუნდის წევრებთან კარგი დამოკიდებულებების დამყარება, მათი შთაგონებითა და მოტივაციით ავსება, ასევე საკუთარი აზრებისა და იდეების ნათლად გადმოცემა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ კომუნიკაციურ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი ლიდერი:

აქტიური მოსმენა

ყველაზე ძლიერი კომუნიკაციის საიდუმლო არის მოსმენა. ეს შეიძლება არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერდეს, თუმცა, თუკი გსურთ, უხელმძღვანელოთ, პირველ რიგში, უნდა მოუსმინოთ. თუკი გსურთ, თანამშრომლებისა და კლიენტების თვალში კეთილგანწყობილება მოიპოვოთ, ასე უნდა მოიქცეთ. თუმცა, ეს მხოლოდ კეთილგანწყობილებას არ ეხება, მოსმენით ხვდებით, რა სურთ სხვებს და ცდილობთ, ეს სურვილები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოთ.

 სხეულის ენა

ინტერაქციისას სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება უნდა მიაქციოთ უხმო სიგნალებს, რომლებიც თქვენიდან მოდის. როდესაც სხეულის ენა თბილი და მიმღებლურია, თქვენთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი თავს კომფორტულად გრძობს, შესაბამისად, ინტერაქციაც სიამოვნებს.

ამბების მოყოლა

სამსახური მხოლოდ რუტინა არ არის. ლიდერი მხოლოდ საქმეებზე არ უნდა საუბრობდეს. აუცილებელია, ყოველდღიურ ან უბრალოდ ცხოვრების ისტორიების მოყოლა/გაზიარება გუნდის წევრებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ხერხი თქვენ შორის კომუნიკაციას გაზრდის, ასევე მათ თვალში კარგად გამოჩნდებით და დაინგრევა სასტიკი და ულმობელი ხელმძღვანელის სტერეოტიპიც.

სამართლიანობა

თუკი გსურთ, თანამშრომლებთან სასიამოვნო კომუნიკაციის დამყარება, პირველ რიგში, მათდამი სიკეთის და სამართლიანობის გამოჩენა უნდა ისწავლოთ. ყველას თანასწორად უნდა მოექცეთ, რაც მათ თვალში ბევრად უფრო კარგ ლიდერად გაქცევთ.

უკუკავშირი

კომუნიკაციის ხერხებში ერთ-ერთი მთავარია უკუკავშირი. მიეცით გუნდის წევრებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მოისმინეთ და შეაფასეთ შემდეგ იგი. არაფერი ამყარებს კომუნიკაციას ისე, როგორც ორმხრივი ჩართულობა.

წყარო: www.inc.com



განხილვა