პროდუქტიულობას, როგორც წესი, ხელშეწყობა სჭირდება. აუცილებელია, ძალები ისე გადაანაწილოთ, რომ ისედაც რუტინულ ყოველდღიურობაში, სწორად გამოიყენოთ ენერგია. ეს, ძირითადად, ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს წესები, რომელიც მეტ-ნაკლებად უნივერსალურია და მათი დაცვით, შეგიძლიათ, თქვენი პროდუქტიულობა გააორმაგოთ.
დაიწყეთ და დაასრულეთ დღე ბენჟამენ ფრანკლინივით !
ამერიკელი მწერალი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ბენჟამენ ფრანკლინი, ყოველ დღე, საკუთრ თავს ორ შეკითხვას უსვამდა: „რა სიკეთის გაკეთება შემიძლია დღეს?“ (დილით) და „რა გავაკეთე კარგი?“ (საღამოს). თუ თქვენც ასე მოიქცევით, To Do List-იდან, ნელ-ნელა გაქრება უაზრო, არაფრის მომცემი პუნქტები და უსარგებლო საქმეები. სანაცვლოდ, ყოველ დღე, მიზანი უნდა დაისახოთ, რაც კონკრეტულ შედეგს მოგიტანთ და ყველანაირად ეცადოთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ!
ბოლო დროს, ანტრეპრენუარები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ძილში დროის დაკარგვას ურჩევნიათ, საქმე აკეთონ. არა და, მისი ნაკლებობა, რეალურად, არაპროდუქტიულობას იწვევს. ძილის დროს, ადამიანი არა მარტო ფიზიკურად ისვენებს, არამედ დღის მანძილზე მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ენერგიას აღიდგენს.
დილის რიტუალი – საუზმე და ჭიქა წყალი !
როგორც მანქანა ვერ ივლის საწვავის გარეშე, ასეა ადამიანის ორგანიზმიც – მას აუცილებლად სჭირდება საკვები. მხოლოდ ყავა გამოსავალი არ არის. მეტიც, მანამდე აუცილებლად უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი და თუ საუზმობასაც მოასწრებთ, მიირთმევთ, მაგალითად, ხილის ან ბოსტნეულს, მიღებული ენერგია მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.
დანომრეთ და სახელი დაარქვით თითოეულ საქმეს!
ყოველ დილით, ჩამოწერეთ დღის მანძილზე შესასრულებელი საქმეები. სია დანომრეთ და თითოეულ პუნქტს კონკრეტული სახელი დაარქვით. ასე უკეთ შეძლებთ კონცენტრირებას და ძალისა თუ ენერგიის სწორად გადანაწილებას.
აუცილებელია შესვენება!
დღის მანძილზე, აუცილებლად შეისვენეთ რამდენჯერმე. თუნდაც, 10-15 წუთით მოწყდით საქმეს, მიირთვით ხილი, დალიეთ ყავა, მოუსმინეთ მუსიკას. მთავარია, გონება დაასვენოთ. ასე ძალებს და ენერგიას აღიდგენთ და ბევრად პროდუქტიული იქნებით, ვიდრე დილიდან საღამომდე, თავაუღებლად, სამუშაო მაგიდასთან ჯდომით.
წყარო: Inc.com