in

5 რჩევა წყვილებს: როგორ არ მოვყვეთ პარტნიორის სამსახურებრივი სტრესის ქვეშ

პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ერთმანეთის პრობლემების გადაჭრას ცდილობენ. პირველი, ამის გაკეთება შეუძლებელია. მეორე, ეს პარტნიორებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. 

Covid-19-ის პანდემიამ, დასაქმებულთა შორის, სტრესის დონის მატება გამოიწვია. არაერთი აღნიშავს, რომ ეს მათი კარიერის ყველაზე რთული პერიოდია: გათავისუფლების შიში, დაუსრულებელი შეხვედრები, განუსაზღვრელი მომავლის საფრთხედ აღქმა, რომელსაც ემატება საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობები…

pasha-statiebi
pasha-statiebi

ავიღოთ დევიდის მაგალითი. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ის უფროსი ინჟინერია და მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების შენარჩუნებას ცდილობს და იმისთვის მუშაობს, რომ კომპანიის პროდუქტი ახალ რეალობას მოარგოს, გამუდმებით აქვს იმის შეგრძნება, რომ ძალიან მალე უმუშევრად დარჩება.

რეიჩელმა, მისმა მეუღლემ დახმარება გადაწყვიტა და ვახშამზე ის ალტერნატივები გაუზიარა, რომლის გამოყენებაც მიმდინარე სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში შეეძლო. რეიჩელის მხარდაჭერა დევიდმა მიიღო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამან კიდევ უფრო დაძაბა. იმდენად, რომ უკვე ცოლთან ერთად ვახშმობასაც ერიდებოდა.

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრის სამსახურის დაკარგვა პარტნიორებზეც აისახება და სწორედ ამიტომ, გვინდა, გაგიზიაროთ, ასეთ დროს, სტრესის სამართავად როგორი ქცევის მოდელი ამართლებს:

პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ერთმანეთის პრობლემების გადაჭრას ცდილობენ. პირველი, ამის გაკეთება შეუძლებელია. მეორე, ეს პარტნიორებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ყურადღება. წყვილებისთვის სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთისთვის ზუსტად 15 წუთის დათმობაა. არანაირი რეკომენდაცია, არანაირი რჩევა. უბრალოდ, გაზიარება და მოსმენა.

შეკითხვები. სტრესს, რომელსაც ამჟამად განვიცდით, აქამდე არასდროს გვქონია და შესაბამისად, ახლა, შესაძლოა, სხვანაირი მხარდაჭერა გვჭირდებოდეს. მაგალითად, ადრე თუ ემოციური იყო საჭირო, ახლა შეიძლება, პრაქტიკულმა იმუშაოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენს პარტნიორს ჰკითხოთ, რა სჭირდება, ვიდრე მიიჩნიოთ, რომ ის, რაც ადრე გააკეთეთ, მაინც ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდება. იმის გარკვევა, თუ რა სჭირდება თქვენს პარტნიორს, დაგეხმარებათ თქვენი ენერგიის ინვესტიციაში ისე, რომ ურთიერთობაში ორივე მხარემ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

საზღვრები „სამსახურსა“ და „სახლს“ შორის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას სახლიდან გვიწევს მუშაობა, მაინც შესაძლებელია სამუშაო და დასასვენებელი სივრცეების გამიჯვნა. კარგი გამოსავალია ფიზიკური სივრცეების აკრძალვა, სადაც მუშაობა შეზღუდული იქნება – მაგალითად, საძინებელი, ეზო… დააწესეთ შესვენებები, საღამოს აუცილებელი ვახშამი და ა.შ. ამ პატარა რიტუალების არსებობა ხელს უწყობს, დროებით მაინც, სამუშაოსა და სტრესისგან, ტოქსიკური გარემოსგან გათავისუფლებას.

დრო განცალკევებისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ თავსა და პარტნიორთან ურთიერთობაზე ზრუნვა და განცალკევება ამის ნაწილია. ეს შეიძლება, გამოიხატოს მარტო გასეირნებით, შეთანხმებით – სხვადასხვა ოთახში მუშაობის შესახებ, და სხვ. ეს დრო დაგეხმარებათ, გარკვეულწილად, დისტანცირდეთ თქვენი პარტნიორის სამუშაო სტრესისგან.

ვირტუალური დახმარება სანაცნობო წრიდან. შესაძლოა, უშუალოდ, თქვენ არ შეგიძლიათ პარტნიორის დახმარება, ასეთ შემთხვევაში, გამოიყენეთ ალტერნატიული წყაროები. ადამიანები, რომლებსაც ფიქრობთ, რომ დახმარება შეუძლიათ. შეიძლება, ეს ადამიანები იყვნენ თქვენი პროფესიული წრიდან – კოლეგები, მეგობრები ან ოჯახის წევრები, ან შეიძლება, კონსულტანტები, თერაპევტები და ა.შ. ეს მხარდაჭერის აუცილებელი კომპონენტია და რაც მთავარია, დაგეხმარებათ, თქვენც პარტნიორის სტრესქვეშ არ აღმოჩნდეთ და არც იმაზე ფიქრმა შეგაწუხოთ, რომ მის დასახმარებლად არაფერი გააკეთეთ.

წყარო: HBR



აქ.ახლა თიბისის საბანკო სივრცეების განახლება, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გრძელდება

„რბოლა კი არა, მედიტაციაა“ – Jaguar-ის რეკლამა