in

როგორ გადავარჩინოთ რესტორნები შეზღუდვების პირობებში

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში შეზღუდვები წესდება, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნებსა და კვების ობიექტებს ეხებათ და მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი სრულად გატანის სერვისზე გადადიან (დასაშვებია მხოლოდ: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, დელივერი, „დრაივი“).

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეზღუდვები, უდავოდ, საქმეს ბევრად ართულებს რესტორნებისა და ბარებისთვის, მაგრამ როგორც Flipdish გვიზიარებს, სწორი სტრატეგიით, მათ შეუძლიათ, გადარჩნენ.

რჩევები, რომელსაც ქვემოთ გიზიარებთ, Flidship-მა შეაგროვა ნოემბრის დასაწყისში, მაშინ, როცა შეზღუდვები ინგლისშიც დაიწყო:

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვები და რამდენიმე საკვანძო ინფორმაცია მოვიპოვეთ, როგორ უნდა გაუძლონ ამ ინდუსტრიამ მიმდინარე გამოწვევას.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში გატანის სერვისი არჩევანია, ჩვენთან კი – ვალდებულება, რჩევა, დაახლოებით მაინც, ერთნაირია: „თქვენი სამზარეულო იყოს ღია და იმოქმედეთ მომხმარებლების მიმდინარე მოთხოვნების გათვალისწინებით“.

1. დანერგეთ ონლაინ შეკვეთა
გაითვალისწინეთ, როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ შეკვეთის მიღება და მიწოდება მობილური აპლიკაციის საშუალებით, რაც თქვენი მომხმარებლებისთვის მარტივი და მოსახერხებელია. თუ უკვე გაქვთ ციფრული შეკვეთის ფუნქცია, აქციეთ ის თქვენი გაყიდვების ძირითად არხად.

2. ისაუბრეთ თქვენს მომხმარებლებთან
სწრაფად და პირდაპირ მიაწოდეთ თქვენი ძირითადი შეტყობინებები მომხმარებლებს. ამისათვის გამოიყენეთ სოციალური მედია, SMS-მარკეტინგი, ელ.წერილი. გააზიარეთ სამუშაო საათები და მათთვის ხელმისაწვდომი ციფრული შეკვეთის ყველა ვარიანტი (აპლიკაცია, ვებგვერდი, მესენჯერი).

3. გადახედეთ თქვენს მენიუს
ფოკუსირება მოახდინეთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ეს ხელს შეუწყობს თქვენს ეფექტურობას და უზრუნველყოფს მყარ, სტაბილურ გაყიდვებს. ასევე, შეგიძლიათ, თქვენს აუდიტორიას მზა კერძების ნაკრები შესთავაზოთ, რაც ტრადიციული რესტორნის გამოცდილებას გააცოცხლებს მომხმარებლის სახლებში. ბოლო კვირების განმავლობაში, უამრავმა რესტორანმა დაიწყო ამის გაკეთება.

4. შეცვალეთ სამუშაო საათები
გადახედეთ თქვენს სამუშაო დროში პიკის საათებს. გაითვალისწინეთ, თქვენი გახსნის დროის ცვლილება, სჯობს, შეესაბამებოდეს მომხმარებლების მხრიდან, თქვენზე მოთხოვნის პიკის დროს. მაგალითად, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არსებობს შესაძლებლობა, უფრო მეტი გაყიდვები, ამ პერიოდში, სადილის საათებში გქონდეთ. ეს ცვლილება, ასევე, ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებას.

5. ყურადღება გაამახვილეთ ერთგულ მომხმარებლებზე
მომხმარებლების ერთგულება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რესტორნებისთვის – ახლა კი, სასიცოცხლოდ. გაითვალისწინეთ ციფრული ლოიალურობის პროგრამის დანერგვა მომხმარებლების დასაჯილდოებლად.

გაარკვიეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯები
ახალი შეზღუდვები, ცხადია, სერიოზული გამოწვევაა კვების ინდუსტრიისთვის, თუმცა ფიქრი მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყეთ და შემდეგ, იმ რესურსების მოძიებაზე იზრუნეთ, რაც ამისთვის დაგჭირდებათ, მაგალითად, ციფრული ადაპტაცია, სკუტერები, ველოსიპედები, მენიუს გამარტივება… ძვირიანი კერძებიდან უფრო მოთხოვნად საკვებ შეთავაზებაზე გადასვლა… და სხვა.

ამ სტატიის მიზანი, თქვენთან ერთად, სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაა, ამიტომ გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენს შემთხვევაში, რამ იმუშავა, რამ – არა, როგორი რჩევები და რეკომენდაციები გექნებათ მიმდინარე რეალობაში.

წყარო: flipdish



რჩევები მათთვის, ვისაც დროის მენეჯმენტის პრობლემა აქვთ

“ლაკოაჟში” BLACK FRIDAY 10 დღე გრძელდება