18
Jan
2019

TheArtGorgeous-ის 5 აუცილებლად სანახავ არტ-ბაზრობაში Tbilisi Art Fair მოხვდა

18 Jan 2019

“სხვადასხვა არტ-ბაზრობაზე ყოფნისას, რამდენჯერ მოგსვლიათ თავში სიტყვები: “მეგობრული”, “მყუდრო”? – ალბათ, ძალიან იშვიათად, ან სულაც, არც ერთხელ. Tbilisi Art Fair კი ზუსტად ასეთი ადგილია” – ამგვარად ახასიათებს ერთ-ერთი ცნობილი სახელოვნებო გამოცემა TheArtGorgeous თბილისის ხელოვნების ბაზრობას. იგი გამოცემამ 2019 წელს მოსანახულებელ ტოპ 5 გამოფენას შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ თბილისის არტ-ბაზრობა ბრიტანეთის, ინდონეზიის, ავსტრალიის არტ-ბაზრობების გვერდით მოხვდა. როგორც სტატიაში აღნიშნავენ, ამ ადგილების გამორჩევით, ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ იმ საინტერესო ადგილებს, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობადია.

განხილვა