in

5 ვინტაჟური რეკლამა, რომლებმაც ინდუსტრია შეცვალა

ზოგიერთი ვინტაჟური რეკლამა ბრენდებისთვის იმდენად განუყოფელ ნაწილად იქცა, რომ ათწლეულების გასვლის შემდეგაც აქტუალურია. ეს განსაკუთრებით შეინიშნება ახლა, როცა ძველი ტენდენციების მიმართ ინტერესი იზრდება და მარკეტერები ცდილობენ, მომხმარებლებში ერთგვარი ნოსტალგიური განწყობები აღძრან.

ქვემოთ მოცემული 5 ნიმუში კი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ძველი რეკლამა — მათ ინდუსტრიის საკულტო ნამუშევრებსაც კი უწოდებენ, როგორც ბრწყინვალების დამდგენ ბარიერს.

Coca-cola — “The pause that refreshes”

“The pause that refreshes” სარეკლამო სლოგანის მაგალითია, რომელმაც დიდ დროს გაუძლო. ის პირველად 1920-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც კომპანია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი დიდი დეპრესიის ზღვარზე იყო. შესაბამისად, კოკა-კოლას სჭირდებოდა გზა, რათა ბაზარზე სხვა გამაგრილებელი სასმელების გვერდით დაემკვიდრებინა კუთვნილი ადგილი. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო D’Arcy Co-მ იმუშავა და, როგორც ჩანს, მათი ხედვა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ეს სლოგანი დღემდე ბრენდის ნაწილია.

De Beers — “A diamond is forever”

ეს სლოგანი აღიარებულია, როგორც ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ალმასის ინდუსტრიაში. დიდი დეპრესიის დროს ალმასის გაყიდვები დაბალი იყო და მას შემდეგაც სტაგნაციას განიცდიდა დიდი ხნის განმავლობაში — ბრილიანტებს იშვიათად საყიდ ნივთად მიიჩნევდნენ, ძირითადად, ნიშნობის ბეჭდისთვის. ხოლო ბრილიანტის გიგანტ DeBeers-ს თავისი ბაზრის გაფართოება სურდა. შედეგად, სარეკლამო სააგენტო N.W. Ayers & Son დაიქირავა, სადაც 1948 წელს ქოფირათეირი მერი ფრენსი მუშაობდა და სწორედ მას ეკუთვნის სლოგანი: “A diamond is forever”. 

Jordan Motor Car Co. — “Somewhere west of Laramie”

Jordan Motor Car Company-ის ცნობილი რეკლამის დებიუტი 1923 წელს შედგა, Saturday Evening Post-ში. ის ყველას ეხება, ვისაც ოდესმე ამერიკაში მოგზაურობასა და თავგადასავლებზე უოცნებია. ობიექტურად თუ შევაფასებთ, რეკლამა იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან აქ არც ძრავის ზომაზეა საუბარი და არც ღირებულებაზე — სანაცვლოდ, ის გრძნობებს „ყიდდა“. ტრადიციას ისიც არღვევდა, რომ იდეის ავტორი და შემსრულებელი კომპანიის დამფუძნებელი, ედვარდ ჯორდანი იყო.

Morton Salt — “When It Rains, It Pours”

ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სარეკლამო სლოგანია, რომლის საფუძველიც გასული საუკუნის დასაწყისით, 1914 წლით თარიღდება. კამპანიის მიზანი იყო, Morton Salt-ის პოპულარიზაცია, რომ მისი მარილი სხვა კომპანიების პროდუქტის მსგავსად „მსხვილი“ არ იყო და საჭმელშიც ადვილად იშლებოდა. სარეკლამო სააგენტო NW Ayer & Son-ის მიერ შემუშავებულ სლოგანს დღევანდელი მომხმარებლები კვლავ ამ ბრენდს უკავშირებენ.

Hathaway Shirts — “The man in the Hathaway shirt”

რეკლამაში სთორითელინგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავრცელებული ტენდენციაა, მაგრამ ეს ახალ მიგნებას სულაც არ წარმოადგენს. კამპანიამ „კაცი ჰეთევეის პერანგში“ თავისუფალი მიდგომა გამოიყენა პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather-ის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილმა კამპანიამ ამერიკელების კოლექტიური ფანტაზია დაიპყრო. მამაკაცის იდუმალმა ბუნებამ გაზარდა მაისურების მიმზიდველობა და, შესაბამისად, გაყიდვებიც.

Tommy Hilfiger თავისივე მეორეული ტანსაცმლის გაყიდვას იწყებს

9 ციფრული ხელსაწყო თქვენი ონლაინსივრცის ოპტიმიზაციისთვის