23
Jan
2019

5 გზა, როგორ გავზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა ზამთარში

23 Jan 2019

ცივი ამინდი და ზამთრის ნაცრისფერი დღეები სწორედ ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მოტივაცია, იყვნენ მეტად პროდუქტიულები, იკლებს. ამას ემატება დღესასწაულების დასვენებაც, რომლის შემდეგაც, ძირითადად, სამუშაო განწყობა დაქვეითებულია ხოლმე. ამ პერიოდში იმატებს გაციებებიც და ერთი სიტყვით, ლიდერებს საკმაო მუშაობა სჭირდებათ საიმისოდ, რომ თანამშრომლები “გამოაცოცხლონ”.

statiebi-bog
statiebi-bog

გიზიარებთ 5 გზას, თუ როგორ გაზარდოთ ასეთ დროს თანამშრომლების პროდუქტიულობა:

შექმენით “თბილი” სამუშაო გარემო

იმისათვის, რომ გუნდის სამუშაო განწყობა არ დაქვეითდეს, საჭიროა მყუდრო და თბილი სამუშაო გარემო. პირველ რიგში, ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ სწორედ ასეთი გარემო, რომელიც მათთვის იქნება იმ “თავშესაფრის” ტოლფასი, სადაც უჟმური ამინდისგან დაცულები იქნებიან და თავს კარგად იგრძნობენ. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს თბილ სასმელებსაც დაუმატებთ, რომლითაც მათ ასეთ დროს ძალიან დაეხმარებით.

გახადეთ პარასკევი დისტანციურად მუშაობის დღე

ზამთარში სამსახურში სიარული რომ არც ისე მარტივია, ამაზე ყველა თანხმდება. სამუშაო რუტინას ემატება დილით ადრე ადგომა, რაც, ფაქტობრივად, ღამით ადგომის ტოლფასია და თბილი სახლიდან ცივ გარემოში გასვლა. სწორედ ამიტომ, თუკი თანამშრომლებს ერთ დღეს შეუმსუბუქებთ და სახლიდან მუშაობის საშუალებას მისცემთ, ამით მათ ძალიან მადლიერებს დატოვებთ. თუნდაც, იყოს ასეთი დღე პარასკევი, რომელიც უქმე დღეებთან ახლოსაა და დისტანციურად მუშაობის დღე ავტომატურად გადაებმება მათ დასვენებას.

გახადეთ თქვენი თანამშრომლის ჯანმრთელობა პრიორიტეტი

ზამთართან დაკავშირებული ყველაზე დიდი საშიშროება არის გაციება/ვირუსი. ასეთ დროს, დიდი რაოდენობით ვიტამინებია საჭირო, რომლის უბადლო წყაროც არის ხილი. უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლები ხილით და სხვა, ვიტამინებით სავსე პროდუქტით.

ჩაატარეთ ღონისძიებები

კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ გაზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა ზამთრის უჟმურ დღეებში არის ის, რომ გახადოთ ეს პერიოდი მათთვის მეტად სახალისო. არ არის აუცილებელი, გრანდიოზული წვეულება მოაწყოთ, ამისათვის სხვადასხვა ტიპის გათამაშებაც კმარა, რომლის დროსაც გუნდის წევრებს საჩუქრებს შესთავაზებთ. ასეთ დროს თქვენ შორის ურთიერთობებიც გაღრმავდება და ისინიც მეტად გახალისდებიან. ვის არ აწყობს სპონტანური საჩუქარი?

გაატარეთ მეტი დრო თანამშრომლებთან ერთად

ცივ და ბნელ ზამთრის დღეებსაც შეიძლება ჰქონდეს თქვენს ბიზნესზე სასარგებლო გავლენა, თუკი თქვენსა და თქვენს გუნდის წევრებს შორის ურთიერთობებს მეტად “დაათბობთ” და გააღრმავებთ, თუნდაც სპონტანური შეხვედრებით, ყავაზე გასვლით ან კარაოკე ბარში წასვლით. ასევე, იზრუნეთ იმაზეც, რომ ისინი მეგობრულად იყვნენ ერთმანეთში, რადგან ვერავინ ამჩნევს უჟმურ დღეებს გარეთ, როცა სხვებთან სახალისო ინტერაქციაში იმყოფება.

წყარო: Inc



განხილვა