5
Mar
2019

5 გზა, თუ როგორ უნდა შეხედოთ მარცხს

5 Mar 2019

მარცხი და წარუმატებლობა ისაა, რისი დამალვაც საზოგადოებაში ხშირად გვსურს. უმეტესწილად, ამგვარი შემთხვევები თვითშეფასებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. წარუმატებლობის მსხვერპლი არც თუ იშვიათად ვხდებით და ეს არ არის ტრაგედია. ტრაგედია ის იქნება, თუ მას ისე შეხედავთ, თითქოს ცხოვრება თავზე დაგემხოთ და გონებაში ნებისმიერ ალტერნატივას გააქრობთ. მარცხი გაკვეთილია – გაკვეთილი, რომელიც კარიერულ და პიროვნულ ზრდას წყალივით სჭირდება. არ შეიძლება, იყოთ მუდმივად წარმატებულები, მარცხი გარდაუვალი რამაა.

statiebi-bog
statiebi-bog

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 5 გზას, თუ როგორ უნდა შეხედოთ ამგვარ შემთხვევას:

ფოკუსირდით იმაზე, თუ რას სწავლობთ მარცხისგან

მარცხს შეუძლია, უამრავი რამ გასწავლოთ საკუთარი თავის შესახებ, დაგანახოთ, რა გავლენა გაქვთ სამყაროზე და დაგაფიქროთ იმაზე, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ. მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნა, რასაკვირველია, მტკივნეულია, მაგრამ იფიქრეთ იმ კუთხით, რომ ეს სამსახური არ იყო თქვენთვის შესაფერისი. სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ სწორ გზაზე წახვიდეთ და გამოასწოროთ ეს მდგომარეობა. მიმოიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც გაკვეთილად შეიძლება გექცეთ და იფიქრეთ მეტად რაციონალურად.

გამოიყენეთ მარცხი, როგორც შესაძლებლობა, რომელიც ხასიათს სიმტკიცეს შემატებს

გქონდეთ მტკიცე ხასიათი, ნიშნავს, არასდროს დანებდეთ პრობლემურ სიტუაციას. ხშირად ხდება ისეც, რომ გრძნობთ, დანებება გარდაუვალია, თუმცა, არ ნებდებით – სწორედ ამგვარ სიტუაციებში ინარჩუნებთ სიმტკიცეს, რაც წარმატებული კარიერისა და ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ წარუმატებლობა, როგორც შესაძლებლობა, რომელიც გონებრივად გაგზრდით

თუკი თქვენ უკვე იმ დონეზე იმყოფებით, რომ თვლით, დაუღალავი შრომა და მცდელობა თქვენს გონებრივ შესაძლებლობასა და ზოგადად აზროვნებას ხელს უწყობს, მაშინ თქვენ გონებრივად იზრდებით. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციას საკუთარი თავის სასარგებლოდ აღიქვამთ და მოგწონთ კიდეც ეს. ხედვებისა და აღქმების განვითარება გაგრძნობინებთ, რომ ნებისმიერი მარცხი იმიტომ ხდება, რომ თქვენ უკეთესად შეგიძლიათ, აკეთოთ თქვენი საქმე.

შეხედეთ მარცხს, როგორც მცდელობას კომფორტის ზონის შესაქმნელად

წარუმატებლობას შეუძლია გაგახსენოთ, რომ არ იმყოფებით ერთ კონკრეტულ ადგილას, რადგანაც, ადამიანები მხოლოდ მაშინ იგემებენ მარცხს, როდესაც იბრძვიან და არ ჩერდებიან. ეს სიტუაცია კი თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და შეგახსენებთ, რომ არ ხართ ადამიანი, რომელიც მარტივად ნებდება.

განიხილეთ წარუმატებლობა, როგორც მომდევნო ნაბიჯი რაღაც უფრო ღირებულისკენ

წარუმატებლობები ხშირად შეიძლება გახდეს ნაბიჯი სწორედ იმ წარმატებისკენ, რომელსაც არ ელით. სწორედ ამიტომ, როდესაც ერთხელ მსგავსი შემთხვევისგან ისწავლით, გექნებათ იმის მოლოდინი, თუ რა იქნება შემდეგ.. ხომ არის ნათქვამი “როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება.. ” თუმცა, ადამიანები ხშირად, დახურულ კარზე დიდ ხანს ვფიქრობთ და ვდარდობთ და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენს წინ არსებულ შესაძლებლობებს.

წყარო: Inc



განხილვა