in

5 გზა სტარტაპების რეცესიისთვის მოსამზადებლად

ბევრი ეკონომისტის პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე კვარტალი კომპანიებისთვის რეცესიული იქნება. ამის ფონზე, საინტერესოა, რა სტრატეგიებსა და ტაქტიკას უნდა მიმართონ სტარტაპ ლიდერებმა რეცესიისთვის მოსამზადებლად და „გადასარჩენად“?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის რეცესია უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაინც არსებობს რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი, რომელიც სტარტაპებმა უნდა გადადგან. 

მიიღეთ ზომები თქვენი ასაფრენი ბილიკის გასაფართოებლად

როდესაც რეცესია ხდება, კაპიტალის მოზიდვა გაცილებით რთულდება. ამიტომაც, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ე. წ. „ასაფრენი ბილიკის“ გაფართოებაზე — კერძოდ, თანხა მხოლოდ თქვენი პროდუქტის ან სერვისი გაუმჯობესებაზე დახარჯეთ. ამის პარალელურად, შეამცირეთ ახალი ინიციატივები, პრიორიტეტი მიანიჭეთ მხოლოდ მას, რასაც მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების დიდი შანსი აქვს.

რეალურად, რეცესიის დროს „ნაღდი ფული ყველაფერია“. ასე რომ, დარწმუნდით, რამდენად საკმარისი რესურსი გაქვთ რეცესიის დროს გადასარჩენად. ამიტომაც, გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთები კვლავ გონივრული და იაფია, ვიდრე ახალი კაპიტალის დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ განაკვეთები იზრდება.

აქტიურად მოიზიდეთ თქვენი საუკეთესო მომხმარებლები

აღმასრულებელი დირექტორებისთვის რეცესია შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა, რომ უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობები გააძლიეროთ. აქ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ — რეცესიის საფრთხეს ისინიც გრძნობენ. შესაბამისად, კლიენტები ყოველთვის ამჯობინებენ, იმ კომპანიასთან ითანამშრომლონ, რომელთანაც გარკვეული გამოცდილება აკავშირებთ. ამიტომაც, ეს არის გზა მეტად დაუახლოვდეთ მომხმარებლებს — ეს დადებითად იმოქმედებს როგორც გაყიდვების, ისე ზოგადი რეპუტაციის ზრდაზე.

გახსოვდეთ, უფრო ადვილი და ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებულია უკვე არსებულ კლიენტებზე რაიმეს გაყიდვა. ეს განსაკუთრებით აშკარაა რეცესიის დროს, როდესაც ხარჯების მაქსიმალური შემცირებაა საჭირო. თუ B2B ბიზნესში ხართ, მომხმარებელთა ვიზიტები იმის რეალურ აღქმასაც გაძლევთ, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი… ხოლო თუ B2C ბიზნესს აწარმოებთ, ინვესტიცია ჩადეთ ერთგვარ ჯილდოს პროგრამებსა და სხვა ინიციატივებში, რათა საუკეთესო კლიენტებმა თავი დაფასებულად იგრძნონ.

მჭიდრო კავშირი შეინარჩუნეთ სარისკო კაპიტალის ინვესტორებთან

2020 და 2021 სარისკო კაპიტალისთვის მშფოთვარე წლები იყო. ახლა კი ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ კომპანიებს მიანიჭონ პრიორიტეტი, რადგან ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდება. ინვესტორებს კაპიტალის რეზერვირება დასჭირდებათ, რათა კომპანიები წარმატებამდე მიიყვანონ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღმასრულებელი დირექტორებისთვის აუცილებელია, კაპიტალის ინვესტორებთან ხშირი კომუნიკაცია შეინარჩუნონ — ასე კომპანიის გრძელვადიანი პოტენციალის დანახვა უფრო ადვილია.

დააფასეთ საუკეთესო თანამშრომლები

რეცესია თანამშრომლებს აიძულებს, თავიანთ კარიერულ არჩევანს გადახედონ. თუ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას, უფრო დიდი ფირმებისგან მიიღებენ ზარებს — ანუ, მათგან, ვინც გაცილებით მაღალ ანაზღაურებას, პრემიებსა და სარგებელს შესთავაზებს.

ამისგან თავის ასარიდებლად, მეტი დრო გაატარეთ თქვენს საუკეთესო თანამშრომლებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ უსმენთ. საუკეთესო სპეციალისტების დაკარგვა თქვენს კომპანიაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს — ამიტომაც, თქვენი იმპულსის მართვა მნიშვნელოვანია როგორც გამორჩეული თანამშრომლების შესანარჩუნებლად, ისე ახლების მოსაზიდად.

ხაზგასმით აღნიშნეთ და გაერთიანდით თქვენი უნიკალური კულტურის გარშემო

როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, კულტურის არსებობა თანამშრომლების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დასაქმებულებმა იციან თავიანთი საბაზრო ღირებულება და მათი უმეტესობა თავის კომპანიაში რჩება, თუ სათანადო კომპენსაციას იღებენ, ბედნიერებას თუ დაფასებას გრძნობენ. ასევე, აუცილებლად კონცენტრირდით კულტურაზე, თითოეულ კოლეგას კომპანიის უნიკალურობასა და ღირებულებაზე მიაწოდეთ ინფორმაცია.

მაგალითად, Black Duck Software-ში, კორპორატიული უსაფრთხოების სტარტაპში, სამართლიანობისა და სწავლის კულტურა შექმნეს. თითოეული თანამშრომელი აქციონერი იყო და კომპანიას ისე ეპყრობოდა, როგორც საკუთარს. ზოგადად, უნიკალური და ცნობადი კულტურა გადამწყვეტია მთელი გუნდის მოტივაციისთვის, რათა გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდნენ.

ხარჯების შემცირება და კულტურაზე ფოკუსირება შეიძლება არაინტუიციურად ჩანდეს. ეს შესაძლებელია, რადგან უნიკალური კულტურული ღონისძიებების დაფინანსება დიდ ხარჯებს არ საჭიროებს. რეალურად, ეს არის შეხვედრების იდეა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს თანამშრომლების მორალზე. ყველა კომპანიის კულტურა უნიკალურია, მაგრამ ახლა მისი გაორმაგების დროა. კარგი კორპორატიული კულტურა ხელს შეუწყობს ნიჭის შენარჩუნებას და რთული პერიოდის გადალახვას.

. . .
რეცესია ბიზნეს ციკლების ბუნებრივი ნაწილია და ყველა ზომის კომპანია უნდა გადაურჩეს მათ ან გაქრნენ. სტარტაპები უნიკალური გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან სანამ მომგებიანები არ გახდებიან, გარე კაპიტალს ეყრდნობიან, რათა თავიანთი ზრდა და განვითარება დააფინანსონ.

წყარო: HBR



„ელექტრონულმა აკადემიამ“ საკუთარ დაბადების დღეზე პარტნიორ კომპანიებს საჩუქრები გაუგზავნა

ŠKODA-ს ყველა მოდელი, უსაფრთხოების კრიტერიუმით, 5 ვარსკვლავით შეფასდა