in

50 ფრაზა, რომლებიც თქვენს თანამშრომლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებს

თანამშრომლებისადმი მადლიერების გამოხატვა მათი მოტივაციისა და ბედნიერი ღიმილის საწინდარია. ამას კვლევებიც ადასტურებს, სადაც დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ მათი პროდუქტიულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მენეჯმენტმა მათი ძალისხმევა დაინახა.

შესაბამისად, დამსაქმებლებს ურჩევენ, რომ არ დაინანონ ქება და საჭირო დროს მადლობის გადახდა თავიანთი გუნდის წევრებისთვის, რადგან, ჯერ ერთი, ეს არანაირი თანხა არ ჯდება, მეორეც, ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ მოტივირებული თანამშრომლის მიერ კარგად გაკეთებული საქმით და მესამეც – ეს უბრალოდ თქვენც კარგ დამსაქმებლად გაქცევთ.

რა არის თანამშრომლის აღიარება

თანამშრომელთა აღიარების მიზანია, გააძლიეროს გარკვეული სახის პროდუქტიული ქცევები, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება თანამშრომლებს სამსახურში ჩართულობასა და საქმის კეთებით სიამოვნების მიღებაში. ორივე ერთად კი პოზიტიურ ბიზნეს შედეგებს მოიტანს. ეს შეიძლება იყოს ქმედებების ან უბრალოდ, სიტყვების ერთობლიობა, რომელიც გუნდის წევრის მუშაობის დანახვასა და დაფასებას გულისხმობს.

რატომ არის თანამშრომლის აღიარება ასე მნიშვნელოვანი

თანამშრომელთა ჩართულობა და აღიარება ეხმარება თქვენს გუნდს კმაყოფილი დარჩეს სამუშაოთი და, მთლიანობაში, გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი. ამ გზით, ისინი არ იფიქრებენ სხვაგან გადასვლაზე და დარჩებიან თქვენს კომპანიაში. შედეგად, თქვენ გაზრდით თქვენი თანამშრომლების შეკავების მაჩვენებელს.

თანამშრომლების აღიარების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის აძლიერებს გუნდის მორალურ მდგომარეობას რთულ სიტუაციებშიც კი, რადგან მათ იციან, რომ კომპანიაში არის ვიღაც, ვისაც უნდა მიმართონ დახმარებისთვის.

გარდა ამისა, როცა თანამშრომელი თქვენს კომპანიაში თავს დაფასებულად გრძნობს, ის სამსახურის მიზნებს პირად მიზნებად აქცევს და უჩნდება თვითმოტივაცია, რომ საუკეთესოდ გაართვას საქმეს თავი და ბიზნესი წინ წასწიოს.

რა სირთულეები ახლავს თანამშრომელთა აღიარებას 

ზოგიერთი გავრცელებული აზრით, თანამშრომლების აღიარება ძვირი ჯდება. ზოგი დამსაქმებელი იმასაც ამბობს, რომ ამას დრო სჭირდება, რომ სხვა თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს და ა.შ., თუმცა ეს მიზეზები მცდარი პრეტენზიებია იმ კომპანიების მიერ, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა.

უმჯობესია ოფიციალურად შექმნათ პოზიცია, რომელიც იზრუნებს ამაზე. საუკეთესო შედეგისთვის შეარჩიეთ ადამიანი, ვინც გუნდთან რეგულარულად ურთიერთობს და უკვე გარკვეულწილად იცნობს თქვენს თანამშრომლებს.

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა ეს მიდგომა სწორი თქვენი თანამშრომლებისთვის

ზოგადად, ყველა სახის გუნდს შეუძლია ისარგებლოს თანამშრომელთა აღიარების პროგრამით. თუმცა, სანამ დაიწყებთ, მოამზადეთ თქვენი ამჟამინდელი გუნდი ახალი პროგრამისთვის და დანიშნეთ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სტრატეგიის მუშაობაზე. იდეალურ შემთხვევაში, თქვენს გუნდში ყველა უნდა იყოს ჩართული, რათა ყველას ესმოდეს თითოეული თანამშრომლის ღირებულება.

სტატიაში მოცემულია 50 მაგალითი, რომლითაც თანამშრომელს მადლობა შეგიძლიათ გადაუხადოთ ან, უბრალოდ შეაქოთ:

  1. შენი ყოფნა გუნდში ყოველთვის იგრძნობა
  2. შენ ყოველთვის პოულობ გზას საქმის კარგად გასაკეთებლად
  3. გასაოცარია, თუ როგორ ხედავ პროექტებს ჩანაფიქრიდან დასრულებამდე
  4. გმადლობ, რომ ყოველთვის საუბრობ გუნდურ შეხვედრებზე და უკეთეს პერსპექტივას გვიჩვენებ
  5. შენი ძალისხმევა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ არის
  6. ფანტასტიკური ნამუშევარია!
  7. რთულ პერიოდშიც კი საუკეთესო დამოკიდებულებას ავლენ საქმისადმი
  8. გასაოცარია, როგორ ეხმარები ახალ თანამშრომლებს
  9. ვაუ! არ მეგონა, რომ ასეთი საოცარი ნამუშევარი გექნებოდა!
  10. შენ გარეშე ჩვენი გუნდის მუშაობა ვერ წარმომიდგენია
  11. შენი სამუშაო ეთიკა თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე
  12. შენ გარეშე რა გვეშველებოდა!
  13. გმადლობ, რომ ყოველთვის მზად ხარ დახმარების ხელის გაწოდებისთვის
  14. შენი საქმიანობა ნამდვილად შთამაგონებელია სხვებისთვისაც
  15. შენთან თანამშრომლობა სასიამოვნოა
  16. მე მუდმივად აღფრთოვანებული ვარ შენი შედეგებით
  17. გმადლობ, რომ ასეთი მოქნილი ხარ
  18. საქმეს ძალიან საფუძვლიანად ასრულებ
  19. შენი სამუშაო ეთიკა ამ სამყაროს სცილდება
  20. წინსვლის ძალიან ჯანსაღი პერსპექტივა გაქვს
  21. შენ ყველას ახარებ გუნდში
  22. არის რამე რისი გაკეთებაც არ შეგიძლია?!
  23. შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე სანდო თანამშრომელი, რომელიც ოდესმე მყოლია
  24. სხვა თანამშრომლებს შესანიშნავ მაგალითს აძლევ, გმადლობ ამისთვის
  25. ყველა არ არის ისეთი კრეატიული, როგორც შენ
  26. საოცარია, როგორ ახერხებ ყოველთვის გადალახო ნებისმიერი დაბრკოლება 
  27. ასე გააგრძელე!
  28. ამ კვირაში შენმა აქტიურობამ სასიამოვნოდ გამაოცა
  29. მე ნამდვილად მსიამოვნებს შენთან მუშაობა
  30. შესანიშნავი ხარ!
  31. ამ პროექტის გამორჩეული წევრი ხარ
  32. გუნდის ფასდაუდებელი წევრი ხარ
  33. მართალი გითხრა, თეთრი შურით მშურს შენი ნიჭის
  34. გამიმართლა, რომ შენნაირი შესანიშნავი თანამშრომელი მყავს
  35. ფანტასტიკური იდეები გაქვს!
  36. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შთამბეჭდავად მუშაობ
  37. ვაუ, ყოჩაღ!
  38. შესაშურ სამუშაო ეთიკას ფლობ!
  39. მინდა იცოდე, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
  40. რას ვაკეთებდით შენ გარეშე?
  41. ვიცი, ბოლო დროს დაკავებული ვარ, მაგრამ არ გამომპარვია, როგორ დასაფასებლად მუშაობ
  42. შენ თამაშობ გადამწყვეტ როლს ჩვენი კომპანიის წარმატებაში
  43. აშკარაა, რომ დეტალებზე ხარ ორიენტირებული
  44. სასიამოვნოა, რომ ხშირად იჩენ ინიციატივას
  45. საოცარი თანამშრომელი ხარ!
  46. ძნელია იმის ახსნა, თუ რამდენად განუყოფელი ხარ ამ გუნდისთვის
  47. შენი შრომა არასოდეს წყვეტს ჩემს გაოცებას!
  48. სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევ!
  49. საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები, თუ არ გეტყვი, რამდენად ბევრს ნიშნავ კომპანიისთვის
  50. ბოლო დროს საქმეები გართულდა, მაგრამ შენ მათ ერთი ხელის მოსმით ასრულებ!

რა თქმა უნდა, ეს ფრაზები ყოველთვის ყველას არ მიემართება და ნამდვილად ისეთ თანამშრომლებს უნდა უთხრათ, ვინც ამას იმსახურებს. შეგიძლიათ კარგ თანამშრომელს არა პირდაპირი ტექსტით მიაწოდოთ ეს ყველაფერი, არამედ გაუგზავნოთ მადლიერების ბარათი, გამოიყენეთ შეხვედრა იმისთვის, რომ იგი შეაქოთ, წაახალისეთ ისინი სხვა თანამშრომლების დადებითი შეფასებით მათ შესახებ, დროდადრო გაიყვანეთ თქვენი თანამშრომლები ოფისის გარეთ, რათა შეიცვალონ გარემო და არ მოექცნენ რუტინაში. მნიშვნელოვანია თანამშრომლების მომავალში ინვესტიციის ჩადებაც. გაუშვით ისინი ტრენინგებზე, კონფერენციებზე და მიეცით საშუალება, რომ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ.

ამოიცანით საკუთარი თავი „თეთრი კვადრატის“ საახალწლო კამპანიაში?

რა შედეგებამდე მიგვიყვანს თანამშრომლებისთვის ახალი ვალდებულებების დაკისრება?