1
Feb
2019

წყალქვეშა ფოტოკონკურსის გამარჯვებული 50 ნამუშევარი

1 Feb 2019

რომ არა წყალქვეშა ფოტოგრაფია, წყალქვეშა სამყაროს შესახებ უამრავ რამეს ვერასოდეს გავიგებდით. ღრმაწყლოვან ადგილებში გადაღებული ფოტოები დედაპლანეტის შესახებ უამრავ ახალ ამბავს გვიყვება. 2018 წელს მეშვიდედ ჩატარდა ოკეანის წყალქვეშა ფოტოგრაფიის ყოველწლიური კონკურსი, რომელმაც საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. ჟიურის წევრებმა 70 ქვეყნიდან შემოსული ნამუშევრები 16 კატეგორიაში შეაფასეს. საპრიზო ფონდი $80.000 იყო. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამგვარად, წყალქვეშა სამყაროს გაცნობისა და გადაღებისკენ სულ უფრო მეტ ფოტოხელოვანს უბიძგებენ. ყოველ ფოტოს თავისი გამორჩეული ამბავი აქვს. მაგალითად, ფართო რაკურსის კატეგორიის გამარჯვებულია ვეშაპის ფოტო, რომელიც ფრანსუა გელენმა ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, 15 მეტრის სიღრმეზე, ბუნებრივი განათების პირობებში გადაიღო. წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულ ორმოცდაათ ფოტოს.

განხილვა