დანიელი აუდიო მწარმოებელი Bang & Olufsen ხელახლა უშვებს იმ პროდუქტებს, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე ვიყენებდით. მათ შორისაა უკვე 50 წლის Beogram 4000 — კლასიკური ვინილი, რომელიც დიზაინერმა იაკობ ჯენსენმა 1972 წელს შექმნა, იგი საზღვრების დარღვევისა და ახალ დონეზე გადასვლის ცოცხალი მაგალითი იყო.
ამჯერად კი ვინილს ახალი თაობისთვის ქმნის — უახლესი ტექნოლოგიებით, თუმცა უცვლელი ფუნქციითა და მასალებით. მუსიკალური სისტემა Beosystem 72-22, როგორც Recreated Classic Initiative-ის ნაწილი, ლიმიტირებული რაოდენობით შეიქმნა. მის მფლობელებს კი ვინილის ჩანაწერების მოსმენა B&O Beolab-ის უსადენო დინამიკებით შეუძლიათ. მუსიკის მოსმენა ისეთი სერვისებიდანაც არის შესაძლებელი, როგორიცაა TIDAL და Spotify.
გარდა იმისა, რომ მათი განახლებები შთამბეჭდავად გამოიყურება, კვლევამ აჩვენა, რომ ძველი პროდუქტების განახლება გარემოზეც დადებითად მოქმედებს.