in

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაზე განცხადებების მიღება 3 მარტამდე გრძელდება!

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადებების მიღება 3 მარტამდე გაგრძელდება. მართალია, ამ დრომდე ვადა 27 თებერვლის ჩათვლით იყო განსაზღვრული, მაგრამ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მან რამდენიმე დღით გადაიწია.

500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიზე დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. რეგიონული პროგრამის განხორციელებით 500 Global-ის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, სტარტაპების კაპიტალით უზრუნველყოფა და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობაა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან, მათ ექნებათ წვდომა სტარტაპების, მენტორების და ინვესტორების ფართო აუდიტორიაზე, რათა მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმიზაცია.

სტარტაპებს, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ გაფართოებაა, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ 500 Global-ის ტექნოლოგიური ჰაბები მსოფლიოს გარშემო. რაც მათ საშუალებას მისცემს, შეისწავლონ სხვა ბაზრები და აღმოაჩინონ პოტენციური კომერციული შესაძლებლობები.

პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.


500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. 2010 წლიდან დღემდე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას, 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და „exited“ კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 180+ წევრს აერთიანებს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოში MARINI-ს 2 ასფალტის ქარხანა აეწყო – იტალიურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს

Leica – მიკროსკოპიდან პორტატულ ფოტოკამერამდე