in

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და 11 აგვისტომდე გაგრძელდება. ის სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო დონის მენტორებისგან უდიდესი გამოცდილება დააგროვონ, მიიღონ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა და 500 Global-ის პორტფოლიოში დაიკავონ კუთვნილი ადგილი.

500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიზე დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს.

პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.


500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. 2010 წლიდან დღემდე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას, 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და „exited“ კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 180+ წევრს აერთიანებს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

[პარტნიორის კონტენტი]

Microsoft-მა ახალი Default შრიფტი წარადგინა!

Audi-ს პრაქტიკანტებმა საკულტო მოდელი თანამედროვე ელექტრომობილად გარდაქმნეს