in

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდეს!

სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. ამ შესაძლებლობამ ადგილობრივ სტარტაპებს გზა გაუხსნა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად ემუშავათ საკუთარი იდეების დახვეწაზე, გაეგოთ უფრო მეტი მარკეტინგზე, პროდუქტის დიზაინზე, გაყიდვებსა და მათთვის საჭირო სხვა სფეროებზე და რაც მთავარია, გლობალურ ბაზრებზე გასვლა შეძლებოდათ. ცოტა ხნის წინ, ჩვენ გიამბეთ იმ ტოპ ხუთ სტარტაპზე, რომელიც 500 Georgia-ს პირველი ნაკადიდან შეირჩა.

ამ ამბის შემდეგ, სულ რამდენიმე დღე გავიდა და პირველი ნაკადის მონაწილე ხუთმა სტარტაპმა უკვე შეძლო და მოიზიდა, საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ინვესტიცია. ეს სტარტაპებია Stack, Cargon, Phubber, Raccoon და Nextsale. აქედან, 300 000 დოლარის ინვესტიცია მიიზიდა სტარტაპმა Cargon, ხოლო Nextsale-მა 500 000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. ორივე სტარტაპი 500 Georgia-ს ტოპ ხუთეულიდანაა. 900 000 ევროს ინვესტიციის მოპოვება შეძლო 500 Georgia-ს პირველი ნაკადის მონაწილე სტარტაპმა Raccoon, რომელიც ამ თანხას ყველასთვის ხელმისაწვდომი ფიზიოთერაპიის პლატფორმის შექმნაში გამოიყენებს.

850 000 დოლარის ინვესტიცია მიიზიდა ტოპ 5-ში შესულმა სტარტაპმა Stack. ამით ის იქცა პირველი ქართულ სტარტაპად, რომელმაც „სილიკონ ველის“ 500 Startups-ისგან შემოთავაზება მიიღო და გარდა ამისა, ჰოლანდიაში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული საინვესტიციო ფონდის დაინტერესებაც შეძლო.

გიორგი ლალიაშვილი, Stack-ის თანადამფუძნებელი: “პირადი გამოცდილებით, დიდი ინვესტორები ამბიციურ იდეებს ეძებენ – გლობალურად მასშტაბირების პოტენციალი რომ აქვთ, ისეთებს, ანუ მასში მთელს მსოფლიოში გამოყენებად პროდუქტად ქცევის შესაძლებლობას რომ ხედავენ.

თუმცა, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ინვესტიციის მოზიდვაზე მუშაობა, 6-8 თვით ადრე, ძალიან აქტიურად დაიწყოს. დათვალონ, კონკრეტულად, რა სჭირდებათ, რამდენი თანხა, რა ტიპის ხელშეწყობა, ჩაატარონ ბაზრის კვლევა, ინსვეტორების კუთხით, გაარკვიონ, რომელი ინვესტორები აფინანსებენ მათ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს იმდენი თანხით, რამდენიც მათ სჭირდებათ და მოლაპარაკებების გზით, საუკეთესო აარჩიონ.

გეგმა არის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გავიზარდოთ, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მომხარებლების თვალსაზრისით. შემდეგ, სწორება, რა თქმა უნდა, კომპანიის სწრაფ და სწორ განვითარებაზე გვექნება, რაშიც 500 Startups Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა სხვადასხვა მეთოდის, ტექნიკისა და სისტემების სწავლებით ძალიან გვეხმარება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაზეც ეს თანხა გვაქვს გავთლილი არის ის, რომ დავნერგოთ კომპანიის მართვისა და განვითარების სისტემები, რომლებიც ჩვენს სტარტაპს კომპანიად აქცევს – ანუ, მომავალში აღარ ვიფიქრებთ დაფინანსების მოპოვებაზე, არამედ უკვე მოგებაზე გვექნება ორიენტირი.”

700 000  ლარის ინვესტიცია მიიზიდა სტარტაპმა Phubber, რომლის ინვესტორიც WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი და “ენჯელ” ინვესტორი იუჟინ ფუქსმანი გახდა.

გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი: “Phubber საქართველოში ერთ-ერთი ტოპ სტარტაპია და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან ამ საქმეში ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი შრომა ჩადო. რა თქმა უნდა, მეორე კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორების თვალში, Phubber-ის, როგორც სტარტაპისა და კარგი მომავლის მქონე კომპანიის პოტენციალი მნიშვნელოვნად ამაღლებულია, რაც სამომავლოდ უფრო გაგვიადვილებს ინვესტორებთან ურთიერთობას.”

XX საუკუნის უნიკალური პოსტერები ციფრულ საცავში – „ალდაგის“ საიუბილეო პროექტი

როგორ მივიღოთ უკეთესი შედეგი, კონტენტ მარკეტინგის გამოყენებით?