in

500 Georgia-ს მეორე ნაკადის გამარჯვებულები თავიანთ გამოცდილებაზე გიყვებიან

16.5 მლნ ლარის მოზიდული ინვესტიცია, 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი – ეს 500 Georgia-ის შედეგების მხოლოდ ნაწილია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აქსელერატორი 500 Startups საქართველოში, 2020 წელს გამოჩნდა, საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA მხარდაჭერით. ორი ნაკადის განმავლობაში, აქსელერაციის ეტაპები, სულ, 30-მა სტარტაპერმა გაიარა. საერთო ჯამში, 500 Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთი ჯამი 4400-ს აღემატება. მთლიანობაში, სტარტაპერებმა შეიძინეს 89 პარტნიორი და დაასაქმეს 354 ადამიანი. თითოეული ნაკადის 2 გამარჯვებულს წილად ხვდათ კალიფორნიაში, სილიკონ ველიში გამგზავრება, რაც მათთვის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის ბევრად მეტ შესაძლებლობას ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, 500 Georgia-მ უკვე მეორე ნაკადის გამარჯვებულები გამოავლინა: Payze და Agrolabs, რომლებიც აქსელერატორში მონაწილეობის გამოცდილებაზე გვიყვებიან.

Payze მოქნილი, ეფექტური და მორგებადი ონლაინ გადახდების პლატფორმაა ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიისთვის.

გეგა ტოფაძე, Payze.ge-ს დირექტორი: „500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ძალიან ძლიერ მენტორებთან გაქვს ყოველდღიურად, ხუთი თვის განმავლობაში. თან, ეს მენტორები თავიანთ საქმეში არიან პროფესიონალები – გაყიდვებში, ციფრულ მარკეტინგში, დიზაინში და ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ სტარტაპში ყველა მიმართულებას ძალიან ძლიერად ავითარებ. თავიდან გვეგონა, რომ რაღაც მიმართულებები უკვე კარგად გვქონდა ათვისებული. პროგრამის განმავლობაში დავინახეთ, რამხელა სამუშაო იყო ჩასატარებელი.

500 Georgia-ს ფარგლებში კოლოსალური სისწრაფით იზრდებიან კომპანიები. ჩვენ შემთხვევაში, ძალიან მაღალ დონეზე განვავითარეთ გაყიდვების სქემა, ბევრი ვიმუშავეთ დიზაინზე, ბრენდზე, ციფრულ მარკეტინგზე, პროდუქტის განვითარებაზე, დავამატეთ ახალი ფუნქციები – არ დარჩენილა მიმართულება, რომელიც სწრაფად არ წავიდა წინ. ჩვენ შემთხვევაში, კულმინაცია იყო ის, რომ გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი გუნდის ყოველი წევრის დამსახურებაა და შემოდგომაზე სილიკონ ველიში მივდივართ, სან-ფრანცისკოში, სადაც ფიზიკურად მოხდება აქსელერაცია და აქ დამატებით უპირატესობა ის გვექნება, რომ ფიზიკურად ვიმუშავებთ ადგილზე, გავიცნობთ ძალიან ბევრ ინვესტორს, რაც საშუალებას მოგვცემს შემდგომში კიდევ უფრო მეტ ფინანსებზე მოვიპოვოთ წვდომა.

სხვაობა 5 თვის წინანდელ Payze-სა და დღევანდელს შორის არის კოლოსალურად დიდი. პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ უფრო მეტი მომხმარებელი, რაც უფრო მეტი თანხის დაგენერირების საშუალებას იძლევა და საბოლოო ჯამში, თავად კომპანიის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. ყველა სტარტაპს ვურჩევთ, დაუფიქრებლად შეიტანონ განაცხადი 500 Georgia-ში სააქცელერაციო პროგრამაზე, რადგან ესაა ყველაზე მასშტაბური მოვლენა ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის.“

Agrolabs ჭკვიანი ირიგაციის სისტემებით ეხმარება სათბურის ფერმერებს, მეტი და უკეთესი მოსავლის მოყვანაში.

მიხეილ ლაზარენკო, Agrolabs-ის დირექტორი: „500 Georgia-მ მასშტაბირების რელსებზე დაგვაყენა. ის სწორი საფუძვლის, პროდუქტების შემუშავების, გაყიდვების, მარკეტინგის, რესურსების თავმოყრაში დაგვეხმარა. თუმცა, ჩვენთვის ეს არ იყო უბრალოდ ბიზნესი, არამედ ანტრეპრენერული სულით აღსავსე გარემო, რომელსაც მონაწილეები, მენტორები და ორგანიზატორები ერთად ვიზიარებდით. ეს მუხტი ყველას აძლევს მოტივაციას და შესანიშნავი პროდუქტის შექმნაში ეხმარება.
500 Georgia დაგვეხმარა გავზრდილიყავით იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე, მოგვეძიებინა დამატებითი კაპიტალი, ჩვენი ზრდის ხელშესაწყობად – შედეგად, ბევრად დიდი თავისუფლება გვაქვს IP-ში ინვესტირებისა და გლობალურ ბაზარზე ექსპანსიის კუთხით. ასევე, უკეთ გვესმის მომხმარებლის, ვუღრმავდებით ჩვენს ჰიპოთეზებს და რეალურ მომხმარებლებთან ვცდით ჩვენს მიდგომებს.“

 

[R]

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა TESS უკვე 2200-ზე მეტი პოტენციური პლანეტა აღმოაჩინა!

Razer კონცეპტუალურ, ჭკვიან სახის ნიღაბს შექმნის!