in

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართული სტარტაპი – Helio.AI, რომელიც კომპანიებს თანამშრომელთა შერჩევისთვის AI-თამაშს სთავაზობს

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ და პოსტპანდემიურმა ფაქტორებმა, გლობალური შრომითი ბაზრის ცვლილება გამოიწვია.

პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობის შედეგად შეიქმნა „ციფრული ნომადის“ ცნება, რამაც კომპანიებს დაანახა, რომ მათი გუნდის წევრები შესაძლოა, სულ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობდნენ, თუმცა საქმეს მაინც ხარისხიანად და ეფექტურად ასრულებდნენ. კიდევ უფრო დიდი ცვლილება ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში გამოჩენამ გამოიწვია, რამაც ადამიანების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

დღეს, ხელოვნური ინტელექტი შრომით ბაზარზე სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. მათ შორის HR მიმართულებით. სხვადასხვა დათვლებით, მიმდინარე დეკადის ბოლომდე, HR-ტექნოლოგიების გლობალური ბაზრის ზომა $100 მილიარდამდე გაიზრდება. ამ ტენდენციამ კი ბაზარზე ახალი სტარტაპების გამოჩენა განაპირობა, რომელთა მიზანი სწორედ HR-პროცესების ოპტიმიზაციაა.

ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. 

ნახევარი წლის წინ, საქართველოში გამოჩნდა პლატფორმა Helio.AI – რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. 

კომპანია 500 Global in Eurasia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადში იღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოში 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობთ ხორციელდება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ნინი მოსიაშვილი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი პროცესის სრული ციკლის ავტომატიზაციაში არის ჩართული და კომპანიას კანდიდატების რეზიუმეების, გამოცდილებისა და უნარების ანალიზში ეხმარება. 

Helio.AI-ის მნიშვნელობა თანამედროვე შრომით ბაზარზე

“დღეს, რეკრუტერები იკვლევენ, როგორც კანდიდატის გამოცდილებას, ასევე მის უნარებს და გუნდთან შესაბამისობას, რის საფუძველზეც პროფილს ადგენენ. თანამშრომლების შერჩევის ტრადიციული პროცესი ეფექტიანი აღარ არის, ხოლო რეკრუტერები დროის 70%-ზე მეტს რუტინულ დავალებებს უთმობენ და კანდიდატების შერჩევა იწელება, რის გამოც, თითქმის ყოველი მეორე შერჩევა – წარუმატებელია. ამ პრობლემამ გვიბიძგა შეგვექმნა ნეირომეცნიერული თამაში, რომლითაც რეკრუტერს კანდიდატის უნარების განსაზღვრა და გამოცდილების შეფასება შეუძლია, რაც მათ ობიექტური და კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს”, – აღნიშნავს ნინი მოსიაშვილი. 

როგორც Helio.AI-ში ამბობენ, სისტემა, რომელიც ქართულმა სტარტაპმა განავითარა, არ საჭიროებს ინტეგრაციას, ანუ მისი გამოყენება მომენტალურად შეიძლება, ხოლო თავად თამაში შვიდწუთიანია, რაც მისაღებია, როგორც რეკრუტერისთვის, ასევე კანდიდატისთვის. ამ დროისთვის, Helio.AI-ის სერვისებს 50-ზე მეტი კომპანია იყენებს, რომლებიც სერვისის საფასურს ყოველთვიურად იხდიან, რითაც ბიუჯეტს ზოგავენ. ქართული ნეირომეცნიერული თამაშის გამოყენების ღირებულება კომპანიის ზომაზე და რეკრუტინგული დავალებების მოცულობაზე არის დამოკიდებული, მაგრამ როგორც ნინი მოსიაშვილი ამბობს, მოთხოვნა ფაქტობრივად ყველა სექტორიდან შეინიშნება. აქტიურობენ, როგორც დიდი კომპანიები, ასევე ისეთებიც, რომლებიც თვის განმავლობაში მხოლოდ ორ-სამ ვაკანსიას აქვეყნებენ. 

Helio.AI ამარტივებს რეკრუტინგის პროცესებს

„რეკრუტინგის პროცესში Helio.AI-ის ინტეგრირებით, კომპანიებს შეუძლიათ, როგორც პროცესების აჩქარება და გამარტივება, ასევე ბიუჯეტისა და დროის დაზოგვა. თუ Helio.AI-ის გარეშე, ვაკანსიების დასახურად კომპანიებს ორი თვე სჭირდებათ, ჩვენი თამაშის ინტეგრაციის შემდეგ, თანამშრომლის აყვანა ორ-სამ კვირაში შეუძლიათ. თანაც, ჩვენთან ინტეგრაციით, რეკრუტერებს ე.წ. „შავი“, ანუ მანუალური საქმის გაკეთება აღარ უწევთ, რითაც დროის 60%-მდე უთავისუფლდებათ. Helio.AI-ის არხებისა და რესურსების ანალიზის ახლებური მეთოდების გამოყენებით, კომპანიებს ბიუჯეტის 50%-მდე დაზოგვაც შეუძლიათ“, – აღნიშნავს ნინი მოსიაშვილი. 

როგორც Helio.AI-ის თანადამფუძნებლები ამბობენ, კომპანიის მისია – შერჩევის კომპლექსური და რთული პროცესის გამარტივება და გამოთავისუფლებული დროის ხარჯზე ადამიანების პროდუქტიულობის გაზრდაა.

Helio.AI-ის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა

„Helio.AI-ის გუნდის მთავარი ღირებულება – მუდმივი განვითარებაა და გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები, მხოლოდ ასე მიიღწევა. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ რეკრუტინგი არამხოლოდ საქართველოში და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ პარტნიორი კომპანიებისგან უკუკავშირს, რომლის საფუძველზე პროდუქტს ვავითარებთ და სულ მალე, საქართველოს საზღვრებს გავცდებით და ჩვენს სერვისს რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის უზბეკეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავამოქმედებთ“, – ამბობს ნინი მოსიაშვილი. 

აღნიშნულმა ხედვამ და მიზანმა, Helio.AI-ის ოთხი თანადამფუძნებელი 500 Global in Eurasia-მდე მოიყვანა – საერთაშორისო სტარტაპ-აქსელერატორამდე, რომელიც დამფუძნებლებს სტრატეგიული კავშირების დამყარებისა და დასახულ მიზნამდე მდგრადად მისვლის შესაძლებლობას აძლევს. 

500 Global in Eurasia როგორც განვითარების კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა

„Helio.AI-ის თანადამფუძნებლებს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტარტაპ-ეკოსისტემაში შევაბიჯეთ, მივხვდით, რომ წინ გრძელი და, რაც მთავარია, ყველაფრისგან განსხვავებული თავგადასავალი გველოდა. 500 Global in Eurasia-ში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა, ხოლო მენტორების რჩევები ბიზნესის მასშტაბირებაში გვეხმარება“, – აღნიშნავს Helio.AI-ის თანადამფუძნებელი, ნინი მოსიაშვილი. 

საქართველოში მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით გრძელდება. რეგიონული სააქსელერაციო პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადისთვის მენტორებმა ცხრა სტარტაპი შეარჩიეს, რომლებიც ახლა სტარტაპების აქსელერაციის ექსპერტებთან 12-კვირიან ინტენსიური გადამზადების კურსს გადიან. 500 Global in Eurasia–ს მეექვსე ნაკადის მონაწილე კომპანიები შვიდ სექტორსა და ექვს ქვეყანას წარმოადგენენ კავკასიის, ცენტრალური აზიის  და ევროპის რეგიონიდან.

[პარტნიორის კონტენტი]

Comedy Pet Photo Awards-მა 2024 წლის გამარჯვებულები გამოავლინა!

როგორ მოხვდა დახეული წინდა Apple-ის რეკლამაში?